- ბიზნეს პარტნიორთა

Philip Morris International

შეტყობინება „პი.ემ.აი“-ს ბიზნეს პარტნიორთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

ჩვენ სერიოზულად ვეპყრობით პერსონალური მონაცემების საკითხს. აღნიშნული შეტყობინება გაუწყებთ თუ ვინ ვართ ჩვენ, რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ და როგორ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის თითოეულ განყოფილებაში დააჭირეთ „გაიგე მეტი“-ს.

გთხოვთ, ასევე გაეცნოთ გამოყენების პირობებს იმ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაინტერესებული ხართ ამასთანავე, გთხოვთ ასევე გაეცნოთ ყველა იმ დამატებით შეტყობინებას, რომელსაც მოგაწვდით ჩვენ მიერ თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოიცავს უფრო მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა სახით ვაწარმოებთ საქმიანობას ასევე ინფორმაციას ყველა იმ უფლების შეზღუდვაზე, რომელიც შეიძლება რელევანტური იყოს.

ჩვენ გვაქვს ბიზნეს ურთიერთობა თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან, მაგალითად, იმის გამო, რომ თქვენ ან თქვენი დამსაქმებელი გვაწვდის პროდუქციას ან მომსახურებას, ყიდულობს „პი.ემ.აი-ს პროდუქციას“ ან სხვაგვარად კომუნიკაცია აქვს ჩვენთან ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით. წინამდებარე შეტყობინებით გაწვდით დეტალებს იმ ინფორმაციის შესახებ, რასაც ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ვაგროვებთ თქვენ შესახებ და თუ როგორ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ“-ის წევრი. ჩვენი პირადი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) გადმოგეცემათ განცალკევებით, მას შემდეგ რაც შევაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, მაგალითად, აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებამდე.

  • „პი.ემ.აი“: ფილიპ მორის ინტერნეიშენალ, ლიდერი საერთაშორისო თამბაქოს ჯგუფი. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან „აფილირებული პირისაგან“.
  • „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“: ფილიპ მორის ინეტნეიშანლის ჯგუფში შემავალი ყველა წევრი არის „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირი“. „ჩვენ“ (ან „ჩვენ“ ან „ჩვენი“) მიემართება„პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირს“, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენს შესახებ (მაგალითად „პი.ენ.აი-სთან აფილირებული პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე იღებს პროდუქციას ან მომსახურებას თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან, ან „პი.ემ.აი-სთან აფილირებული პირი, რომელთანაც გქონდათ კონტაქტი ან რომლის ოფისსაც თქვენ ეწვიეთ).
  • „პი.ემ.აი-ს პროდუქტი“: ჩვენი ან „ფი.ემ.აი-ს აფილიპირებული პირის“ პროდუქტის საშუალებები.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მრავალი სხვადასხვა გზის გამოყენებით.

  • შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ფორმის შევსების გზით ან სატელეფონო ზარის განხორციელების გზით).
  • ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია (მაგ. როდესაც თქვენ იყენებთ „პი.ემ.აი“-ს აპლიკაციას ან ვებ-გვერდს).
  • ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. თქვენი დამსაქმებლისგან ან თქვენი წარმომადგენლისგან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როგორიც არის კომპანიის ვებ-გვერდი, ინტერნეტ საძიებო სისტემები ან სოციალურ მედია პლატფორმებიდან, როგორიც არის „LinkedIn”-ზე „Facebook“-ზე ან „Twitter“-ზე არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია).

აღნიშნული შეტყობინებით ყველა ის საშუალება, რომლითაც თქვენ შემხებლობში ხართ ჩვენთან მოხსენიებული იქნება როგორც „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“. „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“ მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგალითად, „პი.ემ.აი“-ს ოფისები, საცალო გაყიდვები და ღონისძიებები) ასევე ციფრულ (მაგალითად, ელექტრონული ფოსტის კორესპონდენცია, აპლიკაციებისა და ვებ-გვერდების გამოყენება) ურთიერთობას.

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. კონკრეტულად აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • დარეგისტრირდებით, რათა იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (მაგალითად, აღნიშნული შეიძლება მოხდეს პირადად, აპლიკაციის გამოყენებით ან ონლაინ);
  • აფორმებთ ისეთ ურთიერთშეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შემდგომ უზრუნველგვყოფთ პროდუქციითა და მომსახურები;
  • აფორმებთ ისეთ ურთიერთშეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შემდგომ ჰყიდით „პი.ემ.აი-ს პროდუქციას“;
  • გადმოწერთ, ან გამოიყენებთ ციფრულ „შეხების წერტილებს“ (მაგ. აპლიკაცია ანვებ-გვერდი);
  • დაგვიკავშირდებით „შეხების წერილის“, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის გამოყენებით;
  • დარეგისტრირდებით, რათა მიიღოთ „პი.ემ.აი“-ს პრეს რელიზები, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებები ან მარკეტინგის კომუნიკაციები;
  • მონაწილეობას მიიღებთ „პი.ემ.აი“-ს გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) „პი.ემ.აი“-ს შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • ეწვევით ჩვენს ოფისს ან დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირის“ მიერ.

ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახე. კონკრეტულად, აღნიშნული მოხდება:

  • მაშინ, როდესაც ეწვევით ჩვენს ოფისებს (მაგ. ვიდეო (CCTV) ჩანაწერის ან შენობაში შესვლის მონაცემების გზით)
  • მაშინ, როდესაც, თქვენ მუშაობთ ანეწვევით ჩვენს გაყიდვის ობიექტს, რომელიც ყიდის „პი.ემ.აი-ს პროდუქტებს“ (მაგ. შესყიდვისას თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების შეგროვება, ან გაყიდვის ობიექტში არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • მაშინ, როდესაც, დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირის“ მიერ (მაგ. ინფორმაციის შეგროვება თქვენს მიერ აღნიშნული ღონისძიებაზე განხორციელებული შესყიდვის/გაყიდვის დროს) ან ღონისძიებაზე არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს;
  • მაშინ, როდესაც გამოიყენებთ „პი.ემ.აი-ს“ გამოშვებულ სისტემებს და „პი.ემ.აი-ს“ გამოშვებულ მოწყობილობებს, ისეთები როგორიც არის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი;
  • ჩვენთან კომუნიკაციისას (მაგალითად, „პი.ემ.აი“-ს შეხების წერტილის“ გამოყენებით; ამ სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით);
  • „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილების“ გამოყენებისას (მაგ. აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებზე არსებული აღრიცხვის მექანიზმების გამოყენებით); ან
  • ჩვენ მიერ გამოწერილ სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას (მაგალითად, იმისათვის, რომ გავიგოთ რომ გავიგოთ საჯარო მოსაზრება ან ვუპასუხოთ „პი.ემ.აი-ს პროდუქტებთან“ დაკავშირებულ მოთხოვნებს).

ჩვენ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ „ქუქის“ და „პი.ემ.აი“-ს ციფრული „შეხების წერტილებზე“ არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების გამოყენებით. კონკრეტული „ქუქის“ და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილზე“. „ქუქის“-ის და „შეხების წერტილებზე“ გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად (მათ შორის ინფორმაცია Google ანალიტიკის „ქუქის“ შესახებ), მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ „ქუქის“, გთხოვთ, იხილოთ „ქუქის“ შეტყობინება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება „შეხების წერტილში“ ან მისი გამოყენებისას.

იქ სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე პირებისგან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც გაზიარებულია „პი.ემ.აი“-სა და მის „აფილირებულ პირებს“ შორის, მესამე პირ სოციალურ მედია საიტებზე (ისეთი როგორიც არის „LinkedIn”) საჯაროთ ხელმისაწვდომ პროფილის ინფორმაციას და მარკეტინგულ სიებს, რომლებიც მოპოვებულ იქნა მესამე პირი მარკეტინგული კომპანიებისაგან.

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც თქვენთვის თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.

რომელ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენს შესახებ:

  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ და ვმართოთ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან, თქვენს დამსაქმებელთან ან წარმომადგენელთან;
  • აუცილებელია ინფორმაცია იმისათვის რათა შევიძინოთ პროდუქცია და მომსახურება;
  • ინფორმაცია, რაც აუცილებელია ვაჭრობისთვის, „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული რჩევის მისაცემად (მაგალითად, თქვენი შეკვეთის შესასრულებლად);
  • ინფორმაცია, რაც აუცილებელია „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებისა და მომსახურების მხარდასაჭერად, ან საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ, რაც ეხება ჩვენს მომხმარებლებს, „პი.ემ.აი“-ს პროდუქტებს, ან ჩვენ (მაგ. საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა, “პი.ემ.აი“-ს პროდუქტების და საცალო ობიექტებისმასალების წარმოდგენა, ა.შ.);
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ხელშეკრულებით, ფორმების ან გამოკითხვების შევსებით;
  • ინფორმაცია ჩვენს ოფისში, გაყიდვის ობიექტსა და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ;
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარების დროს ან ჩვენთან გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • ინფორმაცია თქვენი პრეფერენციებისა და ინტერესების შესახებ;
  • ინფორმაცია, რაც აუცილებელია, რათა საჭიროების შემთხვევაში დავადასტუროთ თქვენი ასაკი, ვინაობა და თქვენი დამსაქმებლის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას, მაგალითად:

  • როდესაც თქვენ ხართ მომწოდებელი, იმისათვის რათა ვმართოთ თქვენთან ურთიერთობა თქვენ გვაწვდით სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, ინვოისის ინფორმაციას და ინფორმაციას პროდუქციაზე/მომსახურებაზე (და იქ სადაც ეს რელევანტურია, ხარჯების მოთხოვნებს) იმისათვის რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი ხელშეკრულების შესრულება;
  • თქვენ შესაძლოა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ინტერესებსა და ინტერესებზე, რათა შემდგომ ჩვენ შემოგვთავაზოთ ანაზღაურებისსქემები და მოგიწვიოთ ღონისძიებებზე რომლებიც თქვენ დაგაინტერესებთ;
  • ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებას მოახდენს და დაადასტურებს თქვენს ასაკს, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:

  • მონაცემებს თქვენი ვიზიტის ან ზარის შესახებ (მაგალითად დრო და ხანგძლივობა);
  • ინფორმაციას იმაზე თუ რა სიხშირითა და რომელ ტერიტორიაზე და რა დროის განმავლობაში გაქვთ წვდომა/სტუმრობთ ოფისებს, გაყიდვების ობიექტებსა ან ღონისძიებებს (მათ შორის მათთან უშუალო სიახლოვეს);
  • მონაცემებს თქვენ მიერ ციფრული „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილების“ გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მიერ გახსნილი ვებ-გვერდების შესახებ, ინფორმაცია იმ ვებ-გვერდების შესახებ, რომელთაგანაც მოხდა თქვენი გადმომისამართება და ის ვებ-გვერდები, რომლებზეც თქვენ გადახვედით გვერდის დატოვებისას, სიტყვები, რომლებიც თქვენ შეიყვანეთ საძიებო ველში და ბმულები, რომლებსაც თქვენ დააჭირეთ „შეხების წერტილის“ გამოყენების დროს); და
  • ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ (მაგალითად, თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის უნიკალური იდენთიფიკატორი, მონაცემების მდებარეობის შესახებ, დეტალები ნებისმიერ „ქუქიზე“, რომელიც შესაძლოა ჩვენ შენახული გვქონდეს თქვენს მოწყობილობაში).

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე პირებისგან ძირითადად მოიცავს საჯაროდ ხელმისაწვდომ  ინფორმაციას (მაგალითად, თქვენი თანამდებობა, ინტერესები და პრეფერენციები), მაგალითად, სოციალურ მედიაში თქვენს მიერ გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.

რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?

აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო განცხადება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენი თქვენთან ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

  • რათა შესაბამისობაში ვიყოთ რეგულატორის ისეთ მოთხოვნებთან, როგორიცაა თქვენი ასაკის და ვინაობის, „იცოდე შენი მომწოდებლის“ შემოწმებების უზრუნველყოფა და თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა.
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის, როგორიცაა თქვენი მონაცემების შენახვა და გამოყენება ნებისმიერ მოსალოდნელ დავასთან დაკავშირებით, ჩვენი იურისტებისა და სხვა მრჩეველებისაგან რჩევის მიღების მიზნით.
  • რათა შევიძინოთ პროდუქცია და მომსახურება თქვენგან ან თქვენი დამსაქმებელისგან, რაც მოიცავს თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას ჩვენი ურთიერთობის სამართავად, ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებების მისაღებად და რათა გადაგიხადოთ თქვენ პროდუქციის, მომსახურებისა და გაწეული ხარჯების (სადაც ეს რელევანტურია) სანაცვლო ანაზღაურება.
  • რათა მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც მოიცავს თქვენი შეკვეთების შესრულებასა და გადახდების მიღებას;
  • რათა მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას;
  • იმისთვის, რომ შეგატყობინოთ სიახლეები, რეკლამები, ღონისძიებები და ვმართოთ ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული ასპექტები, მათ შორის ერთგულების პროგრამების ადმინისტრირება, პროდუქციის გაუმჯობესებასთან, ბაზრის კვლევასა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან დაკავშირებით დახმარების გაწევაში; ადმინისტრირება გავუწიოთ მარკეტინგულ კამპანიებს და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ღონისძიებებთან მიმართებაში;
  • რათა უზრუნველვყოთ ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი მიზანი, მათ შორის უზრუნველვყოთ თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის პროფილის მართვა, შესაძლებლობა მოგცეთ გამოიყენოთ ციფრული „შეხების წერტილები“ და გავყიდოთ „პი.ემ.აი-ს პროდუქცია“, გვქონდეს მიმოწერა თქვენთან, თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი ციფრული „შეხების წერტილების“ გამოცდილება, გავუწიოთ მათ ადმინისტრირება და გამოვასწოროთ ტექნიკური გაუმართაობები, ზოგადად ვაწარმოოთ ჩანაწერები და უზრუნველვყოთ თქვენი წვდომა ნებისმიერ სისტემასთან, რომელთანაც უფლება მოგეცით რომ გქონოდათ წვდომა;
  • ბიზნეს ანალიზისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის „პი.ემ.აი-ს პროდუქტების“, გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის ასევე ინფორმაცია რომელსაც ჩვენ (ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, მომსახურების მიმწოდებლებს, კონტრაქტორ მესამე პირებს, საცალო გამყიდველებსა და ვიზიტორებს;
  • რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და ვაწარმოოთ ზედამხედველობა, მაგალითად რათა უზრუნველვყოთ ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის შესაბამისი გამოყენება;
  • რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ „პი.ემ.აი-ს პროდუქტების“ მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;
  • სხვა მიზნებისათვის, რომელთა შესახებაც თქვენ შეგატყობინებენ ან ისინი ნათელი იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც მოხდება თქვენს შესახებ ინფორმაციის პირველადი შეგროვება.

    თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგთაგან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება „გაიგე მეტი“-ს განყოფილებაში):

  • იმ სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე;
  • იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომლის მხარესაც წარმოადგენთ თქვენ;
  • ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, რომელსაც არ აღემატება ინფორმაციის დაცვის თქვენი ინტერესი;
  • იმ შემთხვევაში თუ არცერთი ზემოხსენებული არ ვრცელდება, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელიც მოთხოვნილი იქნება მანამ სანამ ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას).

მიზნები, რომელთათვისაც ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

 მიზანი
 ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის

რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა

  • დავადასტუროთ თქვენი ასაკი, გაგიწიოთ იდენტიფიცირება და განსაზღვროთ ბიზნეს პარტნიორის სტატუსი;
  • საგადასახადო და ბიზნეს აღრიცხვის ვალდებულებები;
  • სავაჭრო სანქციები;
  • რეგულარული შემოწმებები;
  • სამართლებრივი და რეგულატორის გასაჯაროების მოთხოვნები;
  • ინტერესთა კონფლიქტები;
  • დროის დანახარჯისა და ინვოისების აღრიცხვა, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ იმოქმედებთ, გარე მრჩეველის ფარგლებში;
  • შევინახოთ კონტრაქტები და მათთან ასოცირებული დოკუმენტები რომელთანაც თქვენ შეიძლება კავშირში იყოთ
  • გაცხადებული სამართალდარღვევის ბრალდებების გამოძიება;

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენ ურთიერთობა გაქვთ ან შემხებლობაში ხართ ჩვენთან.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან იგი აუცილებელია ჩვენთვის, რომ დავიცვათ პროდუქციის მხოლოდ სრულწლოვანი პირისათვის მიყივის სამართლებრივი ვალდებულება და სათანადოდ ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა (რაც მოიცავს სამეწარმეო და საგადასახადო სამართალთან შესაბამისობას), ვაწარმოოთ ფინანსური და საგადასახადო ჩანაწერები, შესაბამისობაში ვიყოთ სავაჭრო სანქციებთან, შესაბამისობაში ვიყოთ ჯამრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობასთან (რაც შეიძლება მოიცავდეს ინციდენტების შესახებ ჩანაწერების წარმოებას), ვაწარმოოთ ანგარიშები, შევასრულოთ კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნები ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ვმართოთ ნებისმიერ ინტერესთა კონფლიქტი, ან იმ ქვეყნებში სადაც არ არსებობს ამგვარი სამართლებრივი ვალდებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა საუკეთესო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად რაც აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს დაცული იყოს ინფორმაცია თქვენს შესახებ.

პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა

  • კონტაქტი გვქონდეს თქვენთან იმ დროს როდესაც თქვენ ან თქვენი დამსაქმებელი გვაწვდის პროდუქციასა და მომსახურებას;
  • ჩვენს საკუთრებაში არსებული ანგარიშის თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან ერთად ადმინისტრირება;
  • გადახდების უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობის მენეჯმენტი;
  • თქვენს მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა (მაგ. ჩვენი „GAP“ პროგრამა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ფერმერი, რომელიც გვამარაგებს ნედლეულით);
  • თქვენს მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შეუსრულებლობის ფაქტების პრობლემებისა და ინციდენტების გამოძიება;
  • თქვენს მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შეუსრულებლობის ფაქტების პრობლემებისა და ინციდენტების გამოსწორება; 

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ პირდაპირ ვიღებთ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან (ძირითადად, სახელი, თანამდებობა, ბიზნეს მისამართი, ბიზნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეკვეთები, მომსახურებები, საგადახდო ინფრომაცია (სადაც ეს რელევანტურია, ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით) და კორესპოდენცია).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა, როგორც პროდუქციისა და მომსახურების შემსყიდველმა, შევასრულოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, ხოლო ისეთ შემთხვევებში როდესაც ამგვარი ვალდებულება არ არსებობს, ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა, დაგიკავშირდეთ იმ პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან, ვაწარმოოთ გადახდები, ვმართოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან არსებული ურთიერთობები და ზედამხედველობა გავუწიოთ ხელშეკრულების რეგულაციებისა და შიდა პროგრამების პირობების შეუსრულებლობას, რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

 

გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია

  • შევასრულოთ თქვენი შეკვეთები (მათ შორის გამოვაგზავნოთ ქვითრები);
  • ვაწარმოოთ თქვენი გადახდები;
  • უზრუნველვყოთ საგარანტიო მომსახურება

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ძირითადად ვიღებთ პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან (ძირითადად, სახელი, თანამდებობა, ბიზნეს მისამართი, ბიზნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეკვეთები, საგადახდო ინფრომაცია და კორესპოდენცია).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაცია რათა როგორც მყიდველებმა შევასრულოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა

  • დავაკმაყოფილოთ თქვენი შეკითხვები და მოთხოვნები
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა
  • ზოგადი ადმინისტრირება და სისტემური პრობლემების მოგვარება
  • ურთიერთობების მენეჯმენტი 

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი უზრუნველვყოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება და აღნიშნული ინტერესი აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს დაცული იყოს ინფორმაცია თქვენს შესახებ.

ბიზნეს რეკლამირება და ურთიერთობების მენეჯმენტი (სადაც აღნიშნული დასაშვებია კანონით)

  • ინფორმირება გაგიწიოთ რელევანტურ განახლებებზე, რეკლამებსა და ღონისძიებებზე;
  • ვმართოთ ჩვენი ურთიერთობები;
  • შევიტყოთ თქვენი პრეფერენციების შესახებ (მაგალითად, რა პროდუქციითა და ღონისძიებებით ხართ დაინტერესებული ან რომელი მათგანი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს);
  • ადმინისტრირება გავუწიოთ ერთგულების პროგრამებს.
  • მოგიწვიოთ და ვმართოთ, რათა თქვენ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვებსა და ბაზრის კვლევის კამპანიებში;
  • ბაზრის კვლევისათვის;
  • განვავითაროთ მარკეტინგული სტრატეგიები;
  • ვმართოთ მარკეტინგული კამპანიები;
  • თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება „პი.ემ.აი-ს შეხების წერტილებთან“ მიმართებაში (მაგალითად, პერსონალიზაცია გავუწიოთ თქვენს ვიზიტებს, მაგალითად მისალმებებითა ან შეთავაზებებით, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ) 

აღნიშნული ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო და სოციალური მედიის ინფორმაცია); ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილების“ მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით) და (სადაც ეს კანონით დასაშვებია) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაზე).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმ საფუძვლით, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას, ოპერირება გავუწიოთ „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილებს“ და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ისეთი გზებით, რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ბიზნესი რეკლამირება და ურთიერთობების მენეჯმენტი (სადაც აღნიშნული დასაშვებია კანონით)

  • მოგაწოდოთ ინფორმაცია და ვმართოთ, „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“, მათი წამახალისებელი აქციები, პროდუქტები და მომსახურებები, გაყიდვის ობიექტები, ღონისძიებები და თამბაქოს პროდუქციის რეგულაციები; ასევე შევქმნათ და განვავითაროთ ინსტრუმენტები აღნიშნული მიზნებისათვის

აღნიშნული ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო და სოციალური მედიის ინფორმაცია); ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილების“ მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით) და (სადაც ეს კანონით დასაშვებია) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაზე).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას იმ საფუძვლით, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გავყიდოთ აღნიშნული ნივთები, რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს მოითხოვება კანონით ჩვენ გამოგიგზავნით აღნიშნულ მასალებს ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში

ბიზნეს ადმინისტრაცია

  • ზოგადი ორგანიზაციული მენეჯმენტი და ბიზნეს აღრიცხვის წარმოება
  • კონტრაქტორის არსებობის პერიოდის განმავლობაში მენეჯმენტის განხორციელება (დაქირავებიდან, გათავისუფლებამდე);
  • სტუმრის ადმინისტრირება და აღრიცხვის წარმოება
  • ღონისძიებების, ტრეინინგებისა და შესაბამისობის პროგრამების ადმინისტრირება და ხელმძღვანელობა
  • თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან წარმოებული ჩვენ მიერ წარმოებულ ურთიერთობასთან დაკავშირებული კორესპონდენცია, მათ შორის თქვენი კითხვებისა და მოთხოვნების დამუშავებასთან დაკავშირებით
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების განვითარება, განხორციელება, ოპერირება და მოვლა-შენარჩუნება
  • სისტემების, მოწყობილობებისა და შენობების უსაფრთხოების შენარჩუნება
  • საკონტაქტო მონაცემთა ბაზებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების ოპერირება
  • საერთაშორისო მივლინებები და მგზავრობა
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს ოპერირება
  • „პი.ემ.აი“-ს აფილირებული პირების თანამშრომლების, კლიენტების, მიმწოდებლების, სტუმრების და მათი თითოეულის ქონების უსაფრთხოების შენარჩუნება  

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის ძირითადად გადმოცემულ იქნება პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან.

ჩვენ მას ვიყენებთ, ვინაიდან ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გვაქვს, რომ ვმართოთ თქვენთან ურთიერთობა და შევინარჩუნოთ ჩვენი შენობების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება და ერთიანობა, რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

 

უსაფრთხოება და სისტემების მონიტორინგი

  • ავთენტურობის დადგენა და წვდომის კონტროლი და წყაროს შესახებ მონაცემების დადგენა (ე.წ. „logs“), სადაც საჭიროა
  • მონიტორინგი „პი.ემ.აი“-ს სისტემების, მოწყობილობების, ინტერნეტ და ელ-ფოსტის, რომელთანაც თქვენთვის მინიჭებული გვაქვს წვდომა
  • „პი.ემ.აი“-ს შენობა-ნაგებობებთან წვდომის, „პი.ემ.აი“-ს აფილირებულ პირთათვის განხორციელებული მიწოდებებისა და ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგი 
 

ეს ინფორმაცია გროვდება ავტომატურად სხვადასხვა საშუალებებით, როგორიცაა ავტომატური სისტემები, მოწყობილობების მონიტორინგი, CCTV ჩაწერა ჩვენს ტერიტორიაზე.

