ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ“-ის წევრი. ჩვენი პირადი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) გადმოგეცემათ განცალკევებით, მას შემდეგ რაც მოხდება თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ან აღნიშნულის დადასტურება) მაგალითად, აპლიკაციაში, ვებ-გვერდზე ან ელექტრონული ფოსტით მოცემული შეტყობინებით, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებამდე.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?
ჩვენს შესაძლოა მრავალი გზით შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.
- შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგალითად, როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს, კანდიდატის პროფილს, შემოგაქვთ განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე, ესწრებით გასაუბრებას, ასრულებთ ტესტს/დავალებას გვიგზავნით ელექტრონულ ფოსტას ან ახორციელებთ სატელეფონო ზარს ჩვენთან).
- შესაძლოა ჩვენს ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია (მაგალითად, როდესაც თქვენ იყენებთ „პი.ემ.აი-ს“ აპლიკაციას ან ვებ-გვერდს).
- შესაძლოა ჩვენ მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგალითად, დასაქმების სააგენტოებისაგან, რეკომენდაციის გამცემი პირებისაგან, (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ისტორიის გადამოწმების უზრუნველმყოფი პირებისაგან და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, მაგალითად როგორიც არის კომპანიის ვებ-გვერდი, ინტერნეტ საძიებო სისტემები ან სოციალური მედიის პლატფორმები, მაგალითად როგორიც არის „LinkedIn”).
აღნიშნულ შეტყობინებაში ჩვენ ვგულისხმობთ ყველა იმ მეთოდს, რომლითაც თქვენ შეხებაში ხართ „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილებთან“. „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“ გულისხმობს როგორც ფიზიკურ (მაგალითად, ოფისები, საცალო გაყიდვის ობიექტები, ღონისძიებები) ასევე ციფრულ (მაგალითად, აპლიკაციები და ვებ-გვერდები) შემხებლობას.
რომელ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?
ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენს შესახებ:
- ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია იმისათვის რათა ვმართოთ და ადმინისტრირება გავუწიოთ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან და ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა, რაც მოიცავს ჩვენს სამართლებრივ და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნებთან შესაბამისობას (მათ შორის თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, თქვენი მუშაობის უფლებას, აპლიკაციის დეტალებსა და სადაც ეს დასაშვებია კანონით ისტორიის გადამოწმების გამოყენებით თქვენს შესაბამისობას არჩეულ სამუშაოსთან);
- ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით კანდიდატის პროფილის, სამუშაოზე მიღების განაცხადის, ფორმების, გამოკითხვების და მეშვეობით;
- აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის რათა მოხდეს არჩეულ სამუშაო პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის დადგენა, საბოლოო სიის შედგენა და კანდიდატების არჩევა;
- ინფორმაცია თქვენს მიერ ჩვენი ოფისების ვიზიტებისა და ღონისძიებებზე დასწრების შესახებ;
- სადაც ეს რელევანტურია, აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის რათა მოხდეს სამსახურის შემოთავაზება და სამსახურში აყვანა (რაც მოიცავს შეთავაზების გამოცემას, შრომითი ხელშეკრულების შედგენას, დამატებითი სარგებელის შესახებ ინფორმაციას და სისტემებთან წვდომის უზრუნველყოფას);
- ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულ იქნა ჩვენი სამსახურში აყვანის პროცესის მონიტორინგის ფარგლებში;
- ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით სატელეფონო ზარების განხორციელებისას და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმოწერისას;
- ინფორმაცია თქვენი პრეფერენციების, ინტერესებისა და კარიერული მისწრაფებების შესახებ;
- ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია ჩვენი ბიზნეს ანალიზისა და გაუმჯობესებების ფარგლებში.
რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?
აღნიშნულ განყოფილებაში აღწერილია ის მიზნები, რა მიზნებისათვისაც ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შეტყობინება ატარებს გლობალურ ხასიათს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა ზღუდავს ან კრძალავს აღნიშნულ შეტყობინებაში ხსენებულ რომელიმე საქმიანობას, ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
- მოვახდინოთ პიროვნების იდენტიფიცირება, სამუშაო პოზიციასთან შესაბამისობისა და მუშაობის უფლების შემოწმება;
- რათა დავადასტუროთ სამუშაო ისტორია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და რეკომენდაციები;
- სადაც ეს დასაშვებია კანონით, ჩავატაროთ კანდიდატის გამოკვლევა და ისტორიის გადამოწმება;
- განვახორციელოთ შერჩევა და სამსახურში აყვანის პროცედურა, რაც მოიცავს გასაუბრებას, დავალებების შესრულებას, ფსიქომეტრიული პროფილი შექმნას, საბოლოო სიის შედგენასა და სამსახურისა და დამატებითი სარგებელის შეთავაზებას (სადაც ეს რელევანტურია);
- მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება და დავიცვათ ჩანაწერების შენახვის ვალდებულება;
- სადაც ეს რელევანტურია, ვაწარმოოთ წინასამუშაო ადმინისტრირება და მენეჯმენტი, რაც მოიცავს სახელშეკრულებოდა არასახელშეკრულებო დოკუმენტების მომზადებას, სისტემების დაგეგმვასა და შენობასთან წვდომის უზრუნველყოფას;
- სამსახურში აყვანის პროცესის ზედამხედველობის გასაწევად.
ჩვენს მიერ თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების სამართლებრივი საფუძველი არის ერთ-ერთი შემდეგთაგანი (რაც უფრო დეტალურად განმარტებულია განყოფილებაში „გაიგე მეტი“):
- ჩვენს მიმართ არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მივიღოთ შესაბამისი ზომები სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე;
- ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, რომელიც აღემატება თქვენს პირად ინტერესს დაცული იყოს პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ;
- იმ შემთხვევაში თუ არცერთი ზემოხსენებული არ გამოიყენება, თქვენი თანხმობა (რის მიღებასაც ჩვენ წინასწარ მოგთხოვთ იქამდე სანამ მოხდება ინფორმაციის დამუშავება).
ვიღებთ თუ არა ჩვენ ავტომატურ გადაწყვეტილებებს?
ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ავტომატური გადაწყვეტილებები ნებისმიერ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია აღნიშნულ შეტყობინებაში (მაგალითად, იმაზე თუ ვინ შევიყვანოთ გასაუბრებაზე დასაბარებელ საბოლოო სიაში). აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში თქვენ გეცნობებათ ამის შესახებ, ასევე გეცნობებათ თუ რა ლოგიკით მოხვდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და რა მნიშვნელობა და შედეგები აქვს თქვენს შესახებ ინფორმაციის ამგვარი გზით გამოყენებას.
ვისთან ვაზიარებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:
- „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“;
- მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებს“ ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით; (როგორებიც არიან დასაქმების სააგენტოები, ისტორიის გადამოწმების და ონლაინ შეფასების უზრუნველმყოფი პირები); და
- სხვა მესამე პირებს, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით (როგორებიც არიან მარეგულირებელი ორგანოები; სახელმწიფო დეპარტამენტები; წინა, პოტენციური ან მომავალი დამსაქმებლები; და ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში).
სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენს შესახებ?
როგორც სხვა ნებისმიერი მულტი-ნაციონალური ორგანიზაციის შემთხვევაში „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“, გადაცემენ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როდესაც თქვენ ატვირთავთ ინფორმაციას სამუშაოს ძებნის პლატფორმაში, ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი „პი.ემ.აი-სთან აფილირებული პირისათვის“, ნებისმიერმა „პი.ემ.აი-სთან აფილირებულმა პირმა“ შესაძლოა დაამუშავოს აღნიშნული ინფორმაცია მასთან სამუშაოზე აყვანის მიზნებისათვის. აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც თქვენ წარადგენთ საპასუხო განცხადებას რომელიმე კონკრეტული „პი.ემ.აი-სთან აფილირებულ პირთან“. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით (იმ შემთხვევაში თუ თქვენს შესახებ ინფორმაცია მოგროვებულია „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იყოს მის საზღვრებს გარეთ).
როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?
ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ კრიპტოგრაფიას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ?
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იქამდე სადამდეც აღნიშნული აუცილებელი იქნება იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნითაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რა მიზნითაც მოხდა ინფომრაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის.
რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?
თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენს მიერ თქვენს შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებით:
- მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
- მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
- მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
- გააპროტესტოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
- უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა ზოგიერთ შემთხვევებში;
- უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებასთან მიმართებაში; და
- წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზას, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, people.culture@pmi.com -თან დაკავშირება ან წინამდებარე ცნობის ბოლოს, პარაგრაფში - „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში“ - წარმოდგენილი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენება.
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები:
იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.
ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე people.culture@pmi.com აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირის“ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (თუ მას ჰყავს ასეთი), რომლის საკონტაქტო მონაცემებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება „პი.ემ.აი.-ს აფილირებული პირის“ მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.
თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის ან საკითხის შემთხვევაში. თუ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირი“ ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.
ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში
ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული პირადი მონაცემების შესახებ შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ იმ შემთხვევებში თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით.
საბოლოო ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 14 მაისი.