ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Philip Morris International-ის კომპანიების კოლექტიური ჯგუფის აფილირებული წევრი. ჯგუფის ყველა აფილირებული წევრი ჩამოთვლილია აქ, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, სადაც ეს საჭიროა. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, თუ გსურთ ჩვენ მოგვმართოთ.

ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებაზე.

‘Philip Morris International ან PMI ნიშნავს Philip Morris International, თამბაქოს საერთაშორისო წამყვან ჯგუფს. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან აფილირებული პირისაგან.

PMI-ის აფილირებული პირები: Philip Morris International-ის კომპანიების ჯგუფში შემავალი თითოეული წევრიარის „PMI-ის აფილირებული პირი“. „ჩვენ“ (ან „ჩვენს“ ან „ჩვენი“) აღნიშნავს PMI-ის აფილირებულ პირს, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ.

PMI-ის პროდუქტი: ნიშნავს ჩვენი ან PMI-ის აფილირებული პირის პროდუქტს.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.

  • შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ფორმის შევსების გზით, სატელეფონო ზარის განხორციელებით, ან ინფორმაციის ატვირთვით ჩვენთან მობილური აპის საშუალებით).
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია PMI-ის ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას.
  • ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია, როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენს სისტემებთან ან ჩვენ გიკავშირდებით (მაგ. როდესაც თქვენ იყენებთ PMI- აპლიკაციას ან ვებსაიტს, ან როდესაც ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ ვაკონტროლოთ თქვენ მიერ ელწერილების და SMS შეტყობინებების მიღება ან გახსნა).
  • ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია სოციალური მედია პლატფორმებიდან, როგორიც არის Facebook ან Twitter, ან სტატისტიკური ინფორმაცია მოსახლეობის შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში).
  • მაგალითად, როდესაც კანონით დაშვებულია, ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ იმ მთლიანი ინფორმაციიდან, რომელსაც ვიღებთ მესამე პირებიდან. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, სტატისტიკურ ინფორმაციას ადამიანებზე გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში.

აღნიშნულ შეტყობინებაში ჩვენ მივუთითებთ ყველა მეთოდს, რომლითაც თქვენ კავშირში ხართ ჩვენთან, როგორცPMI-ისთან ურთიერთკავშირის წერტილები“. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგ. საცალო გაყიდვები და ღონისძიებები, მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრები), ასევე ციფრულს (მაგალითად, აპები და ვებსაიტები).

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • დარეგისტრირდებით, რათა იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (ერთგულების პროგრამების ჩათვლით), რომელიც მოიცავს ასაკის შემოწმებას (მაგალითად,პირადად, აპის მეშვეობით ან ონლაინ);
  • მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ასაკის ამოცნობას (ეს შეიძლება იყოს თქვენი სახის კომპიუტერული ანალიზი აპის მეშვეობით ან ონლაინ);
  • შეისყიდით PMI-ის პროდუქტებსა და მომსახურებას ჩვენი საცალო გაყიდვის ობიექტებში;
  • ჩამოტვირთავთ, ან გამოიყენებთ PMI-ის ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს (მაგ. აპი ან ვებსაიტი);
  • დაგვიკავშირდებით ურთიერთკავშირის წერტილის, ელფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • დაარეგისტრირებთ მოწყობილობას ჩვენთან;
  • გახდებით PMI-ის პანელის პორტალის გამომწერი;
  • დარეგისტრირდებით, რათა მიიღოთ PMI-ის პრეს-რელიზები, ელფოსტის შეტყობინებები ან მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • მონაწილეობას მიიღებთ PMI-ის გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) PMI-ის შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას. ამის გაზიარება შესაძლებელია ინტერნეტით, პირდაპირი კავშირის ან ჩვენი ერთ-ერთი აპის მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.

ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • ეწვევით ჩვენს გაყიდვის ობიექტს, რომელიც ყიდის PMI-ის პროდუქტებს (მაგ. შესყიდვისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შეგროვება, ან გაყიდვის ობიექტში არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ (მაგ.ღონისძიებაზე განხორციელებული შესყიდვის დროს ან ღონისძიებაზე არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება მობილურ მოწყობილობას);
  • კომუნიკაცია გაქვთ ჩვენთან (მაგალითად, ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენებით; ან სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით);
  • PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას (მაგ. არსებული აღრიცხვის მექანიზმების გამოყენებით (როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები), სადაც ჩვენ ვიყენებთ მათ, რასაც თქვენ იღებთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას ან ჩვენგან ელწერილის ან SMS-ის მიღებისას);
  • მესამე მხარის ვებსაიტების გამოყენებისას (მაგალითად, ზემოთ მოცემულ პარაგრაფში აღწერილის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც იღებთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილის მონახულებისას ან ჩვენგან ელწერილის მიღებისას); ან
  • ჩვენ მიერ გამოწერილ სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას (მაგალითად, ისეთი სახით, რომ საჯარო მოსაზრება ჩვენთვის გასაგები იყოს ან PMI-ის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე პასუხის დროს).

ჩვენ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ქუქი-ფაილების დაურთიერთკავშირის წერტილებზე არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიც არის ვებ შუქურები/პიქსელები), რომელსაც იღებთ, როდესაც ეწვევით ციფრული PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებს ან მიიღებთ ელწერილს ჩვენგან. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილზე. PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებზე გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთკავშირის წერტილში ან მისი გამოყენებისას. ეს ტექნოლგიები შეიძლება მოიცავდეს Google ანალიტიკის ქუქი-ფაილებს (იხილეთ www.google.com/policies/privacy/partners/.)

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს PMI-ის აფილირებულ კომპანიებს შორის გაზიარებულ ინფორმაციას, საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილის ინფორმაციას (როგორიც არის თქვენი უპირატესობები და ინტერესები) მესამე პირის სოციალურ მედია საიტებზე (როგორიც არის Facebook და Twitter), მარკეტინგულ სიებს და მესამე მხარის სააგენტოებისგან შეძენილ დამატებით ინფორმაციას.

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ იმ ინფორმაციიდან, რომელიც უკვე გვაქვს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ კრებსითი ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარისგან, თქვენი უპირატესობებიუპირატესობების დასადგენად.

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც თქვენთვის თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რათა შევასრულოთ თქვენი შეკვეთები
  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ საგარანტიო მომსახურება
  • ინფორმაცია თქვენ მიერ გაკეთებული მიმართვების შესახებ
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ფორმებისა და გამოკითხვების შევსებით და მსგავსი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით მესამე პირებს ჩვენთვის გადასაცემად
  • ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც თქვენ ირჩევთ მის გაზიარებას (მაგ. თქვენს მობილურ ტელეფონზე)
  • ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების სტუმრობის შესახებ (ან სხვა გაყიდვების ობიექტებში ან ღონისძიებებზე, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ)
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით საკონტაქტო ცენტრებთან კომუნიკაციის დროს (მაგ. სატელეფონო ზარების, საუბრების, გამოგზავნილი ელფოსტის და შეტყობინებების მეშვეობით)
  • ინფორმაცია თქვენი უპირატესობებიუპირატესობებისა და ინტერესების შესახებ (მათ შორის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა ინფორმაციიდან, მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაციიდან)
  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენი ასაკის შესამოწმებლად
  • თქვენი ელექტრონული მოწყობილობის მიერ გენერირებული ინფორმაცია (მაგალითად, IQOS), თუ თქვენ გადაწყვეტთ მის ჩვენთვის გაზიარებას
  • ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენების თქვენი გამოცდილების შესახებ
  • სტატისტიკური ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში)

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:

  • თუ თქვენ ჩვენგან შეიძენთ პროდუქტს ურთიერთკავშირის წერტილის მეშვეობით, თქვენ მიუთითებთ თქვენ სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, ბილინგის მონაცემებს, გადახდის მეთოდებს და თქვენ მიერ არჩეულ პროდუქციას, თქვენი შეკვეთის შესასრულებლად;
  • თქვენ შესაძლოა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ინტერესებსა და პროდუქტის უპირატესობებზე, რათა შემდგომ ჩვენ შემოგვთავაზოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტი და მომსახურება ჩვენი პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
  • თუ თქვენ დანიშნავთ შეხვედრას ჩვენთან (ან ისეთ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქტებსა და მომსახურების მხარდაჭერას), ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ წვდომა თქვენს სახელზე და საკონტაქტო ინფორმაციაზე;
  • ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ თქვენი წლოვანება, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან თქვენი სახის სურათი (ფოტოს ან ვიდეოს სახით);
  • თუ ჩამოტვირთავთ ჩვენს ერთ-ერთ აპლიკაციას, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი ადგილმდებარეობის გამოყენება (მაშინაც კი, როცა აპი დახურულია ან არ გამოიყენება) გარკვეული ფუნქციებისთვის. მაგალითადიპოვე ჩემი IQOSფუნქცია გეხმარებათ იპოვოთ თქვენი მოწყობილობა დაკარგვის შემთხვევაში და ის არ იმუშავებს გამართულად, თუ ადგილმდებარეობას არ გააზიარებთ. ჩვენ არ ვინახავთ ადგილმდებარეობის მონაცემებს. ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ფუნქციების დასაშვებად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეთანხმებით ამ მონაცემების გაზიარებას შესაბამის აპში და გამჟღავნებაზე დათანხმებით;
  • თუ თქვენ დაუკავშირდებით ჩვენს ერთ-ერთ საკონტაქტო ცენტრს, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი გამოცდილების შესახებ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენების შესახებ, რათა მოგვეცეს საშუალება დავამუშაოთ თქვენი მოთხოვნები.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გაგზავნას. ეს შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას PMI-ის ელექტრონული მოწყობილობისთვის: (i) თავად მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მფლობელის სერიული ნომერი, დამტენის სერიული ნომერი, მიკროპროგრამის ვერსია, მოწყობილობის შეცდომები); და (ii) მოწყობილობის გამოყენება (როგორიცაა სახარჯო ერთეულების რაოდენობა (მაგ. IQOS მოწყობილობისთვის), გაწმენდების რაოდენობა, ბატარეის გამოყენება, ნაფაზების რაოდენობა და მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლიობის მონაცემები (კუმულაციური მნიშვნელობების და დროის ანაბეჭდების ჩათვლით, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილისთვის)).

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:

  • მონაცემებს თქვენი ვიზიტის ან ზარის შესახებ (მაგალითად დრო, თარიღი და ხანგძლივობა);
  • თქვენი ზარების ან ვიზიტების ჩანაწერები (სადაც ეს ნებადართულია) PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებში, რომლებიც შეიძლება გავშიფროთ ტექსტურ ფორმატში;
  • რა სიხშირით, რომელ ტერიტორიაზე და რა დროის განმავლობაში სტუმრობთ გაყიდვების ობიექტებს ან ღონისძიებებს (მათ შორის უშუალო სიახლოვეში) და თქვენი შენაძენების შესახებ;
  • მონაცემებს თქვენ მიერ ციფრული PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაცია თქვენ მიერ გახსნილი ვებ-გვერდების შესახებ, ინფორმაცია იმ ვებ-გვერდების შესახებ, რომელთაგანაც მოხდა თქვენი გადმომისამართება და ის ვებ-გვერდები, რომლებზეც თქვენ გადახვედით გვერდის დატოვებისას, სიტყვები, რომლებიც თქვენ შეიყვანეთ საძიებო ველში და ბმულები, რომლებსაც თქვენ დააჭირეთ ურთიერთკავშირის წერტილის გამოყენების დროს, რამდენ ხანს იყენებთ მას და როგორ ურთიერთობთ შეტყობინებებთან, რომლებსაც ჩვენ გიგზავნით ან რეკლამებთან, რომლებსაც გაჩვენებთ); ამ მიზნით ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები (როგორიცაა პიქსელები/ვებ შუქურები) ;
  • თქვენ მიერ მესამე მხარის ვებსაიტების გამოყენება, სადაც შეგროვებული ინფორმაცია იქნება ზემოთ მოცემულ პუნქტში აღწერილის მსგავსი (ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები (როგორიცაა პიქსელები/ვებ-შუქურები) );
  • თქვენი მობილური ან სტაციონარული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა (როგორიცაა თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის უნიკალური იდენთიფიკატორი (მაგალითად, მობილური რეკლამის იდენტიფიკატორი (MAID) ან Android ID (SSAID)), მონაცემები მდებარეობის შესახებ (ან თქვენი ზოგადი მდებარეობა (თქვენი IP მისამართიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, იქნება ზოგადი, მაგ. ქალაქი, სადაც იმყოფებით), ან თქვენი ზუსტი მდებარეობა (თუ გადაწყვეტთ მის გაზიარებას განსაზღვრული მიზნებისთვის, მაგ. მაღაზიის ლოკატორი)), მოწყობილობის ბრენდი და მოდელი, ეკრანის პარამეტრები თქვენი მონიტორისთვის, ვებ ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, (ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრული თითის ანაბეჭდისთვის (იხილეთ თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ქვემოთ)) და ნებისმიერი ქუქი-ფაილების (ან მსგავსი ტექნოლოგიების) დეტალები, რომლებიც შეიძლება ინახებოდეს თქვენს მოწყობილობაზე); და
  • თუ თქვენ დაგვიბრუნებთ თქვენს PMI-ის ელექტრონულ მოწყობილობას, ან მიიტანთ მას ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში, რადგან ის გაუმართავია და გადაწყვეტთ გაგვიზიაროთ მასში არსებული მონაცემები (როგორც ზემოთ), ჩვენ შესაძლოა ამოვიღოთ ეს მონაცემები მოწყობილობიდან.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე პირებისგან, ზოგადად მოიცავს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას (როგორიც არის უპირატესობები, ინტერესები და გამოცდილებები), მაგალითად, სოციალურ მედიაში თქვენ მიერ გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.

რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას?

აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო შეტყობინება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მიზნებისთვის, როგორიცაა თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქტების მომხმარებლის ასაკისა და სტატუსის შემოწმება
  • მოგაქირავოთ ან მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც გულისმობს თქვენი შეკვეთების შესრულებას და გადახდების დამუშავებას
  • მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო და მხარდაჭერის მომსახურებით უზრუნველყოფას
  • ჩვენს პროდუქტებს რეკლამისთვის (სადაც ეს დასაშვებია კანონით), რაც მოიცავს ერთგულების პროგრამების ადმინისტრირებას, პროდუქციის გაუმჯობესებას, ბაზრის კვლევას (და ბაზრის კვლევაში სამართლიანი პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით), მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას, მარკეტინგული კამპანიების ადმინისტრირებას და გაყიდვების ობიექტებისა და ღონისძიებების თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მორგებას, მაგალითად, ობიექტებში, სადაც იყიდება PMI-ის პროდუქცია და ჩვენ მიერ გამოგზავნილ შეტყობინებების შინაარსს ან რეკლამებს
  • გასაგებად, კვლავ ხართ თუ არა ჩართული ჩვენს მარკეტინგულ აქტივობებში და გსურთ თუ არა მისი მიღების გაგრძელება
  • რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ PMI-ის პროდუქტების მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ
  • საშუალება მოგცეთ გამოიყენოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებისა და PMI-ის ელექტრონული მოწყობილობების მიმართ
  • ყოველივე ზემოხსენებულის მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის თქვენი ანგარიშების ადმინისტრირება, თქვენ მიერ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენების უზრუნველყოფა, თქვენთან შეთანხმებით დავგეგმოთ თქვენი შეხვედრები ჩვენთან ან იმ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას (მაგალითად, ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით ან გაყიდვის შემდგომი მომსახურება), მოვარგოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან თქვენი გამოცდილება, თაღლითობის აღკვეთა (მაგალითად, ჩვენი აქციების, კონკურსებისა და გამოკითხვების კონტექსტში იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ერთზე მეტჯერ არ იქნეს მიღებული ერთი და იმავე პირის მიერ, ან ელექტრონული კომერციის კონტექსტში ბარათის მფლობელის ინფორმაციის დასაცავად), პერსონალის მომზადება და ხარისხის კონტროლი, ადმინისტრირება და პრობლემების მოგვარება
  • ბიზნეს ანალიტიკის, სტატისტიკური და სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის PMI-ის პროდუქტების გაუმჯობესებისთვის (PMI-ის ელექტრონული მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემებისთვის ეს მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინფორმაციის გამოგზავნა ჩვენთვის ამ მიზნებისთვის) და მომსახურებები, სავაჭრო ობიექტები და ღონისძიებები და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს
  • სხვა მიზნებისათვის, რომელთა შესახებაც თქვენ შეგატყობინებენ ან ისინი ნათელი იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც მოხდება თქვენ შესახებ ინფორმაციის