ჩვენ მას ვიყენებთ, ვინაიდან ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გვაქვს ვუზრუნველყოთ ჩვენი მატერიალური და ციფრული ინფრასტრუქტურის და შენობა-ნაგებობების კონფიდენციალურობა, ერთოანობა და უსაფრთხოება,  რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

 

ყველა ზემოხსენებული მიზნის ხელშეწყობა

  • ადმინისტრირება გავუწიოთ თქვენს ანგარიშებს;
  • უზრუნველვყოთ რათა თქვენ გამოიყენოთ „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილები“ (მაგალითად, ნება დაგრთოდდარჩეთ შესული სისტემაში „შეხების წერტილების“ ისეთ განყოფილებებში, რომლებიც დარეზერვებულია მხოლოდ ასოცირებული წევრებისათვის, ვმართოთ თქვენი ენობრივი პრეფერენცია, უზრუნველვყოთ თქვენთან ასოცირებული სავაჭრო კალათა);
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა;
  • გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება;
  • ადმინისტრირება გავუწიოთ ტექნიკური პრობლემების გამოსწორებას. 
 

აღნიშნული ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (კონკრეტულად, სახელი და კოდური სიტყვა (ან მისი ექვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, „ქუქის“-ზე და მსგავს აღმრიცხველ ტექნოლოგიებზე).

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომელიც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს რათა უზრუნველვყოთ შესყიდვა ან უზრუნველვყოთ გაყიდვის შემდგომი მომსახურება, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის მიმართ არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; იმ დროს, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის განვითარებას და აღნიშნულს ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენი პროდუქცია რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით და ა.შ. .

 

ბიზნეს ანალიზი და გაუმჯობესებები

  • ჩვენ ან ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს უფლება ჰქონდეთ შეგატყობინონ „პი.ემ.აი-ს პროდუქციის“ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებზე.
  • ბიზნეს ანალიზისა და გაუმჯობესებებისათვის (რაც მოიცავს „პი.ემ.აი-ს პროდუქციას“, გაყიდვის ობიექტებს, რომლებიც ყიდიან „პი.ემ.აი-ს პროდუქციას“, ღონისძიებებს, „პი.ემ.აი-ს ციფრული შეხების წერტილებს“, მოწყობილობებსა და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი „აფილირებული პირები“) გადმოგცემთ თქვენ ან თქვენს დამსაქმებელს). 
 

აღნიშნული ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას; ასევე ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მესამე პირებისგან.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმ საფუძვლით, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ ბიზნეს საქმიანობა, ჩვენი პროდუქტები,  სისტემები, პროცესები, ოფისები, გაყიდვის ობიექტები,  ტრენინგი, ღონისძიებები, „პი.ემ.აი-ს შეხების წერტილები“, მოწყობილობები და ასევე ინფორმაცია, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით და მოვიწვიოთ სხვები რათა ისინიც ჩაერთონ „პი.ემ.აი-ს“ პროდუქციის რეკლამირებაში, რაც აღემატება თქვენს ინტერესს დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.


იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თქვენს შესახებ ინფორმაციაც გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, იქამდე სანამ მოხდება ინფორმაციის დამუშავება, ჩვენ წინასწარ მოგმართავ აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის თანხმობის მისაღებად (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვა მიზნებისთვისაც. ასეთი გარემოების არსებობის ჩვენ მოგაწვდით დამატებით პერსონალური მონაცემების შესახებ შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერ დამატებითი შეტყობინება უნდა წაკითხულ იქნას აღნიშნულ შეტყობინებასთან კავშირში.

ვისთან ვაზიარებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:

  • „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“;
  • მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებს“ ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, პროფესიონალი მრჩეველები, გადახდის მომსახურების პროვაიდერები, მიმწოდებლები, აუდიტორები და საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები);
  • „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირების“ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის დამკვეთი პირები (ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროებში ან მათ გამოსახულებასა და სტილთან დაკავშირებით), იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება ისეთი შეთავაზებების გასაკეთებლად, რომლებიც მათი აზრით დაგაინტერესებთ თქვენი სავაჭრო პროგრამების, განათლების მასალებისა და ტრენინგის პრეფერენციების გათვალისწინებით; და
  • სხვა მესამე პირებს, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით (ისეთები როგორებიც არიან რეგულატორები, სახელმწიფო დეპარტამენტები და პროფესიონალი მრჩეველები).

ინფორმაციის გაზიარება სხვა „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებთან“

  • ინფორმაცია თქვენს შესახებ გაზიარებულ იქნება „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ ეს.ეი.“-თან (დაფუძნებული ლოზანა, შვეიცარიაში), რომელიც წარმოადგენს პირადი მონაცემების ცენტრალური ადმინისტრირების ადგილს „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირებისათვის“. ინფორმაცია თქვენს შესახებ შესაძლოა ასევე გაზიარებულ იქნას „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ აი.ტი სერვის ცენტრ ეს.ეი.ერ.ელ“-თან (დაფუძნებული ლოზანა, შვეიცარიაში) როგორც „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირების“ ტექნოლოგიების პროვაიდერი. „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ ეს.ეი.“ (იმ მოცულობით რა მოცულობითაც მას აქვს წვდომა) და „ფილიპ მორის ინტერნეიშენალ აი.ტი სერვის ცენტრ ეს.ეი.ერ.ელ“ ამუშავებენ ინფორმაციას თქვენს შესახებ ყველა იმ მიზნისთვის, რაც მოცემულია აღნიშნულ შეტყობინებაში.
  • იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავგეგმეთ სამუშაოსთან დაკავშირებულ მგზავრობა (მაგალითად, როდესაც თქვენ ეწვევით სხვა „პი.ემ.აი-სთან აფილირებულ პირს“), ინფორმაცია თქვენს შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იყოს „პი.ემ.აი-ს იმ აფილირებულ პირთან“, წარმოადგენს ჩვენი ოპერაციების რეგიონალურ ცენტრს (იმ შემთხვევაში თუ „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირი“ არ იყოს ის პირი, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენს შესახებ) შეტყობინებაში მითითებული ყველა მიზნებისათვის, „პი.ემ.აი-სთან აფილირებული პირი“, რომელიც წარმოადგენს ოპერაციების რეგიონულ ცენტრს იმ „პი.ემ.აი-სთან აფილირებული პირისათვის“, რომელთანაც თქვენ მიემგზავრებით, „პი.ემ.აი-სთან ფილირებული პირი“, რომელთანაც თქვენ მიემგზავრებით და „პი.ემ.აი-სთან აფილირებული პირი“, რომელიც პასუხისმგებელია სამოსაოსთან დაკავშირებული მგზავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
  • ინფორმაცია თქვენს შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნას სხვა „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირთან“, რომელთანაც თქვენ გაქვთ შეხება ან რომელთანაც თქვენ აწარმოებთ საქმიანობას (მაგალითად, თუ თქვენ ყიდით პროდუქციასა და მომსახურებას სხვა„პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირზე“ ამ მოგზაურობთ სხვა „პი.ემ.აი-ს“ ოფისში, იმ დროს როდესაც ბიზნეს ურთიერთობაში ხართ „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირთან“).

    დეტალური ინფორმაცია „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებზე“ და მათი დაფუძნების ქვეყნებზე ხელმისაწვდომია აქ.

    მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

  • ჩვენ შესაძლოა თქვენს შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ მესამე პირებთან რომლებიც უზრუნველყოფენ „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებს“ ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, თქვენი დამსაქმებელი, მრჩეველები, საგადახდო მომსახურების გამწევი პირები, მიმწოდებელი პირები, საცალო გაყიდვის ობიექტები,პროდუქტის სპეციალისტები, საინფორმაციო მომსახურების გამწევი პირები და ასაკის კონტროლის მომსახურების გამწევი პირები).
  • ჩვენ შესაძლოა თქვენს შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირების“ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორებს და რეკლამის დამკვეთ პირებს (ისეთ საგნებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენ მიერ შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს პროდუქციასთან, მაგალითად იმის გამო, რომ მათ აქვთ მსგავსი გამოსახულება, სტილი ან ფუნქცია) იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება იმ პროდუქციის, მომსახურების და რეკლამების შემოთავაზებისთვის, რომელმაც მათი აზრით შესაძლოა დაგაინტერესოთ თქვენი პრეფერენციების შესაბამისად.
  • ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენს შესახებ ინფომრაცია მესამე პირებთან, სადაც აღნიშნული მოითხოვება ან დასაშვებია კანონით, მაგალითად: რეგულატორ ორგანოებთან; სახელმწიფო დეპარტამენტებთან; სახელმწიფო სააღსრულებო უწყებებთან მათ მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასაჯაროება აუცილებელი და თანაზომიერია იმისათვის რათა თავიდან იქნას არიდებული ფიზიკური ზიანი ფინანსური დანაკარგები ან უკანონო ქმედების ან მისი ჩადენის საეჭვოობის გამოძიებასთან დაკავშირებით; ასევე რეორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში.
  • იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავგეგმეთ სამუშაოსთან დაკავშირებული მგზავრობა(მაგ. როდესაც თქვენ ეწვევით სხვა „პი.ემ.აი-სთან აფილირებულ პირს“), ინფორმაცია თქვენს შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნას მესამე პირებთან, რომლებიც გეგმავენ მგზავრობას, უზრუნველყოფენ ტრანსპორტით ან მგზავრობასთან დაკავშირებული მომსახურებით, ისეთები როგორიც არის მგზავრობის აგენტი, ონლაინ დაჯავშვნის მომსახურების უზრუნველმყოფი პირები, ბილეთების აგენტები, ავიახაზები, მანქანის გამქირავებელი კომპანიები, რკინიგზითა და სასტუმროთი უზრუნველმყოფი პირები. აღნიშნული პირები გამოიყენებ თქვენს შესახებ ინფორმაციას საკუთარი მიზნებისათვის (მაგალითად რათა შეასრულონ თქვენს წინაშე არსებული ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება) და თქვენ უნდა შეამოწმოთ მათი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული შეტყობინება იმისათვის რათა შეიტყოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათ მიერ თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე.

სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენს შესახებ?

როგორც სხვა ნებისმიერი მულტი ნაციონალური ორგანიზაციის შემთხვევაში „პი.ემ.აი-ს აფილირებული პირები“, გადაცემენ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით (იმ შემთხვევაში თუ თქვენს შესახებ ინფორმაცია მოგროვებულია „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია თქვენს შესახებ შეიძლება გადაცემულ იყოს მის საზღვრებს გარეთ).

აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად ინფორმაციის გამოყენებისას, ინფორმაცია თქვენს შესახებ გადაცემულ იქნას, როგორც იმ ქვეყანაში სადაც ის შეგროვებულ იქნა, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც სადაც არ არსებობს ექვივალენტური მონაცემთა დაცვის სტანდარტები.

 „პი.ემ.აი-ს აფილირებულმა პირებმა“ „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ („ეეზ“) გადაცემენ პერსონალური ინფორმაცია „პი.ემ.აი-ს აფილირებულ პირებს“ „ეეზ“-ის გარეთ. მაგალითად იმისათვის, რათა წაახალისონ მსოფლიო ბიზნეს საქმიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემა იქნება:

  • „ევროკომისიისადეკვატურობის გადაწყვეტილების“ საფუძველზე;
  • დაცული შესაბამისი დაცვის მექანიზმებით, მაგალითად „ევროკავშირის მოდელური ხელშეკრულებით“; ან
  • აუცილებელი, თქვენსა და ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებების შესასრულებლად (ან თქვენი მოთხოვნის შესაბამისად იმპლემენტირებული წინასახელშეკრულებო ზომების მისაღებად) ან თქვენი ინტერესების შესაბამისად ჩვენსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის, მაგალითად, ისეთი როგორიც არის მოგზაურობის დაგეგმვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე პერსონალური მონაცემები დაცული იქნება შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ კრიპტოგრაფიას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ?

ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იქამდე სადამდეც აღნიშნული აუცილებელი იქნება იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნითაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რა მიზნითაც მოხდა ინფომრაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის.

ძირითადად ჩვენ ვიტოვებთ მონაცემებს ქვემოთ ცხრილში მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

 სახეობა
 განმარტება/მონაცემთა დატოვების ტიპური კრიტერიუმები
  • მონაცემთა ბაზების ჩანაწერები

თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც გასწევს მომსახურებას ჩვენს მიმართ (პირდაპირ ან დამსაქმებლის მეშვეობით) თქვენს პროფილში მოცემული ინფორმაციის უმეტესობა ნარჩუნდება ჩვენს შორის ურთიერთობის არსებობის მანძილზე; მაგალითად, მანამ სანამ თქვენ გასწევთ მომსახურებას ჩვენთვის, შეისყიდით პროდუქციას გამოიყენებთ ციფრული „შეხების წერტილებს“ ან უპასუხებთ ჩვენს კომუნიკაციას. მიუხედავად ამისა, თქვენი მარკეტინგული პროფილის ზოგიერთი ელემენტი, მაგალითად ისეთი როგორიც არის შესყიდვების ისტორია, ბუნებრივად ძველდება გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, შესაბამისად, ჩვენ ვშლით მას იმ დროის შემდეგ, რომელიც შესაბამისია იმ მიზანთან, რა მიზნითაც ჩვენ შევაგროვეთ აღნიშნული ინფორმაცია.

  • ჩანაწერები საქმიანობისა და გადახდების შესახებ

ჩვენ ვინახავთ ინვოისებს, ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების, განხორციელებულ და მიღებულ გადახდების შესახებ და დაკავშირებულ დოკუმენტაციას (როგორიცაა ხელშეკრულებები და ელექტრონული წერილები) კომპანიისა და საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად, როგორც წესი 11 წლის განმავლობაში. ჩვენ აგრეთვე ვინახავთ მიმწოდებლებზე განხორციელებული შემოწმების მონაცემებს, კანონმდებლობით დადგენილი პერიოდით.

  • სტუმრების აღრიცხვა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწვევით ჩვენს შენობებს, სტუმრების შესახებ ჩანაწერები ინახება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობში.

  • CCTV

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწვევით ჩვენს შენობებს, CCTV ჩანაწერები ინახება, როგორც წესი, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, კონკრეტული ჩანაწერის განხორციელების მიზნიდან გამომდინარე.

  • შესყიდვები და გარანტიები

თუ თქვენ შეისყიდით საქონელს ჩვენ დავიტოვებთ აღნიშნულთან დაკავშირებულ მონაცემებს იქამდე, სადამდეც აღნიშნული საჭიროა იმისათვის რათა შესრულდეს ნასყიდობა და ყოველივე შესაბამისობაში იყოს კანონისმიერ ვალდებულებებთან (მაგალითად, საგადასახადო, საბუღალტრო და სააღრიცხვო მიზნებისათვის). თუ თქვენ ასევე დარეგისტრირდებით „პი.ემ.აი-ს პროდუქციის“ გარანტიისთვის ჩვენ დავიტოვებთ მონაცემებს იქამდე სანამ ისინი რელევანტური იქნება გარანტიისთვის.

  • მომხმარებლებზე ზრუნვა

თუ თქვენ დაუკავშირდებით მომხმარებლებზე ზრუნვის მომსახურებას ჩვენ გავაკეთებთ ჩანაწერს თქვენს ჩივილებთან დაკავშირებით და შევინახავთ მას იქამდე სანამ ის რელევანტური იქნება ჩვენი ურთიერთობისათვის, მაგალითად, თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ გამოგიცვლოთ მოწყობილობა გარანტიიდან გამომდინარე. სხვა ჩანაწერები, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლებზე ზრუნვას, (მაგალითად, სატელეფონო ზარის ავტომატური ჩაწერა, სადაც თქვენ გვთხოვთ, რომ მიგასწავლოთ გზა საცალო გაყიდვის ობიექტამდე) ისინი გაკეთდება მხოლოდ დროებით და შესაძლოა რელევანტური იყოს იქამდე, სანამ არ გაკეთდება უფრო მუდმივი ჩანაწერები.

  • სისტემის კონტროლის ჩანაწერები

სისტემის კონტროლის ჩანაწერები როგორც წესი ინახება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე

  • ბიზნეს ანალიზი

ბიზნეს ანალიზის მონაცემების შეგროვება, როგორც წესი, ხდება ავტომატურად „პი.ემ.აი-სთან შეხების წერტილების“ გამოყენებისას და შემდგომ  მალევე ხდება მისი ანონიმურად ქცევა/აგრეგირება.

რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?

თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენს მიერ თქვენს შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
  • მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
  • მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
  • გააპროტესტოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
  • უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა ზოგიერთ შემთხვევებში;
  • უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებასთან მიმართებაში; და
  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზას, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება ან გამოიყენოთ საკონტაქტო ინფორმაცია რომელიც მოცემულია პარაგრაფ „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?“-ის ბოლოს.

ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული „ფუშ“ შეტყობინება, მაგალითად ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლია გააუქმოთ აღნიშნული შეტყობინებები თქვენი მობილური აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების გაკეთებით.

უფლებები რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ დამოკიდებულია ქვეყნის კანონმდებლობაზე. თუ თქვენ ხართ „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ თქვენ ისარგებლებთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებებით. თუ თქვენ იმყოფებით სხვაგან, შეგიძლია დაგვეკონტაქტოთ (იხილეთ პარაგრაფი „ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?“) მეტი ინფორმაციის მისაღებად.

უფლებები ჩვენ მიერ თქვენს შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში
შემდგომი მონაცემები (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში გამოიყენება გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები)
  • უფლება მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან

აღნიშნული წარმოადგენს დადასტურებას:

  • ვფლობთ თუ არა ჩვენ ინფორმაციას თქვენს შესახებ;
  • თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაციის დამუშავების მიზანი;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიები;
  • იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც ვუზიარებთ ინფორმაციას და რომლებიც არ არიან „ევროპული ეკონომიკური ზონის“ გარეთ და არ სარგებლობენ ევროკომისიის ადეკვატურობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დაცვის გარანტიები ინფომრაციის დავასთან დაკავშირებით;
  • (იმ შემთხვევაში თუ ამგვარი გაგვაჩნია) ინფორმაციის წყარო, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია არ იქნა შეგროვებული თქვენგან;
  • (იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ჩვენ განვახორციელებთ, რაც რაზეც ყურადღება გამახვილებული იყო თქვენს მიმართ) ავტომატური გადაწყვეტილების მიღების არსებობა, რაც მოიცავს პროფილების ანალიზს, რომელიც წარმოქმნის სამართლებრივ შედეგებს თქვენთან მიმართებაში ან მსგავსი გზით არსებითად გეხებათ თქვენ ასევე ინფორმაცია აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ ლოგიკასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაციის აღნიშნული გზით დამუშავების მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედგები; და

კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრას ხანგრძლივობას, რა პერიოდითაც ინფორმაცია შეინახება ჩვენ მიერ.

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან განახლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია.

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში თუ:

  • ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის გამოიყენებოდა;
  • ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე და თქვენ უკან გამოიხმეთ თქვენი თანხმობა (ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიმახსოვრებთ, რომ აღარ დაგეკონტაქტოთ, იქამდე სანამ თქვენ არ განგვიცხადებთ, რომ გსურთ თქვენს შესახებ ინფორმაციის სრულად წაშლა და რა შემთხვევაშიც ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს);
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე და ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი გაპროტესტების შემდგომ ჩვენ აღარ გვაქვს უპირატესი ინტერესი ინფომრაციის გამოყენების გაგრძელებისათვის;
  • ინფორმაცია უკანონო იქნა მოპოვებული ან გამოყენებული; ან

აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივ ვალდებულებების შესასრულებლად.

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა

აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს ისეთ შემთხვევებში როდესაც თქვენ

  • დაობთ ჩვენს მიერ გამოყენებული ინფომრაციის სისწორესთან მიმართებაში; ან
  • აპროტესტებთ ჩვენ მიერ ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით ინფორმაციის გამოყენებას

(იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისარგებლებთ მითითებული უფლებით ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ სანამ გადავწყვეტთ, რომ კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია).

მითითებული უფლება ასევე გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც:

  • ჩვენ მიერ ინფომრაციის გამოყენება არაკანონიერია და თქვენ აპროტესტებთ მონაცემების ამოშლას; ან
  • ჩვენ აღარ გვესაჭიროება მონაცემები, მაგრამ თქვენ მოითხოვთ მათ რათა წამოიწყოთ სამართლებრივი დავა.
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფომრაციის დამუშავება

აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი უფლება:

  • იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგისათვის: თქვენ შეგიძლიათ „უარი განაცხადოთ“ (უარის დასაბუთების გარეშე) და ჩვენ დავემორჩილებით თქვენს მოთხოვნას; და
  • თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა პირდაპირი მარკეტინგისა, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფომრაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, ახსნათ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პროტესტს.

 

  • უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით

აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. აღნიშნული შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან გამომდინარე.

  • მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში თუ:

  • თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და
  • ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენს წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძვლით,

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად განხორციელებადია.

  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში

„ევროპული ეკონომიკური ზონის“ ყოველი ქვეყანა ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი საჯარო უწყება აღნიშნული მიზნისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ:

http://ec.europa.eu/justice/data-protection/bodies/authorities/index_en.htm

სხვა ქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ თქვენი ქვეყნის უფლებამოსილი პირის ვებ-გვერდს.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები:

იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

  • თუ თქვენ ხართ საფრანგეთიდან, თქვენ უფლება გაქვთ მოგვცეთ მითითებები თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენს შესახებ დაცულ ინფორმაციასთან მიმართებაში (კონკრეტულად, მითითებები იმის შესახებ უნდა დარჩეს თუ წაიშალოს ინფორმაცია თქვენს შესახებ და უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვებს უფლება იხილონ ეს ინფომრაცია). თქვენ შეგიძლიათ;

(A) გასცეთ ზოგადი მითითება ციფრული მომსახურების პროვაიდერისათვის საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებასთან ერთად (რომელსაც ეწოდება „სი ენ აი ელ“) (აღნიშნული მითითება მიემართება თქვენს შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას); ან

(B) მოგვცეთ სპეციალური მითითება, რომელიც მიემართება მხოლოდ ჩვენს მიერ თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენებას.

თქვენი მითითებამ შესაძლოა დაგვავალდებულოს გადავცეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მესამე პირს (მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სხვა პირების შესახებ, ჩვენ ასევე გაგვაჩნია ვალდებულება დავიცვათ მათი პირადი მონაცემები რაც შესაბამისაც ნიშნავს იმას, რომ ან ნაწილში ჩვენ ვერ შევასრულებთ თქვენს მითითებებს). თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ მესამე პირი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მითითებები ზედმიწევნით სრულდება. თუ აღნიშნული მიზნისთვის თქვენ არ დანიშნავთ მესამე პირს, თქვენი მემკვიდრეები უფლებამოსილები იქნებიან (თუ აღნიშნულს სხვაგვარად არ განსაზღვრავთ თქვენს მითითებებში) თქვენი გარდაცვალების შემდეგ განახორციელონ თქვენი უფლებები თქვენს შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

(i) იმისათვის რათა მოხდეს სამკვიდროს მართვა (რა შემთხვევაშიც თქვენი მემკვიდრეებს ექნებათ წვდომა თქვენს შესახებ ინფორმაციაზე, რათა განსაზღვრონ და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს თქვენი სამკვიდროს, მათ შორის ნებისმიერ ციფრული საქონლის ან მონაცემის, მართვისათვის და რაც შეიძლება აღქმული იყოს როგორც მემკვიდრეებზე გადაცემადი საოჯახო მოგონება); და

(ii) რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მხარეები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენს შესახებ გაითვალისწინებენ თქვენს გარდაცვალებას (რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის დახურვას და თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენებისა და განახლების შეზღუდვას).

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალოთ ან გამოიხმოთ გაცემული მითითება. თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ იხილოთ 1978 წლის 6 იანვრის 78-17 კანონის 40-1 მუხლი. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, სტანდარტულად, თქვენ შეწყვეტთ თქვენი ანგარიშის გამოყენებას და ჩვენ წავშლით ინფორმაციას თქვენს შესახებ ინფომრაციის დატოვების შესახებ წესების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პარაგრაფი „რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ?“).

ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფელირებული პირის“ და მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო მონაცემები აქ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება „პი.ემ.აი.-ს აფელირებული პირის“ მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.

თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის ან საკითხის შემთხვევაში. თუ შესაბამისი „პი.ემ.აი-ს აფელირებული პირი“ ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში

ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული პირადი მონაცემების შესახებ შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ იმ შემთხვევებში თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით.

საბოლოო ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 13 აპრილს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ.