ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ Philip Morris International-ის წევრი. ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებაზე. ან, შეიძლება მოხდეს თქვენი გადამისამართება ამ შეტყობინებაზე მას შემდეგ, რაც ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგრამ შეგროვებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების გამო, ამ ეტაპზე არ მოხდა თქვენთან ინდივიდუალურად დაკავშირება.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.
- შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ხელშეკრულების ხელმოწერის, ფორმის შევსებით ან სატელეფონო ზარის, მიმოწერის მეშვეობით, ან ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელთან შეხვედრის დროს).
- ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია (მაგ., როდესაც იყენებთ PMI-ის სისტემებს, PMI-ის მიერ გაცემულ მოწყობილობას, როგორიცაა ლეპტოპი ან მობილური ტელეფონი, PMI-ის მიერ გამოშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგ. PMI-ის აპლიკაცია) ან PMI-ის ვებსაიტს).
- ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. თქვენი დამსაქმებლისგან ან თქვენი წარმომადგენლისგან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როგორიც არის კომპანიის ვებსაიტი, ინტერნეტის საძიებო სისტემები, ბიზნეს საინფორმაციო სააგენტოები ან სოციალური მედია პლატფორმებიდან, როგორიც არის LinkedIn, Facebook ან Twitter).
აღნიშნულ შეტყობინებაში ჩვენ მივუთითებთ ყველა მეთოდს, რომლითაც თქვენ კავშირში ხართ ჩვენთან, როგორც “PMI-თან ურთიერთკავშირის წერტილები”. PMI-თან ურთიერთკავშირის წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკური (მაგალითად, PMI-ს ოფისები, საცალო გაყიდვები და ღონისძიებები), ასევე ციფრული (მაგალითად, კორესპონდენციაელფოსტისმეშვეობით, აპების და ვებსაიტების გამოყენება) ფორმით.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:
- აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ და ვმართოთ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან, თქვენს დამსაქმებელთან ან წარმომადგენელთან; (მათ შორის, ასეთი ურთიერთობის განხილვისას)
- პროდუქციის და მომსახურების შესაძენად აუცილებელი ინფორმაცია
- ვაჭრობისთვის საჭირო ინფორმაცია, , PMI-ის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული რჩევის უზრუნველსაყოფად (მაგალითად, შეკვეთების შესასრულებლად)
- ინფორმაცია, რაც აუცილებელია PMI-ს პროდუქტებისა და მომსახურების მხარდასაჭერად, ან საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად
- ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ, რაც ეხება ჩვენს მომხმარებლებს, PMI-ის პროდუქტებს, ან ჩვენ (მაგ. საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა, PMI-ის პროდუქტების და საცალო ობიექტების მასალების წარმოდგენა და ა.შ.)
- ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ხელშეკრულებებში, ფორმებში ან გამოკითხვებში
- ინფორმაცია ჩვენს ოფისებში, გაყიდვის ობიექტებსა და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ
- ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარების ან ჩვენთან გამოგზავნილი ელწერილების მეშვეობითც
- ინფორმაცია თქვენი უპირატესობებისა და ინტერესების შესახებ
- ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში თქვენი ასაკის, ვინაობის და თქვენი დამსაქმებლის სახელით მოქმედების უფლებამოსილების, შესამოწმებლად
- ინფორმაცია თქვენი საყოველთაოდ ცნობილი შეხედულებების, მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე და PMI-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
- ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია PMI-ის აფილირებული პირის მიერ ოპერირებული საინფორმაციო სისტემების გამოყენების დროს
- ავტომატური ჩანაწერები თქვენ მიერ PMI საინფორმაციო სისტემების გამოყენების შესახებ, PMI-ის მიერ გამოშვებული მოწყობილობების ჩათვლით
რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას?
აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო შეტყობინება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენი თქვენთან ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:
- ნორმატოილი მოთხოვნების დაცვის მიზნებისთვის, როგორიცაა თქვენი ასაკის და ვინაობის შემოწმება, „იცოდე შენი მომწოდებლის“ შემოწმებების უზრუნველყოფა და თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა
- კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის, როგორიცაა თქვენი მონაცემების შენახვა და გამოყენება ნებისმიერ მოსალოდნელ დავასთან დაკავშირებით, ჩვენი იურისტებისა და სხვა მრჩეველებისაგან რჩევის მიღების მიზნით
- პროდუქციის და მომსახურების შესაძენად თქვენგან ან თქვენი დამსაქმებელისგან, მათ შორის თქვენთან დაკავშირება ჩვენი ურთიერთობის სამართავად, ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებების მისაღებად და თქვენთვის ანაზღაურების გადასახდელად თქვენი პროდუქციის, მომსახურებისა და გაწეული ხარჯებისთვის(საჭიროების შემთხვევაში)
- მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც მოიცავს თქვენი შეკვეთების შესრულებასა და გადახდების დამუშავებას
- მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას
- შეგატყობინოთ განახლებების, აქციების, ღონისძიებების შესახებ და ვმართოთ ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული ასპექტები, მათ შორის ერთგულების პროგრამების ადმინისტრირება, პროდუქციის გაუმჯობესებასთან, ბაზრის კვლევასა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან დაკავშირებით დახმარების გაწევაში; ადმინისტრირება გავუწიოთ მარკეტინგულ კამპანიებს და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ღონისძიებებთან მიმართებაში
- ყოველივე ზემოაღნიშნულის მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ანგარიშების უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობა მოგცეთ გამოიყენოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები და გაყიდოთ PMI-ის პროდუქცია, გვქონდეს მიმოწერა თქვენთან, თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოცდილება, გავუწიოთ მათ ადმინისტრირება და გამოვასწოროთ ტექნიკური გაუმართაობები, ზოგადად ვაწარმოოთ ჩანაწერები და უზრუნველვყოთ თქვენი წვდომა ნებისმიერ სისტემასთან, რომელზეც მოგანიჭეთ წვდომა
- ბიზნეს ანალიტიკისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის PMI-ს პროდუქტების, ოფისების, პროცესების, გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის ასევე ინფორმაცია, სისტემები და მოწყობილობები, რომელსაც ჩვენ (ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, მომსახურების მიმწოდებლებს, კონტრაქტორ მესამე პირებს, საცალო გამყიდველებსა და ვიზიტორებს
- მივაწოდოთ და ვმართოთ თქვენ მიერ PMI-ის სისტემების, PMI-ის მიერ გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფის, PMI-ის მოწყობილობების და PMI-ის ინფორმაციის გამოყენება
- რათა უზრუნველვყოთ PMI-ის სისტემების და მოწყობილობების გამოყენების ზედამხედველობა, მაგალითად, ინტერნეტისა და ელფოსტის შესაბამისი გამოყენების უზრუნველყოფა და კომპანიის კუთვნილი ინფორმაციის შესაბამისი განკარგვა
- PMI-ის სისტემების, მოწყობილობების, ინფორმაციისა და შენობების უსაფრთხოების ტექნიკური მომსახურებისთვის
- რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ PMI-ის პროდუქტების მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ
- გავიგოთ თქვენი შეხედულებები, მოსაზრებები, გადაწყვეტილებები და ის, თუ როგორ შეიძლება მათ იმოქმედონ მათ საჯარო პოლიტიკაზე და PMI-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
- სხვა მიზნებისათვის, რომლის შესახებ შეგატყობინეთ ან ისინი გასაგები იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც პირველად მოხდა ინფორმაციის შეგროვება თქვენ შესახებ
თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგთაგან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება განყოფილებაში „გაიგეთ მეტი“:
- იმ სამართლებრივი ვალდებულებების დაცვა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე;
- იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომლის მხარესაც წარმოადგენთ თქვენ;
- კანონიერი ბიზნეს ინტერესი, რომელსაც არ აბათილებს ინფორმაციის დაცვის თქვენ ინტერესს;
- თუ არცერთი ზემოხსენებულიდან არ ვრცელდება, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელიც მოთხოვნილი იქნება მანამ, სანამ ჩვენ დავამუშავებთ ინფორმაციას).
ვისთან ვაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:
- PMI-ის აფილირებული პირები;
- მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ PMI-ის აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, პროფესიონალი მრჩეველები, გადახდის მომსახურების პროვაიდერები, მიმწოდებლები, აუდიტორები და საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები);
- PMI-ის აფილირებული პირების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის დამკვეთი პირები (ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროებში ან მათ გამოსახულებასა და სტილთან შესაბამისი), რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება ისეთი შეთავაზებებით, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს თქვენი უპირატესობების, სავაჭრო პროგრამების, სასწავლო მასალებისა და სასწავლო მიზნებისთვის; და
- სხვა მესამე პირები, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით (მაგალითად, მარეგულირებელი ორგანოები, სახელმწიფო უწყებები და პროფესიონალი კონსულტანტები).
ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარად, სადაც კანონით სავალდებულოა თქვენი თანხმობა, პირველ რიგში მოვითხოვთ მას.
სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენ შესახებ?
როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, PMI-ის აფილირებული პირები გადასცემენ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს მსოფლიოს მასშტაბით (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შესახებ ინფორმაცია შეგროვებულია ევროპის ეკონომიკურ ზონაში („EEA”), ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს EEA საზღვრებს გარეთ; თუ თქვენ ხართ ავსტრალიაში, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ავსტრალიის ფარგლებს გარეთ).
როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას, რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც შეგროვდა აღნიშნული ინფორმაცია. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია, თუ რა მიზნით მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ შევინახოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის.
რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?
თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:
- მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
- მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
- მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
- გააპროტესტოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
- უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- მონაცემთა პორტაბელურობა ზოგიერთ შემთხვევებში;
- უარი განაცხადოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებასთან მიმართებაში; და
- წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზებს, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება ან გამოიყენოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პარაგრაფში „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?“ ამ შეტყობინების ბოლოში.
ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული პუშ-შეტყობინებებია, მაგალითად, ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლია გააუქმოთ აღნიშნული შეტყობინებები თქვენი ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების შეტანით.
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები
იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.
ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება, შეგიძლიათ იხილოთ PMI-ის შესაბამისი აფილირებული პირის და მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო მონაცემები, აქ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.
თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო, თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან საკითხთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირი ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ შეშფოთების გადაწყვეტას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.
ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში
ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული კონფიდენციალურობის შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.
ბოლო ცვლილება განხორციელდა 2022 წლის 1 მარში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ.