ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Philip Morris International-ის კომპანიების კოლექტიური ჯგუფის აფილირებული წევრი. ჯგუფის ყველა აფილირებული წევრი ჩამოთვლილია აქ, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, სადაც ეს რელევანტურია. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს დეტალები, თუ გსურთ დაგვიკავშირდეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ან ელწერილში, რომელიც შეიცავს ამ შეტყობინების ბმულს.

  • Philip Morris International ან PMI გულისხმობს Philip Morris International-ს, თამბაქოს საერთაშორისო წამყვან ჯგუფს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარიაში. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან „აფილირებული პირისაგან“.
  • Philip Morris International-ის ჯგუფში შემავალი ყველა წევრი არის PMI-ს აფილირებული პირი. „ჩვენ“ (ან „ჩვენს“ ან „ჩვენი“) აღნიშნავს PMI-ის აფილირებულ პირს, რომელმაც პირველად შეაგროვა ინფორმაცია თქვენს შესახებ.
  • PMI პროდუქტი ნიშნავს PMI-ს ან მისი ერთ-ერთი აფილირებული პირის პროდუქტს.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.

  • თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პირდაპირ (მაგ. ფორმის შევსება, ჩვენთან დარეკვა ან ინფორმაციის ატვირთვა მობილური აპლიკაციის საშუალებით).
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას.
  • ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი სისტემებით ან ჩვენ გიკავშირდებით (მაგ. როდესაც იყენებთ PMI-ს აპლიკაციას ან ვებსაიტს, ან როდესაც ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ დავაკვირდეთ თქვენ მიერ ელწერილების და SMS შეტყობინებების მიღება ან გახსნა).
  • ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია მესამე მხარისგან (მაგ. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ინფორმაცია სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა Meta და X). მაგალითად, სადაც კანონით ნებადართულია, ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ იმ მთლიანი ინფორმაციიდან, რომელსაც ვიღებთ მესამე პირებისგან. მაგალითად, ეს შეიძლება მოიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების შესახებ.

აღნიშნული შეტყობინებით ყველა ის მეთოდი, რომლითაც თქვენ შემხებლობაში ხართ ჩვენთან, მოხსენიებული იქნება, როგორც „PMI-სთან ურთიერთკავშირის წერტილები“. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკური შეხების წერტილებს (მაგალითად, საცალო ვაჭრობის ობიექტებს (ეს მოიცავს როგორც PMI-ს მფლობელობაში მყოფ, ასევე მის კონტროლირებად სავაჭრო ობიექტებსა და მესამე მხარის საცალო მაღაზიებს), ღონისძიებებს (ეს მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც მოწყობილია PMI-სა და მესამე მხარის მიერ, რომლებშიც წარმოდგენილია PMI), მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრებს) და ციფრული შეხების წერტილებს (მაგალითად, აპები, სოციალური მედია და ვებსაიტები).

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ:

  • დარეგისტრირდით, რომ იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (მათ შორის ლოიალობის პროგრამები), რომელიც მოიცავს ასაკის გადამოწმებას (ეს შეიძლება იყოს პირადად, აპლიკაციის საშუალებით ან ონლაინ, თქვენი სახის AI-ს მიერ ანალიზის ჩათვლით);
  • მოითხოვეთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ასაკის ამოცნობას (ეს შეიძლება იყოს პირადად, აპლიკაციის საშუალებით ან ონლაინ, თქვენი სახის ხელოვნური ინტელექტის მიერ ანალიზის ჩათვლით);
  • შეიძინეთ PMI პროდუქტები ან მომსახურება საცალო ობიექტში;
  • გადმოიწერთ, ან იყენებთ ციფრული ურთიერთკავშირის წერტილებს (მაგ. აპლიკაცია ან ვებ-გვერდი);
  • გვიკავშირდებით PMI-ს ურთიერთკავშირის წერტილის, ელ.ფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • დაარეგისტრირეთ მოწყობილობა ჩვენთან;
  • გამოიწერეთ PMI პანელის პორტალი;
  • დარეგისტრირდით PMI პრესრელიზების, ელ.ფოსტის შეტყობინებების ან მარკეტინგული კომუნიკაციების ან სხვა სარეკლამო მასალების მისაღებად;
  • მონაწილეობას იღებთ გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების ერთ-ერთ წარმომადგენელს ან დაესწარით ღონისძიებას, რომელიც მოაწყო PMI-ის აფილირებულმა პირმა.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას. ეს შეიძლება გაზიარდეს ინტერნეტთან პირდაპირი კავშირის საშუალებით, ან ჩვენი ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.

ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ:

  • ეწვევით მაღაზიას, რომელიც ყიდის PMI-ს პროდუქტებს (მაგალითად, თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შეგროვება შესყიდვისას) ან სენსორების მეშვეობით მაღაზიაში, რომლებიც უკავშირდებიან მობილურ ტექნოლოგიას);
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ს აფილირებული პირის მიერ (მაგ. ღონისძიებაზე განხორციელებული შეძენით ან არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • კომუნიკაცია გექნებათ ჩვენთან (მაგალითად, PMI-ს ურთიერთკავშირის წერტილის, ელფოსტის, ან სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით);
  • „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების“ გამოყენებისას (მაგ. არსებული აღრიცხვის მექანიზმების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები და ტექნოლოგიები, როგორებიცაა მოწყობილობის იდენტიფიკატორები);
  • მესამე მხარის ვებსაიტების (მაგალითად, ზემოთ მოცემულ პუნქტში აღწერილი ტექნოლოგიის გამოყენებით) გამოყენებისას; 
  • ჩვენ მიერ გამოწერილი სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებების (მაგ., იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის გასაგები იყოს). გაკეთებით;
  • PMI პროდუქტების სხვა მომხმარებლის მიერ გადმომისამართების შემთხვევაში. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ქუქიების და მსგავსი აღრიცხვის მექანიზმების გამოყენებით, თუ თქვენ ეთანხმებით (ან არ უარს იტყვით) მათ გამოყენებაზე PMI ციფრული ურთიერთკავშირის წერტილებში ვიზიტისას. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილზე“. „PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებზე“ გამოყენებული სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, იხილეთ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთკავშირის წერტილში ან მისი გამოყენებისას. თქვენ უნდა გადახედოთ ამ პროვაიდერების კონფიდენციალურობის შეტყობინებას, რათა ნახოთ, როგორ ამუშავებენ ისინი თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს Google ანალიტიკის ქუქი-ფაილებს (იხილეთ  https://policies.google.com/technologies/partner-sites.)

ჩვენ ვიყენებთ ამ ქუქი-ფაილებს და აღრიცხვის სხვა ტექნოლოგიებს თქვენთვის შესაბამისი, პერსონალიზებული ციფრული რეკლამის მოსაწოდებლად სხვადასხვა პარტნიორის დახმარებით. ეს შეიძლება მოიცავდეს ელ.ფოსტის იმ მისამართებისა და მობილური ტელეფონის ნომრების შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სარეკლამო პარტნიორების ელ.ფოსტის მისამართებთან, რათა შემოგთავაზოთ თქვენთვის რელევანტური ციფრული რეკლამები (სადაც აღნიშნული ნებადართულია კანონით). ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა (ან არ უარი არ გითქვამთ მონაცემთა გაზიარებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ასევე დავამუშავოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ერთმანეთის მსგავსი პროფილების შესაქმნელად. ეს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მსგავსი აუდიტორიები პოტენციური მომხმარებლებისთვის (რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თქვენი მსგავსი ინტერესები ან დემოგრაფიული მონაცემები) სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა Google, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებსაც სარეკლამო პლატფორმა ფლობს სხვა ადამიანების შესახებ. როგორც წესი, ეს ნიშნავს თქვენი ელ.ფოსტის მისამართის გაზიარებას ჩვენს სარეკლამო პარტნიორებთან.

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან. ეს შეიძლება მოიცავდეს PMI-ის აფილირებულ პირებს შორის გაზიარებულ ინფორმაციას, საჯაროდ ხელმისაწვდომი პროფილის ინფორმაციას (როგორიცაა თქვენი პრეფერენციები/უპირატესობები და ინტერესები) მესამე მხარის სოციალური მედიის საიტებზე (როგორიცაა Facebook და X), მარკეტინგული სიები და მესამე მხარის სააგენტოებიდან შეძენილი ინფორმაცია. ასეთი მონაცემებისთვის PMI შეიძლება იმოქმედოს როგორც მონაცემთა დამოუკიდებელმა მაკონტროლებელმა გარკვეულ შემთხვევებში, ან როგორც თანამაკონტროლებელმა მესამე მხარესთან ერთად მონაცემთა დამუშავების პროცესში. 

ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ან გავლენა იმ მონაცემებზე, რომლებსაც სოციალური ქსელი აგროვებს ამ მოდულის ან ბმულის მეშვეობით ან როდესაც თქვენ იყენებთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშს (მაგ. Facebook, Google და ა.შ.) დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ მესამე მხარის მონაცემთა კონფიდენციალურობის შესაბამის შეტყობინებას.

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც/საფუძვლითაც, რის შესახებაც გეცნობებათ აღნიშნულის განხორციელების პროცესში.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • ინფორმაცია თქვენი შეკვეთების შესახებ, მათ შორის შეკვეთის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას;
  • საგარანტიო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ინფორმაციას;
  • ინფორმაცია თქვენს მიერ გაკეთებული ე.წ. რეფერალის შესახებ;
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ფორმების შევსების ან გამოკითხვებში მონაწილეობის გზით, და მსგავსი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით მესამე პირებს ჩვენთვის გადმოსაცემად.
  • ინფორმაცია თქვენი მდებარეობის შესახებ, როცა თქვენ ირჩევთ მის გაზიარებას (მაგალითად, თქვენს მობილურ ტელეფონზე)
  • ინფორმაცია თქვენი ვიზიტების შესახებ ჩვენს მაღაზიებში ან ღონისძიებებზე (ან სხვა მაღაზიებში ან ღონისძიებებზე, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ)
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით კომუნიკაციისას (მაგ. წერილები, ზარები, ჩეთები, ელექტრონული ფოსტა, SMS და მყისიერი შეტყობინებები)
  • ინფორმაცია უპირატესობებისა და ინტერესების შესახებ (მათ შორის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა ინფორმაციიდან, მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაციიდან)
  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენი ასაკის გადასამოწმებლად, როგორიცაა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ან თქვენი სახის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ანალიზი;
  • თქვენი ელექტრონული მოწყობილობის (მაგალითად, IQOS) მიერ გენერირებული ინფორმაცია, თუ თქვენ გადაწყვეტთ მის გაზიარებას
  • ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების თქვენი გამოცდილების შესახებ
  • სტატისტიკური ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში)
  • ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გვერდით მოვლენებთან (როგორიცაა ჯანმრთელობისთვის არასასურველი ეფექტი ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტის გამოყენებისას), როდესაც თქვენ შეგვატყობინებთ მათ
  • ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან, იმ შემთხვევაში, როცა თქვენ თანხმდებით, რომ მესამე მხარეს შეუძლია თქვენი მონაცემების სხვებთან გაზიარება.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელის ფარგლებშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:

  • თუ თქვენ შეუკვეთავთ პროდუქტს ჩვენთან, ურთიერთკავშირის წერტილის საშუალებით, თქვენ მოგვაწოდებთ თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, გადახდის დეტალებს, გადახდის მეთოდებსა და თქვენ მიერ არჩეულ პროდუქტებს, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი შეკვეთის განხორციელება;
  • თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პროდუქტის პრეფერენციების/უპირატესობების, ინტერესებისა და გამოცდილების შესახებ, რათა შემოგთავაზოთ პროდუქტები და სერვისები, რომლებიც დაგაინტერესებთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები;
  • თუ დანიშნავთ შეხვედრას ჩვენთან (ან ვინმესთან, რომელიც წარმოადგენს ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს), ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც თქვენს იდენტიფიცირებას მოახდენს და დაადასტურებს თქვენს ასაკს, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ფოტოსურათი (ფოტოს ან ვიდეოს სახით).
  • თუ თქვენ ჩამოტვირთეთ ჩვენი ერთ-ერთი აპი, შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი მდებარეობის შესახებ ონფორმაციის გამოყენება (მაშინაც კი, როცა აპლიკაცია დახურულია ან არ გამოიყენება) გარკვეული ფუნქციებისთვის. მაგალითად, ფუნქცია „იპოვე ჩემი IQOS“ გეხმარებათ იპოვოთ თქვენი მოწყობილობა დაკარგვის შემთხვევაში და ის არ იმუშავებს გამართულად, თუ თქვენი მდებარეობის შესახებ ინფორმაციას არ გაგვიზიარებთ. ჩვენ არ ვინახავთ მდებარეობის შესახებ მონაცემებს. ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ფუნქციების გამოსაყენებლად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეთანხმებით ამ მონაცემების გაზიარებას შესაბამის აპლიკაციაში.
  • თუ თქვენ დაუკავშირდებით ჩვენს ერთ-ერთ საკონტაქტო ცენტრს, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი გამოცდილების შესახებ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების შესახებ, რათა მოგვეცეს საშუალება დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას PMI ელექტრონული მოწყობილობისთვის: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა დამტენის სერიული ნომერი, ჰოლდერის სერიული ნომერი, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა გამოყენებული ღერების რაოდენობა (მაგ. IQOS მოწყობილობისთვის), წმენდის სიხშირე, ბატარეის გამოყენება, მოხმარების ინტენსივობა, და მოწყობილობის სასიცოცხლო მონაცემები (კუმულაციური მნიშვნელობების და დროის ანაბეჭდების ჩათვლით, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის).

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:

  • თქვენი ვიზიტის ან ზარის დეტალები (როგორიცაა დრო, თარიღი და ხანგრძლივობა);
  • თქვენი ზარების ან PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებში ვიზიტების აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები (სადაც ნებადართულია), რომლებიც შეიძლება ტექსტის ფორმატში გადავიწეროთ;
  • თქვენი ვიზიტები გაყიდვების ობიექტებში ან მონაწილეობა ღონისძიებებში (მათ შორის, ტერიტორიების უშუალო სიახლოვეს), რამდენად ხშირად, რომელ რაიონებს და რამდენ ხანს სტუმრობთ, რომელ პროდუქტებს ყიდულობთ;
  • თქვენ მიერ PMI ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენება (როგორიცაა თქვენ მიერ მონახულებული გვერდები, გვერდი, საიდანაც გადმოხვედით და გვერდი, რომელზეც გადახვედით, გამოყენებული საძიებო ტერმინები, ურთიერთკავშირის წერტილების შიგნით გახსნილი ბმულები, როდესაც პირველად გახსნით ურთიერთკავშირის წერტილს, რამდენ ხანს გამოიყენებთ მას და როგორ რეაგირებთ შეტყობინებებზე, რომლებსაც გიგზავნით, ან რეკლამებზე, რომლებსაც გაჩვენებთ).
  • თქვენ მიერ მესამე მხარის ვებსაიტების გამოყენება, რა დროსაც შეგროვებული ინფორმაცია ზემოთ მოცემულ პუნქტში აღწერილის მსგავსი იქნება (ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ქუქიები და მსგავსი აღრიცხვის ტექნოლოგიები (როგორიცაა პიქსელები/ვებ შუქურები));
  • თქვენი მობილური ან დესკტოპის მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა (როგორიცაა თქვენი IP მისამართი ან უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორი (მაგალითად, მობილური სარეკლამო იდენტიფიკატორი (MAID) ან Android ID (SSAID)), მდებარეობის მონაცემები (ან თქვენი ზოგადი მდებარეობა (თქვენი IP მისამართიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია, მაგ. ქალაქი, სადაც იმყოფებით), ან თქვენი ზუსტი მდებარეობა (თუ თქვენ ირჩევთ მის გაზიარებას ჩვენთან, ე.ი. თქვენი მონიტორის, ვებ ბრაუზერის ტიპის, ოპერაციული სისტემის, (ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნას „ციფრული თითის ანაბეჭდისთვის“ (იხილეთ რა მიზნებისთვის ვამუშავებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას ქვემოთ)) და ნებისმიერი ქუქიების (ან მსგავსი ტექნოლოგიების) დეტალები, რომლებიც შესაძლოა შენახული გვქონდეს თქვენს მოწყობილობაზე); 
  • თუ დაგვიბრუნებთ თქვენს PMI ელექტრონულ მოწყობილობას, ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ მონაცემები მოწყობილობიდან, რათა შევამოწმოთ, რატომ შეწყვიტა ამ მოწყობილობამ მუშაობა. თუ თქვენს მოწყობილობას ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში წაიღებთ, რადგან ის გაუმართავია, ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელის გაზიარებაზეც განაცხადებთ თანხმობას;
  • სადაც კანონით ნებადართულია, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენს შესახებ ჩვენთან უკვე არსებული ინფორმაცია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან, რათა განვახორციელოთ სეგმენტაცია და პროფაილინგი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები, მოვარგოთ ჩვენი შეთავაზებები და კომუნიკაციები თქვენზე, ან შეიძლება გამოვიყენოთ არსებული ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებში, რომლებსაც ვიღებთ მესამე მხარისგან, თქვენი პრეფერენციების/უპირატესობების დასადგენად.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე მხარისგან, ძირითადად შედგება საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციისგან (როგორიცაა თქვენი პრეფერენციები, ინტერესები და გამოცდილება), მაგალითად, სოციალური მედიის საჯარო პოსტებიდან.

მიზნები, რომელთათვისაც ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

მიზანი

ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის

რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა

  • თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქტების მომხმარებლის სტატუსის შემოწმება (ქვეყნიდან და PMI ურთიერთკავშირის წერტილიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ავტომატური ან მექანიკური პროცესი; ზოგიერთ ქვეყანაში თქვენ ატვირთავთ ან მოგვცემთ წვდომას თქვენი სახის სურათზე (ფოტო/ვიდეო), რომელსაც გააანალიზებს AI ტექნოლოგია თქვენი ასაკის ავტომატურად დასადგენად) (მაგრამ თქვენი იდენტიფიკაციის გარეშე).
  • ჩვენს პროდუქტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შესატყობინებლად

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან.

ჩვენ ვიყენებთ მას იმიტომ, რომ ჩვენთვის აუცილებელია შევასრულოთ პროდუქციის მხოლოდ ზრდასრულებისთვის მიყიდვის კანონიერი ვალდებულება და დავაკვირდეთ [ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას], ან იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ასეთი კანონიერი ვალდებულება, რადგან გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ზრდასრულებზე [და უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება], რომელიც არ არღვევს თქვენს ინტერესებს, უფლებებს და თავისუფლებებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად.

პროდუქციის გაქირავება ან გაყიდვა

  • თქვენი შეკვეთების (მათ შორის ქვითრების გაგზავნა) უზრუნველყოფა
  • თქვენი გადახდების დამუშავება
  • საგარანტიო და მხარდაჭერის მომსახურების უზრუნველყოფა

ეს ინფორმაცია, როგორც წესი, პირდაპირ თქვენ მიერ არის მოწოდებული (როგორც წესი, სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, გადახდის ინფორმაცია).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებები თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის ან მქირავებლის მიმართ.

გაყიდვებთან დაკავშირებული და პროდუქტის მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა

  • თქვენ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, ასევე ინფორმაციის გაზიარება თქვენი გამოცდილების შესახებ ჩვენს პროდუქტებთან, სერვისებთან დაკავშირებით
  • პერსონალიზებულ მხარდაჭერის სერვისით უზრუნველყოფა მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • თქვენთან კომუნიკაცია/მიმოწერა;
  • ტექნიკური ხარვეზების მოგვარებისა და გამოწსორების ადმინისტრირება;
  • ლოიალობის პროგრამების ადმინისტრირება

ეს ინფორმაცია, როგორც წესი, პირდაპირ თქვენ მიერ არის მოწოდებული, მაგრამ შეიძლება შერწყმული იყოს იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ (მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ქუქიები და ვებ შუქურები/პიქსელები) თქვენი PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და ელ. ფოსტის შეტყობინების გამოყენებაზე დაკვირვებით და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის და (სადაც კანონით ნებადართულია) ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან (როგორიცაა საჯარო სოციალური მედიის პოსტები).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რადგან გვაქვს თქვენი თანხმობა (ეს შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან); ან ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მივაწოდოთ გაყიდვებთან და პროდუქტების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, რაც არ არღვევს/ფარავს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, რათა დავიცვათ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

ჩვენი პროდუქციის გაყიდვა (სადაც კანონით ნებადართულია)

  • თქვენი პრეფერენციების (როგორებიცაა, რა პროდუქტებმა ან ღონისძიებებმა შეიძლება დაგაინტერესოთ ან უკეთესად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე) შესახებ ინფორმაციის გაანალიზება და, სადაც ეს კანონით ნებადართულია, პირადად თქვენთვის შექმნილი მარკეტინგი
  • იმისი გაგება იღებთ თუ არა მარკეტინგულ შეტყობინებებს ან გსურთ თუ არა მისი მიღება
  • ლოიალობისა და რეფერალური პროგრამების ადმინისტრირება
  • გამოკითხვებსა ან ბაზრის კვლევის კამპანიებში თქვენი მონაწილეობის უზრუნველყოფა და მისი ადმინისტრირება
  • ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევის სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირება
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება
  • მარკეტინგის კამპანიების ადმინისტრირება
  • PMI-ზე თქვენზე მორგებული გამოცდილების მიღება 
  • თქვენთვის ჩვენი შეთავაზებების, პროდუქტებისა და მომსახურებების, სავაჭრო წერტილებისა და ღონისძიებების, პროდუქტების რეგულირების შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
  • თქვენზე მორგებული მარკეტინგული შეთავაზებების, გამოცდილების, შეტყობინებების გაზიარება და რეკლამების ჩვენება.
  • ნება მოგვცეთ ჩვენ ან ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გაცნობოთ პოტენციური შესაძლებლობების შესახებ, ჩაერთოთ PMI პროდუქტების პოპულარიზაციაში ან გაცნობოთ რაიმე მარეგულირებელ ცვლილებებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს უნარზე, მოგაწოდოთ გარკვეული პროდუქტები 
  • ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტებისა და საშუალებების განვითარება და გაუმჯობესება;

ეს, როგორც წესი, იქნება ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც თქვენ გვაწვდით (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სოციალური მედიის დეტალები); ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ (მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები) თქვენი PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და ელექტრონული შეტყობინებების (მაგ. ელ. ფოსტისა და SMS) გამოყენების მონიტორინგისთვის და მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მესამე მხარის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების მონიტორინგისთვის მიზნობრივი ფასიანი მედიისა და პროგრამული ფასიანი მედიის განსახორციელებლად, თქვენთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. ფასიანი მედია გულისხმობს სარეკლამო სივრცის შეძენას საგამომცემლო პლატფორმებზე, როგორიცაა სოციალური მედიის პლატფორმები, საძიებო სისტემები და მესამე მხარის ვებსაიტები; და (სადაც კანონით ნებადართულია) ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან (როგორიცაა საჯარო სოციალური მედიის პოსტები).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას იმ საფუძვლით, რომ ან:

  • თქვენ განაცხადეთ თანხმობა აღნიშნული საფუძვლით ინფორმაციის დამუშავებაზე (ეს შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან); ან
  • ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი ჩვენი პროდუქციის მარკეტინგის, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების ფუნქციონირების, თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციის და იმის გაგების მიზნით გსურთ თუ არა გააგრძელოთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, რომელიც არ არღვევს თქვენს უფლებებს, ინტერესებსა და თავისუფლებებს თქვენს შესახებ ინფორმაციის დასაცავად.

PMI ურთიერთკავშირის წერტილებისა და PMI ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება

  • PMI ელექტრონული მოწყობილობისა და PMI ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენებისას მიღებული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობის უზრუნველყოფა

ეს ინფორმაცია, თუ გადაწყვეტთ მის გაზიარებას, გამოგვეგზავნება პირდაპირ მოწყობილობის ინტერნეტთან კავშირიდან, ჩვენი ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, ან საცალო ვაჭრობის სხვადასხვა შეხების წერტილის მეშვეობით. 

ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა დამტენის სერიული ნომერი, ჰოლდერის სერიული ნომერი, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა მაგალითად, თამბაქოს HEET ღერების რაოდენობა (IQOS მოწყობილობებისთვის), წმენდის რაოდენობა, ბატარეის გამოყენება, ნაფაზის რაოდენობა და მოწყობილობის სასიცოცხლო მონაცემები (კუმულაციური მნიშვნელობების და დროის ანაბეჭდების ჩათვლით, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის)).

ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს, რადგან გვაქვს თქვენი თანხმობა აღნიშნულზე (ეს შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან) ან იმიტომ, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, გაგიწიოთ მხარდაჭერა PMI ურთიერთკავშირისწერტილებისა და PMI ელექტრონული მოწყობილობებისთვის, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რათა დავიცვათ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

თქვენთან ჩვენი ურთიერთობის მხარდაჭერა

  • თქვენი ანგარიშების ადმინისტრირება
  • თქვენთვის PMI ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა (მაგალითად, საშუალებას გაძლევთ დარჩეთ შესული ურთიერთკავშირის წერტილის სექციებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, თქვენი ენის უპირატესობის ადმინისტრირება, თქვენი საყიდლების კალათის თქვენთან დაკავშირება, PMI შეხების წერტილის გარკვეული ფუნქციების ჩართვა, მაგ. „იპოვნეთ ჩემი IQOS“ ფუნქცია (სადაც ეთანხმებით თქვენი მდებარეობის გაზიარებას)
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა/კომუნიკაცია
  • თქვენი ჩვენთან ან პირებთან რომლებიც წარმოადგენენ სერვისებს (მაგალითად, ახალ პროდუქტთან დაკავშირებით ან გაყიდვის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებით) შეხვედრის ორგანიზება
  • თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება
  • თაღლითობის პრევენცია (მაგალითად, ჩვენი აქციების, კონკურსებისა და გამოკითხვების კონტექსტში, იმის უზრუნველყოფა, რომ ერთსა და იმავე კონკურსში/აქციაში/გამოკითხვაში მონაწილეობას არ იღებს ერთი და იგივე პიროვნება ან ელექტრონული კომერციის კონტექსტში ბარათის მფლობელის ან ანგარიშის ინფორმაციის დასაცავად)
  • პერსონალის ტრენინგი და ხარისხის კონტროლი (მათ შორის, ზარების ჩანაწერების ტრანსკრიფციების გამოყენება საკონტაქტო ცენტრებში თავმოყრილი ინფორმაციის მისაღებად), ადმინისტრირება და ხარვეზების მოგვარება;

ეს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (სახელი, პაროლი (ან მისი ეკვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები, (სადაც ეს ნებადართულია), თქვენი საუბრის ჩანაწერები (და ამ ჩანაწერების ტრანსკრიფციები) ან PMI ურთიერთკავშირის წერტილში ვიზიტები).

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომელიც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს შესყიდვის მხარდასაჭერად ან გაყიდვის შემდგომი სერვისის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის წინაშე, ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად; სადაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს ჩვენი პროდუქტების საჩვენებლად, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი ჩვენი პროდუქტების გასაყიდად და მისი მარკეტინგისთვის, რაც თავის მხრივ არ არღვევს თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებსა და ინტერესებს, რათა დავიცვათ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

ბიზნეს ანალიტიკა და გაუმჯობესებები

  • ბიზნეს ანალიტიკისთვის, სტატისტიკური ან სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის PMI პროდუქტების გასაუმჯობესებლად (ელექტრონული მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემებისთვის, ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინფორმაციის გაზიარება ამ მიზნებისთვის ან გაუმართავი მოწყობილობის ჩვენთვის დაბრუნება), სერვისები, PMI პროდუქტების გაყიდვის წერტილები, ღონისძიებები, PMI ციფრული შეხების წერტილები და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი პარტნიორები) ვაწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს.

ეს, როგორც წესი, იქნება იმ ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც თქვენ გვაწვდით (როგორიცაა ინფორმაცია თქვენი კომუნიკაციიდან PMI ურთიერთკავშირის წერტილებთან; ან დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგ. თქვენი ასაკი, სქესი და ქალაქი, სადაც ცხოვრობთ); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობიდან (რომელიც, PMI ელექტრონული მოწყობილობებისთვის, მოიცავს ინფორმაციას თქვენი ელექტრონული მოწყობილობის შესახებ და თქვენ მიერ მისი გამოყენების შესახებ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა ან დააბრუნეთ გაუმართავი მოწყობილობა); ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ; და (სადაც კანონით ნებადართულია) ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან. სადაც ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი ტიპის მონაცემი ამ კატეგორიებიდან, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ისინი ჩვენი ანალიზის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რადგან გვაქვს თქვენი თანხმობა აღნიშნულზე (ეს შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან); ან იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნესის შედეგები, ჩვენი პროდუქტები, PMI ურთიერთკავშირის წერტილები, მაღაზიები და ღონისძიებები, [და მოვიწვიოთ სხვები ჩაერთონ PMI პროდუქტების პოპულარიზაციაში,], რაც არ არის გადაჭარბებული ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რათა დავიცვათ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

თუ ჩვენ თქვენ შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, ინფორმაციის დამუშავებამდე, ჩვენ წინასწარ მოგმართავთ თანხმობის მისაღებად აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).

ასეთი გარემოების არსებობისას, ჩვენ მოგაწვდით პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებით შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება უნდა განიმარტოს აღნიშნულ შეტყობინებასთან კავშირში.

ვიყენებთ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს (AI) და მანქანურ სწავლებას (ML)?

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციები თქვენი, მომხმარებლის, გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, სამომხმარებლო პორტალი შეიძლება შეიცავდეს სასაუბრო ჩატბოტს, რომელიც მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით, რომელიც პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს და გეხმარებათ პორტალზე ნავიგაციაში. ჩატბოტი დაგეხმარებათ მოძებნოთ პროდუქტები, მართოთ თქვენი ანგარიში და მიიღოთ მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები, როგორიცაა მანქანური სწავლება და სტატისტიკური ალგორითმები, თქვენი ქცევისა და ურთიერთქმედების ანალიზის მხარდასაჭერად PMI ურთიერთკავშირის წერტილებთან და განვახორციელოთ სეგმენტაცია და პროფაილინგი, სადაც ეს კანონით ნებადართულია. ეს გვეხმარება გავიგოთ და გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები და მოგაწოდოთ პერსონალიზებული გამოცდილება. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ეს ფუნქციები აანალიზებს მონაცემთა სხვადასხვა ასპექტს, როგორებიცაა შესყიდვების ისტორია, მომხმარებლის ქცევა და დემოგრაფიული ინფორმაცია, რათა დაადგინოს, რომელ სეგმენტს შეიძლება მიეკუთვნოთ თქვენ და ჩვენს გუნდებს (ადამიანის ჩარევა) ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს ინფორმაცია შესაბამისი და პერსონალიზებული ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც ყველაზე მეტად რელევანტურია თქვენთვის. 

ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ AI შესაძლებლობები, რათა დაგვეხმაროს თაღლითური ქმედებების თავიდან აცილებაში. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები შესაძლოა გამოვიყენოთ ტექნიკური დიაგნოსტიკის ჩატარებაში, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების უზრუნველსაყოფად,ასევე თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირებით, როდესაც თქვენ მიუახლოვდებით ჩვენს ერთ-ერთ ურთიერთკავშირის წერტილს.

და ბოლოს, ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ AI ფუნქციები თქვენთან ურთიერთობისას მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისების, მათი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად (მათ შორის, თქვენი კმაყოფილება ამ სერვისებით) და მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხის შეფასებისთვის. ეს გვეხმარება შევაფასოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის, გამოცდილება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერის საუკეთესო სერვისის მოწოდება და გავაუმჯობესოთ შესაბამისი მიმართულებები. მაგალითად, ასეთი გაანალიზებით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ საერთო ხარვეზები და ტენდენციები, რაც დაკავშირებულია მომხმარებლის მხარდაჭერის უფრო ხარისხიან მომსახურებასთან და მის კმაყოფილებასთან.

ვისთან ვაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:

  • PMI-ს აფილირებული პირები;
  • მესამე მხარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ PMI აფილირებული პირებისთვის ან თქვენთვის პროდუქტების ან მომსახურების მიწოდებას;
  • PMI აფილირებული პირების საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის განმთავსებლები (ჩვენს პროდუქტებთან დაკავშირებულ სფეროებში), რათა მათ შეძლონ დაგიკავშირდნენ შემოთავაზებებით, რომლებმაც, მათი აზრით, შეიძლება დაგაინტერესონ, თქვენი უპირატესობების შესაბამისად; და
  • სხვა მესამე მხარეები, სადაც ეს ეფუძნება მოთხოვნას ან ნებადართულია კანონით.

ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარად, სადაც კანონით სავალდებულოა თქვენი თანხმობა, პირველ რიგში მოვითხოვთ მას.

ინფორმაციის გაზიარება PMI-ს სხვა აფილირებულ პირებთან

ინფორმაცია თქვენ შესახებ გაზიარებულ იქნება Philip Morris Products S.A. კომპანიასთან (მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარიაში), რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ცენტრალური ადმინისტრირების ადგილს PMI-ს აფილირებული პირებისათვის. Philip Morris Products SA ამუშავებს თქვენს შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი, მაგალითად, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.

ინფორმაცია თქვენს შესახებ გაზიარდება PMI-ის იმ აფილირებულ პირთან, რომელიც დაარსებულია ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ (თუ ეს არ იყო PMI ფილიალი, რომელმაც პირველად შეაგროვა ინფორმაცია) ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის.

თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაზიარდეს PMI-ის სხვა აფილირებულ პირებთან, რომლებსაც დაუკავშირდებით (მაგალითად, თუ მოგზაურობთ და გსურთ იცოდეთ სად იყიდოთ PMI პროდუქტები ახალ ქვეყანაში, ან სად იპოვოთ კონკრეტული სერვისი ან მხარდაჭერის მომსახურებაPMI პროდუქტებისთვის), რათა გაუმჯობესდეს ჩვენი სერვისები თქვენთვის.

დეტალური ინფორმაცია PMI-ს აფილირებულ პირებსა და ქვეყნებზე, სადაც ისინი არიან დაფუძნებული, ხელმისაწვდომია აქ.

 

მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

კანონით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ მესამე პირებთან, რომლებიც აწვდიან PMI-ს აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციას და მომსახურებას (მაგ., გადახდის მომსახურების გამწევი სააგენტოები, მიწოდების, ბაზრის კვლევის, სარეკლამო, პროდუქტის შესახებ ტრენინგის ჩატარების, საინფორმაციო სერვისებისა და ასაკის შემოწმების მომსახურების გამწევი პირები).

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია გულდასმით შერჩეულ მესამე მხარის ბიზნეს პარტნიორებსა და რეკლამის განმთავსებლებს (იმ მსგავსებაზე, რაც თქვენ შეიძლება დააკავშიროთ ჩვენს პროდუქტებთან, მაგალითად, რადგან მათ აქვთ მსგავსი ან დამატებითი იმიჯი, სტილი ან ფუნქციონალი), რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა დაგიკავშირდნენ პროდუქტებით, სერვისებითა და აქციებით, რომლებმაც, მათი აზრით, შეიძლება დაგაინტერესოთ, თქვენი უპირატესობების შესაბამისად.

კანონით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია მესამე პირებთან, სადაც აღნიშნული მოითხოვება ან დასაშვებია კანონით, მაგალითად: მარეგულირებელ ორგანოებთან; სახელმწიფო ორგანოებთან; სახელმწიფო სამართალდამცავ უწყებებთან ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე; იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ინფორმაციის გასაჯაროვება აუცილებელია და საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფიზიკური ზიანი, ფინანსური ზარალი ან აღნიშნული კავშირშია სავარაუდო ან რეალური უკანონო ქმედების გამოძიებასთან; ასევე ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში.

სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენ შესახებ?

როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს აფილირებულ პირებს და მომსახურების მომწოდებლებს. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი სტანდარტული ოპერაციების ნაწილი. როდესაც გადავცემთ თქვენს მონაცემებს საზღვარგარეთ, ჩვენ ვზღუდავთ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ მათთვის, ვინც ის უნდა ნახოს, დაამუშაოს თქვენი მონაცემები მონაცემთა დაცვის შიდა სტანდარტების შესაბამისად, დაიცვას ისინი სათანადოდ. ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მხოლოდ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად. მონაცემთა გადაცემის დროს, ჩვენ მოვთხოვთ მიმღებ მხარეს შეინახოს თქვენი მონაცემები კონფიდენციალურად, წაშალოს ისინი, როდესაც აღარ არის საჭირო და იმოქმედოს ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების შესაბამისად. შესაბამისად, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკური ზონაში, („EEA“), დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში ან იაპონიაში, თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს სხვა ქვეყანაში.

აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად ინფორმაციის გამოყენებისას, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს, როგორც იმ ქვეყანაში სადაც ის შეგროვდა, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც სადაც არ არსებობს ეკვივალენტური მონაცემთა დაცვის სტანდარტები.

მაგალითად, ჩვენ და PMI-ს სხვა აფილირებულმა პირებმა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) შესაძლოა გადასცენ პერსონალური ინფორმაცია PMI-ს აფილირებულ პირებს ან სერვისის პროვაიდერებს, EEA-ს გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემა იქნება:

შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან გადაცემისთვის, გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის ფედერალური აქტის, გაერთიანებული სამეფოს GDPR-ის, მონაცემთა დაცვის ფედერალური გზამკვლევის, ინფორმაციის კომისრისა და ინფორმაციის კომისრის ოფისის მითითებების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე პერსონალური მონაცემები დაცული იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

ჩვენი სერვისის პროვაიდერები წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, და არა მხოლოდ ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA), შვეიცარიაში, აშშ -ში, კანადაში, ინდოეთში, თურქეთში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. თუმცა, ინტერნეტით გადაცემის მეთოდი ან ელექტრონულად შენახვის მეთოდი არ არის 100% უსაფრთხო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ შესაბამისი საშუალებები თქვენი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია აბსოლუტური უსაფრთხოების ან კონფიდენციალურობის გარანტიის მოცემა.

სადაც ჩვენ მოგეცით (ან სადაც თქვენ აირჩიეთ) პაროლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ ნებისმიერ პორტალზე ან ანგარიშზე, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. გთხოვთ, არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლი(ები).

თუ გაქვთ ეჭვი თქვენი პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების ან უკანონო გაზიარების შესახებ ან არაავტორიზებული წვდომის შესახებ, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი უკმაყოფილება ჩვენთან დაკავშირებით (ამ დეტალებისგამოყენებით), პირველ რიგში, ჩვენ გამოვიძიებთ საკითხს და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეგატყობინებთ ინფორმაციას შემდგომ ნაბიჯებზე.

რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?

ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ იქამდე სანამ აღნიშნული აუცილებელი იქნება იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნითაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება მონაცემთა შენახვის ჩვენი შიდა სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რა მიზნითაც მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე, ჩვენ ზოგჯერ იურიდიულად ვალდებულნი ვართ, შევინახოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და საბუღალტრო მიზნებისთვის.

ძირითადად, ჩვენ ვინახავთ მონაცემებს ქვემოთ, ცხრილში, მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუ შენახვის აღნიშნული ხანგრძლივობები ეწინააღმდეგება სამართლებრივ მოთხოვნებს, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისთვის, იმისთვის, რომ შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის შემდეგ, ჩვენ ასეთ დროს ვიყენებთ კანონით დადგენილ ვადებს.

სახეობა

განმარტება/მონაცემთა შენახვის ტიპური კრიტერიუმები

მარკეტინგი თქვენთვის (მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციები) (თუ იყენებთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს და ხართ კონტაქტური)

თქვენი მარკეტინგული პროფილის ინფორმაციის უმეტესობა ინახება თქვენთან ჩვენი მარკეტინგული ურთიერთობის განმავლობაში; მაგალითად, სანამ თქვენ განაგრძობთ ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებას ან პასუხობთ ჩვენს კომუნიკაციებს. თუმცა, თქვენი მარკეტინგული პროფილის ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა ჩვენთან ურთიერთობის ჩანაწერები, ბუნებრივია, თარიღდება და შეიძლება არაზუსტი იყოს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამიტომ ჩვენ მათ ავტომატურად ვშლით განსაზღვრული პერიოდის (ჩვეულებრივ 3 წლის) შემდეგ, რაც შეესაბამება იმ მიზნებს, რისთვისაც შევაგროვეთ ისინი.

მარკეტინგი თქვენთვის (მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციები) (თუ აღარ ხართ ჩვენთან კონტაქტში)

თუ ჩვენ არ გვაქვს თქვენთან კონტაქტი დიდი ხნის განმავლობაში (ჩვეულებრივ 3 წელი), ჩვენ შევწყვეტთ თქვენთვის მარკეტინგული კომუნიკაციების გამოგზავნას და, როგორც წესი, მონაცემები წაიშლება ან ანონიმიზირდება. ეს მოხდება, მაგალითად, თუ არ გახსნით ღონისძიებაზე მოწვევას, არ შეხვალთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილზე ან არ დაუკავშირდებით მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს ამ 3 წლის განმავლობაში. მიზეზი არის ის, რომ ამ გარემოებებში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თქვენ გირჩევნიათ არ მიიღოთ ჩვენგან კომუნიკაცია.

მარკეტინგი თქვენთვის (მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციები) (თუ თქვენ არ ხართ კონტაქტური)

თუ თქვენ დარეგისტრირდით მარკეტინგული კომუნიკაციების მისაღებად, მაგრამ საკონტაქტო ინფორმაცია აღარ მუშაობს, ჩვენ შევინახავთ თქვენს დეტალებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 1 წელი), რათა მოგცეთ საშუალება დაბრუნდეთ და შეასწოროთ იგი.

მარკეტინგი თქვენთვის (მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციები) (არასრული რეგისტრაცია)

თუ დაიწყებთ დარეგისტრირებას მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არ დაასრულებთ პროცესს (მაგალითად, თუ არ დაასრულებთ ასაკის დადასტურების პროცესს, ან არ ეთანხმებით ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენების პირობებს), ჩვენ შევინახავთ თქვენს დეტალებს (დაბრუნების და პროცესის დასრულების საშუალებას მოგცემთ) 30 დღემდე, რაც დამოკიდებულია ინფორმაციის ტიპზე, რომელიც საჭიროა რეგისტრაციის დასასრულებლად.

ბაზრის კვლევა

თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული ჩვენთან სხვა მიზნებისთვის (მაგ. მარკეტინგული კომუნიკაციები, გარანტია, მომხმარებელზე ზრუნვა) და ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ბაზრის ან თქვენი პრეფერენციების გასაგებად, ჩვენ შევინახავთ თქვენს შესახებ ინფორმაციას მცირე პერიოდის განმავლობაში, რათა განვახორციელოთ ბაზრის კვლევის კონკრეტული აქტივობა.

თუ ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ ბაზრის კვლევის სხვა კონტექსტში, ჩვენ შევინახავთ ამ ინფორმაციას:

  • ბაზრის კვლევის ცალკეული საკითხის მიზნებისთვის გონივრულად საჭირო პერიოდისთვის (როგორც წესი, არა უმეტეს 1 წლისა); და
  • სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით, მანამ, სანამ ჩვენ გვჭირდება ამის დემონსტრირება და ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ მიღწეულ იქნა თუ არა ეს მიზანი, რათა დავადგინოთ არის თუ არა შენახვა ჯერ კიდევ საჭირო.

შესყიდვები, ლოიალობის ტრანზაქციები და გარანტია

თუ თქვენ ყიდულობთ საქონელს ან განახორციელებთ ლოიალობის ტრანზაქციას, ჩვენ შევინახავთ აღნიშნულ დეტალებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გაყიდვის დასასრულებლად და ნებისმიერი კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად (მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის და თაღლითობის პრევენციის მიზნით). თუ თქვენ ასევე დარეგისტრირდებით მოწყობილობის საგარანტიო მომსახურების მისაღებად, ჩვენ შევინახავთ აღნიშნულ დეტალებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

მომხმარებელთა მხარდაჭერა

თუ დაუკავშირდებით მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს, ჩვენ შევინხავთ კომუნიკაციის ჩანაწერს (მათ შორის, თქვენი მოთხოვნისა და ჩვენი პასუხის დეტალების ჩათვლით) და შევინახავთ მას, სანამ ის აქტუალური იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის, მაგალითად, თუ დაგჭირდებათ მოწყობილობის გამოცვლა გარანტიით, ან თუ თქვენი ბოლოდროინდელი მოთხოვნები კვლავ აქტუალურია. დროებითი ჩანაწერები (მაგალითად, სატელეფონო ზარის ავტომატური ჩანაწერი, რომელშიც თქვენ გვთხოვთ, გადაგამისამართოთ საცალო ვაჭრობის ობიექტში) შეიძლება იყოს აქტუალური მხოლოდ მუდმივი ჩანაწერების გაკეთებამდე და შეინახება მხოლოდ დროებით.

სისტემის კონტროლის ჩანაწერები და თაღლითობის პრევენცია

სისტემის კონტროლის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება 6 თვემდე ვადით სისტემის აღდგენის მიზნით და 10 წლამდე ვადით თაღლითობის პრევენციის მიზნით.

ბიზნეს ანალიტიკა

ჩვენ ვინახავთ ბიზნესის ანალიტიკის მონაცემებს თქვენთან ჩვენი მარკეტინგული ურთიერთობის ხანგრძლივობის განმავლობაში, როგორც ეს აღწერილია ზემოთ ცხრილის პირველ სტრიქონში. თუმცა, მისი ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა მოწყობილობის ზოგიერთი ინფორმაცია (თუ თქვენ გადაწყვეტთ მის გაზიარებას), ბუნებრივია, დაძველდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამიტომ ჩვენ ამას ავტომატურად ვშლით განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, როგორც შესაბამისი მიზნისთვის, რისთვისაც შევაგროვეთ.

მოწყობილობის მონაცემები

ჩვენ ვინახავთ თქვენი მოწყობილობიდან შეგროვებულ მონაცემებს (თუ თქვენ გადაწყვეტთ მის გაზიარებას ან დაგვიბრუნებთ გაუმართავ მოწყობილობას) სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, იმ მიზნების მიხედვით, რისთვისაც მას ვიყენებთ:

  • პროდუქტის გაუმჯობესება: 5 წელი (ან უფრო ნაკლები, თუ მანამდე წაშლით თქვენს მარკეტინგულ პროფილს)
  • ბიზნეს ანალიტიკა: 5 წელი (ან უფრო ნაკლები, თუ მანამდე წაშლით თქვენს მარკეტინგულ პროფილს)
  • მოწყობილობის მოვლა მოწყობილობის დიაგნოსტიკისა და პროგრამული განახლების ჩათვლით: 5 წელი 
  • მომხმარებლის მიმართ სამართლიანი მოპყრობის დემონსტრირება: 10 წელი

ასაკის შემოწმება

თქვენი ასაკის დასადასტურებლად ჩვენთვის გაზიარებული დეტალები წაიშლება, როგორც კი დავასრულებთ ასაკის დადასტურების პროცესს. ჩვენ ვაწარმოებთ რამდენიმე პროცესს ამისათვის და შენახვის ვადა იცვლება პროცესის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება, რამდენიმე წუთიდან ექვს თვემდე. ჩვენ ასევე ვინახავთ ცალკეულ დეტალებს თაღლითობის პრევენციის მიზნით - იხილეთ ზემოთ.

ასაკის ამოცნობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით (ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ)

თქვენი სურათი წაიშლება დაუყოვნებლივ ანალიზის შემდეგ, რასაც მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.

რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?

თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე;
  • მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
  • მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
  • უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა პორტაბელურობა, ზოგიერთ შემთხვევებში; და
  • უარი თქვით მის გამოყენებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის; და
  • განაცხადოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჩვენ გთავაზობთ ამ უფლებების განხორციელების მარტივ გზებს, როგორიცაა ბმულები „გამოწერის გაუქმება“ ან საკონტაქტო მისამართის მიწოდება თქვენ მიერ მიღებულ შეტყობინებებში.

ზოგიერთმა მობილურმა აპლიკაციამ, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, შესაძლოა გამოგიგზავნოთ Push შეტყობინებები, მაგალითად, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ეს შეტყობინებები თქვენი ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრების მეშვეობით.

თქვენი უფლებები დამოკიდებულია თქვენი ქვეყნის კანონმდებლობაზე. თუ თქვენ ხართ დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ევროპის ეკონომიკური ზონაში, თქვენ ისარგებლებთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებებით. თუ თქვენ სხვაგან იმყოფებით, დაგვიკავშირდით იმის გასარკვევად, თუ რომელი უფლებები ვრცელდება თქვენზე (ამ შეტყობინების ბოლოს იხილეთ პარაგრაფი „ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?“) ან მოიძიეთ კონკრეტული ინფორმაცია ქვემოთ გრაფაში,რომელიც თქვენს ქვეყანას ეხება.

უფლებები ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

შემდგომი ინფორმაცია (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში რელევანტურია გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები)

მოგვთხოვოთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე

აღნიშნული წარმოადგენს იმის დადასტურებას:

  • ვფლობთ თუ არა ინფორმაციას თქვენ შესახებ;
  • ჩვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაციის დამუშავების მიზანი;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიები;
  • იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც ვუზიარებთ ინფორმაციას და რომლებიც არიან დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის/ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ და არ სარგებლობენ ინფორმაციის დაცვის შესაბამისი გარანტიებით;
  • (იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გაგვაჩნია) ინფორმაციის წყარო, იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ იქნა შეგროვებული თქვენგან;
  • (თუ ჩვენ ვახორციელებთ ამას, რაც თქვენთვის ცნობილი გახდება) ავტომატურად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, რაც მოიცავს მათ შორის პროფაილინგს რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს თქვენთან მიმართებაში ან მსგავსი გზით არსებითად გეხებათ თქვენ, ასევე ინფორმაცია აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ ლოგიკასთან დაკავშირებით და ასევე თქვენ შესახებ ინფორმაციის ამგვარი მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები თქვენთვის; და
  • კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს ხანგრძლივობას, რა პერიოდითაც ინფორმაცია შეინახება ჩვენ მიერ.

თქვენი მოთხოვნით, ჩვენ მოგაწვდით თქვენ შესახებ ინფორმაციის ასლს, რომელსაც ვიყენებთ (იმ პირობით, რომ ეს არ იმოქმედებს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე).

მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან განახლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია.

მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების გაფართოვება, თქვენი ინფორმაციის დავიწყების უფლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, თუ:

  • ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის გამოიყენებოდა;
  • ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე და თქვენ უკან გამოიხმეთ თქვენი თანხმობა (ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიმახსოვრებთ, რომ აღარ დაგეკონტაქტოთ, იქამდე სანამ თქვენ არ განგვიცხადებთ, რომ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის სრულად წაშლა და რა შემთხვევაშიც ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას);
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე და ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი მოთხოვნის შემდგომ ჩვენ აღარ გვაქვს უპირატესი ინტერესი ინფორმაციის გამოყენების გაგრძელებისათვის;
  • ინფორმაცია უკანონოდ იქნა მოპოვებული ან გამოყენებული; ან
  • აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

მოგვთხოვეთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა

აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს შემთხვევას როდესაც თქვენ:

  • დავობთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის სისწორეზე; ან
  • გააპროტესტეთ ჩვენ მიერ ინფორმაციის კანონიერი ინტერესის საფუძველზე გამოყენება (თუ თქვენ იყენებთ თქვენს უფლებას ამ შემთხვევებში, ჩვენ წინასწარ გაცნობებთ, სანამ ხელახლა გამოვიყენებთ ინფორმაციას).

მითითებული უფლება ასევე ძალაშია, თუ:

  • ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოყენება არაკანონიერია და თქვენ აპროტესტებთ მონაცემების წაშლას; ან
  • ჩვენ აღარ გვესაჭიროება მონაცემები, მაგრამ თქვენ მოითხოვთ მათ, რათა წამოიწყოთ სამართლებრივი დავა.

გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება

ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი უფლება:

  1. თუ ჩვენ ვამუშავებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის: თქვენ შეგიძლიათ „გააუქმოთ“ თქვენი თანხმობა (დასაბუთების საჭიროების გარეშე) და ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას; და
  2. თუ ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, განმარტოთ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პოზიციას.

უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით

აღნიშნული მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. ეს შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან (მაგალითად, თუ თქვენ განაცხადეთ თქვენი თანხმობა უპირატესობის ცენტრის გამოყენებით ჩვენს ერთ-ერთ აპლიკაციაში, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა შესაბამისი გადამრთველის გამორთვით).

გარკვეული ავტომატური გადაწყვეტილებების გასაჩივრება

თუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ავტომატური დამუშავების საფუძველზე და ეს გადაწყვეტილება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს თქვენთვის ან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე, თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ გადაწყვეტილება, მოითხოვოთ მისი გადახედვა ადამიანური რესურსის ჩართულობით და გამოთქვათ თქვენი აზრი.

ეს უფლება არ ვრცელდება, თუ:

  1. თქვენ წინასწარ განაცხადეთ თანხმობა გადაწყვეტილებაზე;
  2. თქვენი ინფორმაციის ამგვარი გამოყენება აუცილებელია სისტემაში შესაყვანად; ან თქვენსა და ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად; ან
  3. აღნიშნული ნებადართულია კანონით.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებების თქვენთვის მიწოდება მოხდება დროულად, გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ასევე თქვენი ინფორმირება მოხდება ინფორმაციის ამგვარი გამოყენების მნიშვნელობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში, თუ:

  1. თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და
  2. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენ წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძველზე,

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება, მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის, თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად შესაძლებელია.

განაცხადოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრეტენზია, ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, რომ ეს პირდაპირ ჩვენ მოგიგვაროთ. საზედამხედველო ორგანოსთან დაკავშირებამდე, გთხოვთ, თავდაპირველად მოგვმართოთ ჩვენ ამ შეტყობინების დასაწყისში მითითებული საკონტაქტო დეტალების საშუალებით.

თუ გსურთ დაუკავშირდეთ სამეთვალყურეო ორგანოს, საკონტაქტო დეტალებია:

  • ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც ეს მითითებულია ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით.
  • გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინფორმაციის კომისრის ოფისს ამ ბმულის საშუალებით.
  • შვეიცარიისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ფედერალურ კომისარს ამ ბმულის საშუალებით.
  • სხვა ქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოს ვებ-გვერდს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელია თქვენი იურისდიქციის ზედამხედველობის ორგანო, დაგვიკავშირდით ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დეტალების გამოყენებით.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ ავსტრალიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით ავსტრალიაში, შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:

  • თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (თუ რელევანტურია) მოგაწოდოთ ინფორმაცია, პროდუქტები ან სერვისები, რასაც თქვენ ითხოვთ.
  • ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.pmiprivacy.com/australia/en-au/privacy-policy/) განმარტავს: (i) როგორ შეგიძლიათ წვდომა და პერსონალური ინფორმაციის კორექცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ; (ii) როგორ შეგიძლიათ განაცხადოთ პრეტენზია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას; და (iii) როგორ განვიხილავთ ნებისმიერ საჩივარს.

 

თუ კოლუმბიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

მონაცემთა მაკონტროლებელი არის Coltabaco S.A.S. რომელიც მდებარეობს Carrera 52 No. 4-96, Medellín, Colombia, ტელეფონის ნომერი: +57 4 356 90 00, ელ.ფოსტა: proteccion.datos@pmi.com. ჩვენ ვართ Philip Morris International-ის აფილირებული პირი. ყველა საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ჩვენ დავიცავთ 2012 წლის 1581 კანონის დებულებებს, 2017 წლის 1377-ე დადგენილებას და სხვა რეგულაციებს, რომლებიც შეცვლიან ან დაემატება მათ. საჭიროებისამებრ, ჩვენ ყოველთვის მივიღებთ თქვენს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წინასწარ, მათ შორის ნებისმიერ საერთაშორისო გადაცემაზე, თუ არ ვრცელდება სამართლებრივი გამონაკლისი. თქვენ გაქვთ უფლება უფასოდ მიიღოთ წვდომა, განაახლოთ და გაასწოროთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთან კონტაქტის საშუალებით, ან დაუკავშირდით მონაცემთა დამმუშავებელს. ეს უფლება შეიძლება განხორციელდეს ნაწილობრივი, არაზუსტი, არასრული, ფრაგმენტული, შეცდომაში შემყვანი მონაცემების მიმართ, ან თუ დამუშავება აკრძალულია ან არ არის ავტორიზებული. თქვენი მონაცემები დაექვემდებარება ავტომატურ დამუშავებას. თქვენ შეგიძლიათ: (i) სურვილისამებრ უპასუხოთ კითხვებს სენსიტიური მონაცემების ან ბავშვებისა და მოზარდების მონაცემების შესახებ; (ii) მოთხოვოთ ჩვენგან მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენს მიერ გამოყენების შესახებ; (iii) გვთხოვეთ თქვენი თანხმობის დამადასტურებელი საბუთი; (iv) გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა, იმ პირობით, რომ არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო იურიდიული ან სახელშეკრულებო მოვალეობა მონაცემთა ბაზაში დარჩენის შესახებ; (v) გააუქმოთ თქვენი თანხმობა ან/და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა, როდესაც დამუშავება არ იცავს კონსტიტუციურ და სამართლებრივ პრინციპებს, უფლებებსა და გარანტიებს. ჩვენ მიერ კომერციალიზაციებული პროდუქტების ტიპებიდან გამომდინარე, შეიძლება მოვითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მწეველის სტატუსის შესახებ. მონაცემთა დაცვის გუნდი პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე, საჩივარსა და პრეტენზიაზე. თუ გსურთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის გუნდს, მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვოთ ზემოთ.

 

თუ საფრანგეთში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ ხართ საფრანგეთში, უფლება გაქვთ მოგვცეთ მითითებები თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (კონკრეტულად, მითითებები იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ წაიშალოს ინფორმაცია თქვენ შესახებ და უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვებს უფლება ნახონ ეს ინფორმაცია). თქვენ შეგიძლიათ:

  • მისცეთ ზოგადი მითითებები ციფრული მომსახურების პროვაიდერს, რომელიც რეგისტრირებულია საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებაში (რომელსაც ეწოდება „CNIL“) (აღნიშნული მითითება მოქმედებს თქვენ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით); ან
  • მოგვცეთ სპეციალური მითითება, რომელიც ეხება მხოლოდ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებას.

თქვენმა მითითებამ შესაძლოა დაგვავალდებულოს გადავცეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირს (მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სხვა პირების შესახებ, ჩვენ ასევე გაგვაჩნია ვალდებულება დავიცვათ მათი პერსონალური მონაცემები, რაც შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას). თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ მესამე პირი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მითითებები ზედმიწევნით სრულდება. თუ აღნიშნული მიზნისთვის თქვენ არ დანიშნავთ მესამე პირს, თქვენი მემკვიდრეები უფლებამოსილები იქნებიან (თუ აღნიშნულს სხვაგვარად არ განსაზღვრავთ თქვენს მითითებებში) თქვენი გარდაცვალების შემდეგ განახორციელონ თქვენი უფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

  • იმისათვის, რათა მოხდეს სამკვიდროს მართვა (რა შემთხვევაშიც თქვენი მემკვიდრეებს ექნებათ წვდომა თქვენ შესახებ ინფორმაციაზე, რათა განსაზღვრონ და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს თქვენი სამკვიდროს, მათ შორის ნებისმიერ ციფრული პროდუქტის ან მონაცემის მართვისათვის და რაც შეიძლება განხილული იყოს, როგორც მემკვიდრეებზე გადაცემადი საოჯახო მოგონება); და
  • რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მხარეები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ, გაითვალისწინებენ თქვენს გარდაცვალებას (რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის დახურვას და თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებისა და განახლების შეზღუდვას).

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ან გამოიხმოთ გაცემული მითითება. გარდაცვალების შემთხვევაში თქვენ შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ 1978 წლის 6 იანვრის 78-17-ე კანონის 40-1 მუხლი. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, სტანდარტულად, თქვენ შეწყვეტთ თქვენი ანგარიშის გამოყენებას და ჩვენ წავშლით ინფორმაციას თქვენ შესახებ ინფორმაციის შენახვის შესახებ წესების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი „რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ?“).

 

თუ ხარ საქართველოში...

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად.

ჩვენ ყოველთვის მივიღებთ თქვენს თანხმობას პერსონალური მონაცემების კონკრეტული მიზნებისთვის დამუშავებაზე წინასწარ, თუ ამას მოითხოვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე უფასოდ. თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ, რა ინფორმაცია მუშავდება, რა მიზნით და რა საფუძვლით, მოითხოვოთ ინფორმაციის შეცვლა, განახლება, წაშლა და ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა. ეს მოთხოვნა ჩვენ მიერ უფასოდ დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს ან არ საჭიროებს არაპროპორციულ ძალისხმევას.

 

თუ გერმანიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ გერმანიაში ხართ, ასაკის გადამოწმების მიზნით თქვენს შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ SCHUFA Holding AG, Kormoranweg 5, 65201 Wiesbaden., ტელ.: +49 611 92780. მეტი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებენ ისინი თქვენს შესახებ ინფორმაციას, იხილეთ მათი კონფიდენციალურობის შეტყობინება აქ.

 

თუ ისრაელში ხართ…

შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:

  • მონაცემთა მაკონტროლებელი არის Philip Morris Ltd., Habarzel 30 St., თელ-ავივი, ელ. ფოსტა:  
  • თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (თუ რელევანტურია) მოგაწოდოთ ინფორმაცია, პროდუქტები ან სერვისები, რასაც თქვენ ითხოვთ.
  • თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი თანხმობა, რომელიც ჩაითვლება, რომ მიწოდებული იქნა ამ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაზე თქვენი თანხმობით.
  • თქვენ გექნებათ შემდეგი უფლებები: (i) უფლება მოითხოვოთ, რომ მოგცეთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე; (ii) უფლება მოგვთხოვოთ მისი გასწორება, განახლება ან წაშლა, თუ თქვენი პერსონალური ინფორმაცია აღმოჩნდა არაზუსტი ან განახლებული, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და შესაბამისია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

თუ იაპონიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით იაპონიაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის PMI-ის სხვა აფილირებულ პირებს იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე. როდესაც ჩვენ ვახორციელებთ აღნიშნულს, Philip Morris Japan Limited (PMJ) აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ მათგან, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს. გარდა ამისა, თუ აღნიშნული პირები მდებარეობენ იაპონიის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულის ფარგლებში, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ PMI-ის აფილირებული პირების გულდასმით შერჩეულ მესამე მხარის ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის რეკლამის განმთავსებლებსა და მონაცემთა ანალიზის ბიზნესებს (იმ მსგავსებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ასოცირდებოდეს ჩვენს პროდუქტებთან, მაგალითად, რადგან მათ აქვთ მსგავსი ან შემავსებელი იმიჯი, სტილი ან ფუნქციონალი), რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა დაგიკავშირდნენ პროდუქტებთან, სერვისებთან და რეკლამებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ მეტი თქვენზე მორგებული შეთავაზებით. მაგალითად, ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც აღწერილია ამ შეტყობინებაში, როგორც ჩვენ მიერ შეგროვებული, ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის, Dentsu Promotion Plus Inc.-ს („Dentsu“), IQOS მაღაზიების, IQOS ონლაინ მაღაზიისა და IQOS Telesales Center-ის ოპერატორს, „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, Philip Morris Japan Limited (PMJ) აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ მათგან, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს.

გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მესამე მხარის პერსონალური ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომლითაც შეუძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება და გამოვიყენოთ ის თქვენს შესახებ ინფორმაციასთან ასოცირებით, რომელსაც უკვე ვფლობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულს.

ასაკის დადასტურების მოთხოვნების შესაბამისად, „სრულწლოვანი“ არის 20 წელზე მეტი ასაკის პირი (თამბაქოს ნაწარმის შესაძენად კანონიერი ასაკი).

 

თუ ფილიპინებში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით ფილიპინებში, შეიძლება გქონდეთ უფლებები, გარდა ამ შეტყობინებაში მითითებულისა, ფილიპინების პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების კანონისა და მისი განხორციელების წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ოფისის საკონსულტაციო მოსაზრება No. 2018-031-ის შესაბამისად.

 

თუ შვეიცარიაში ხართ, შეიტყვეთ მეტი...

თუ შვეიცარიაში ხართ, ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გაზიარდეს შვეიცარიის გარეთ, მათ შორის ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს მონაცემთა დაცვის ექვივალენტური სტანდარტები. ასეთ შემთხვევებში, გადაცემა ექვემდებარება შესაბამის გარანტიებს, როგორიცაა სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები მონაცემთა დაცვის ახალი აქტისა და ფედერალური მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის კომისრის მითითებების შესაბამისად.

 

თუ ტაივანში ხართ, გაიგეთ მეტი...

თუ თქვენ იმყოფებით ტაივანში, შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:

თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (თუ რელევანტურია) მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, პროდუქტები ან სერვისები, რასაც თქვენ ითხოვთ.

 

თუ შეერთებულ შტატებში ხართ, შეიტყვეთ მეტი...

თუ თქვენ ხართ შეერთებულ შტატებში, შესაბამისი კონფიდენციალურობის შეტყობინება ხელმისაწვდომია ამ მისამართზე

ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან გსურთ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით, შეგიძლიათ იპოვოთ PMI-ის შესაბამისი აფილირებული პირისა და, თუ ეს რელევანტურია, მონაცემთა დაცვის ოფიცერის საკონტაქტო ინფორმაციის ბმული ამ შეტყობინების ზედა ნაწილში. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ს აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.

თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ორგანო, თქვენ უფლება გაქვთ, დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის ან ეჭვის შემთხვევაში. თუ შესაბამისი PMI-ს აფილირებული პირი ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში

ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული პერსონალური მონაცემების შესახებ შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.

ბოლოს შეიცვალა 2025 წლის 1 ივნისს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ .