ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Philip Morris International-ის წევრი. ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებაზე. ან, შეიძლება მოხდეს თქვენი გადამისამართება ამ შეტყობინებაზე მას შემდეგ, რაც ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგრამ შეგროვებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების გამო, ამ ეტაპზე არ მოხდა თქვენთან ინდივიდუალურად დაკავშირება.

  • PMI: Philip Morris International, თამბაქოს საერთაშორისო წამყვანი ჯგუფი. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ან „აფილირებული პირისგან“.
  • PMI-ის აფილირებული პირები: Philip Morris International-ის ჯგუფში შემავალი თითოეული წევრი არის „PMI-ს აფილირებული პირი“. „ჩვენ“ (ან „ჩვენს“ ან „ჩვენი“) აღნიშნავს PMI-ის აფილირებულ პირს, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად PMI-ის აფილირებული პირი, რომელიც, ხელშეკრულების საფუძველზე იღებს საქონელს ან მომსახურებას თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან, ან PMI-ის აფილირებული პირი, რომელთანაც გქონდათ კონტაქტი ან რომლის ოფისსაც თქვენ ეწვიეთ).
  • PMI-ის პროდუქტი: ნიშნავს ჩვენი ან PMI-ის აფილირებული პირის პროდუქტს.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.

  • შესაძლოა თქვენ პირდაპირ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ხელშეკრულების ხელმოწერის, ფორმის შევსებით ან სატელეფონო ზარის, მიმოწერის მეშვეობით, ან ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელთან შეხვედრის დროს).
  • ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია (მაგ., როდესაც იყენებთ PMI-ის სისტემებს, PMI-ის მიერ გაცემულ მოწყობილობას, როგორიცაა ლეპტოპი ან მობილური ტელეფონი, PMI-ის მიერ გამოშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგ. PMI-ის აპლიკაცია) ან PMI-ის ვებსაიტს).
  • ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან (მაგ. თქვენი დამსაქმებლისგან ან თქვენი წარმომადგენლისგან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როგორიც არის კომპანიის ვებსაიტი, ინტერნეტის საძიებო სისტემები, ბიზნეს საინფორმაციო სააგენტოები ან სოციალური მედია პლატფორმებიდან, როგორიც არის LinkedIn, Facebook ან Twitter).

აღნიშნულ შეტყობინებაში ჩვენ მივუთითებთ ყველა მეთოდს, რომლითაც თქვენ კავშირში ხართ ჩვენთან, როგორც “PMI-თან ურთიერთკავშირის წერტილები”. PMI-თან ურთიერთკავშირის წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკური (მაგალითად, PMI-ს ოფისები, საცალო გაყიდვები და ღონისძიებები), ასევე ციფრული (მაგალითად, კორესპონდენციაელფოსტისმეშვეობით, აპების და ვებსაიტების გამოყენება) ფორმით.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • დარეგისტრირდებით, რათა იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს პირადად, აპის მეშვეობით ან ონლაინ);
  • აფორმებთ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე მოგვაწვდით პროდუქციას ან მომსახურებას; ან გვაწვდით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით;
  • აფორმებთ ჩვენთან შეთანხმებასPMI-ის პროდუქციის გაყიდვაზე;
  • ჩამოტვირთავთ ან იყენებთ ციფრულ ურთიერთკავშირის წერტილებს (მაგ. აპლიკაცია ან ვებ-გვერდი);
  • დაგვიკავშირდებით ურთიერთკავშირისურთიერთკავშირის წერტილის, ელფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • შეხვდებით ან გექნებათ მიმოწერა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რათა განიხილოთ თქვენი ბიზნესი, თქვენი შეხედულებები ჩვენთვის ან ჩვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
  • დარეგისტრირდებით, რათა მიიღოთ PMI-ის პრეს-რელიზები, ელფოსტის შეტყობინებები ან მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • მონაწილეობას მიიღებთ PMI-ის გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) PMI-ის შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • ეწვევით ჩვენს ოფისებს ან დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ.

ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • ეწვევით ჩვენს ოფისებს (მაგ. ვიდეო (CCTV) ჩანაწერის ან შენობაში შესვლის ჩანაწერების გზით);
  • მუშაობთ ან ეწვევით ჩვენს გაყიდვის ობიექტს, რომელიც ყიდის PMI-ის პროდუქტებს (მაგ. შესყიდვისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შეგროვებით, ან გაყიდვის ობიექტში არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ (მაგ.ღონისძიებაზე განხორციელებული შესყიდვების/გაყიდვების დროს) ან ღონისძიებაზე არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება მობილურ მოწყობილობას;
  • გამოიყენებთ PMI-ის სისტემებს, PMI-ის მიერ გამოშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და PMI-ის მიერ გაცემულ მოწყობილობებს, როგორიც არის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი; (მაგალითად, სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენების შესახებ მონაცემების შეგროვება, ჟურნალის ფაილებზე და PMI სისტემების და მოწყობილობების გამოყენებით გაგზავნილ და მიღებულ შენახულ კორესპონდენციაზე წვდომის მეშვეობით);
  • კომუნიკაციით ჩვენთან (მაგალითად, PMI-ს ურთიერთკავშირის წერტილის; ან სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით);
  • PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას (მაგ. აპებისა და ვებსაიტებზე არსებული აღრიცხვის მექანიზმების მეშვეობით); ან
  • ჩვენ მიერ გამოწერილ სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას (მაგალითად, იმისათვის, რომ გავიგოთ საჯარო მოსაზრება ან ვუპასუხოთ PMI-ის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს).

ჩვენ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ქუქი-ფაილების და PMI-ის ციფრული ურთიერთკავშირის წერტილებზე არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების მეშვეობით. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილზე. ქუქი-ფაილების (მათ შორის Google ანალიტიკის ქუქის-ფაილების) და ურთიერთკავშირის წერტილებზე გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, გთხოვთ, იხილოთ ქუქი-ფაილების შეტყობინება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთკავშირის წერტილში ან მისი გამოყენების მეშვეობით.

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან, კერძოდ, თუ თქვენთან ან თქვენს დამქირავებელთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებისთვის ვემზადებით ან თქვენი საჯაროდ ცნობილი შეხედულებების, მოსაზრებების და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც PMI-ს უკავშირდება. ეს შეიძლება მოიცავდეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ინფორმაციას რომელიც გაზიარებულია PMI-სა და მის აფილირებულ პირებს შორის, მესამე პირის სოციალურ მედია საიტებზე (როგორიც არის LinkedIn) არსებულ საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილის ინფორმაციას.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც თქვენთვის თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ და ვმართოთ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან, თქვენს დამსაქმებელთან ან წარმომადგენელთან; (მათ შორის, ასეთი ურთიერთობის განხილვისას)
  • პროდუქციის და მომსახურების შესაძენად აუცილებელი ინფორმაცია
  • ვაჭრობისთვის საჭირო ინფორმაცია, , PMI-ის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული რჩევის უზრუნველსაყოფად (მაგალითად, შეკვეთების შესასრულებლად)
  • ინფორმაცია, რაც აუცილებელია PMI-ს პროდუქტებისა და მომსახურების მხარდასაჭერად, ან საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად
  • ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ, რაც ეხება ჩვენს მომხმარებლებს, PMI-ის პროდუქტებს, ან ჩვენ (მაგ. საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა, PMI-ის პროდუქტების და საცალო ობიექტების მასალების წარმოდგენა და ა.შ.)
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ხელშეკრულებებში, ფორმებში ან გამოკითხვებში
  • ინფორმაცია ჩვენს ოფისებში, გაყიდვის ობიექტებსა და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარების ან ჩვენთან გამოგზავნილი ელწერილების მეშვეობითც
  • ინფორმაცია თქვენი უპირატესობებისა და ინტერესების შესახებ
  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში თქვენი ასაკის, ვინაობის და თქვენი დამსაქმებლის სახელით მოქმედების უფლებამოსილების, შესამოწმებლად
  • ინფორმაცია თქვენი საყოველთაოდ ცნობილი შეხედულებების, მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე და PMI-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
  • ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია PMI-ის აფილირებული პირის მიერ ოპერირებული საინფორმაციო სისტემების გამოყენების დროს
  • ავტომატური ჩანაწერები თქვენ მიერ PMI საინფორმაციო სისტემების გამოყენების შესახებ, PMI-ის მიერ გამოშვებული მოწყობილობების ჩათვლით

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:

  • როდესაც თქვენ ხართ მომწოდებელი (ან პოტენციური მიმწოდებელი), იმისათვის, რომ ვმართოთ ურთიერთობა თქვენთან, თქვენს დამსაქმებელთან ან წარმომადგენელთან, თქვენ გვაწვდით თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, საგადახდო რეკვიზიტებს და ინფორმაციას პროდუქციაზე/მომსახურებაზე (და საჭიროების შემთხვევაში, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნებს) ჩვენი ხელშეკრულების შესრულების მიზნებისთვის ან ამისთვის საჭირო ეტაპების გასავლელად (მაგალითად, ინფორმაცია ფინანსური სტაბილურობის და სავაჭრო სანქციების შესახებ, მონაცემების შემოწმება) და ჩვენს ობიექტებზე, საინფორმაციო სისტემებზე და IT მოწყობილობებზე თქვენი წვდომის გასაკონტროლებლად;
  • თუ თქვენ ხართ საზოგადო მოღვაწე, რომლის შეხედულებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე ან PMI-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, ჩვენ შეიძლება ჩავინიშნოთ, თუ რომელი მოსაზრებები გამოთქვით საჯაროდ, მათი დრო და თარიღი, ან სად შეხვდით ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ძირითადი ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ, ისევე როგორც თქვენი შეხედულებები, რომლებიც გაგვიზიარეთ, როგორც თქვენი საჯარო მოსაზრებები;
  • თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს უპირატესობებსა და ინტერესების შესახებ, რომ შემდგომში შევძლოთ შემოგთავაზოთ ანაზღაურების სქემები და მოგიწვიოთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებებზე;
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც მოგვცემს თქვენი ასაკის და პირადობის დადგენის შესაძლებლობას, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად ეხება:

  • მონაცემებს თქვენი ვიზიტის ან ზარის შესახებ (მაგალითად, დრო და ხანგძლივობა);
  • რა სიხშირითა და რომელ ტერიტორიებზე და რა დროის განმავლობაში გაქვთ წვდომა/სტუმრობთ ოფისებს, სავაჭრო ობიექტსა ან ღონისძიებას (მათ შორის უშუალო სიახლოვეში);
  • ინფორმაციას შენობაში დაშვების კონტროლის სისტემებზე;
  • ბიომეტრიულ მონაცემებს იდენტიფიკაციის მიზნებისთვის (შენობაში შესვლის კონტროლისთვის ან IT მოწყობილობებზე წვდომისთვის);
  • მონაცემებს თქვენ მიერ PMI-ის ციფრული ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაცია თქვენ მიერ გახსნილი ვებგვერდების შესახებ, ინფორმაცია იმ ვებგვერდების შესახებ, რომელთაგანაც მოხდა თქვენი გადმომისამართება და ის ვებგვერდები, რომლებზეც თქვენ გადახვედით გვერდის დატოვებისას, სიტყვები, რომლებიც თქვენ შეიყვანეთ საძიებო ველში და ბმულები, რომლებსაც თქვენ დააწკაპუნეთ ურთიერთკავშირისურთიერთკავსირის წერტილის გამოყენების დროს);
  • ავტომატურ ჩანაწერებს თქვენი PMI-ის საინფორმაციო სისტემების გამოყენების შესახებ, PMI-ის მიერ გაცემული მოწყობილობების ჩათვლით
  • ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას PMI-ის აფილირებული კომპანიების მიერ ოპერირებული საინფორმაციო სისტემების გამოყენების დროს
  • PMI ონლაინ ფორუმის გამოყენებით ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციას;
  • მიმოწერით ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციას; და
  • ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ (მაგალითად, თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, მონაცემების მდებარეობის შესახებ, დეტალები ნებისმიერ ქუქი-ფაილების შესახებ, რომელიც შესაძლოა შევინახეთ თქვენს მოწყობილობაზე).

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე პირებისგან, ძირითადად მოიცავს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას (მაგალითად, თქვენი თანამდებობა, ინტერესები და უპირატესობები, თქვენი შეხედულებები, მოსაზრებები და გადაწყვეტილებები, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საჯარო პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც PMI-თან კავშირშია), მაგალითად, სოციალურ მედიაში თქვენ მიერ გამოქვეყნებული საჯარო განცხადებები.

რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას?

აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო შეტყობინება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენი თქვენთან ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნორმატოილი მოთხოვნების დაცვის მიზნებისთვის, როგორიცაა თქვენი ასაკის და ვინაობის შემოწმება, „იცოდე შენი მომწოდებლის“ შემოწმებების უზრუნველყოფა და თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის, როგორიცაა თქვენი მონაცემების შენახვა და გამოყენება ნებისმიერ მოსალოდნელ დავასთან დაკავშირებით, ჩვენი იურისტებისა და სხვა მრჩეველებისაგან რჩევის მიღების მიზნით
  • პროდუქციის და მომსახურების შესაძენად თქვენგან ან თქვენი დამსაქმებელისგან, მათ შორის თქვენთან დაკავშირება ჩვენი ურთიერთობის სამართავად, ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებების მისაღებად და თქვენთვის ანაზღაურების გადასახდელად თქვენი პროდუქციის, მომსახურებისა და გაწეული ხარჯებისთვის(საჭიროების შემთხვევაში)
  • მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია, რაც მოიცავს თქვენი შეკვეთების შესრულებასა და გადახდების დამუშავებას
  • მოგაწოდოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას
  • შეგატყობინოთ განახლებების, აქციების, ღონისძიებების შესახებ და ვმართოთ ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული ასპექტები, მათ შორის ერთგულების პროგრამების ადმინისტრირება, პროდუქციის გაუმჯობესებასთან, ბაზრის კვლევასა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან დაკავშირებით დახმარების გაწევაში; ადმინისტრირება გავუწიოთ მარკეტინგულ კამპანიებს და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ღონისძიებებთან მიმართებაში
  • ყოველივე ზემოაღნიშნულის მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ანგარიშების უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობა მოგცეთ გამოიყენოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები და გაყიდოთ PMI-ის პროდუქცია, გვქონდეს მიმოწერა თქვენთან, თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოცდილება, გავუწიოთ მათ ადმინისტრირება და გამოვასწოროთ ტექნიკური გაუმართაობები, ზოგადად ვაწარმოოთ ჩანაწერები და უზრუნველვყოთ თქვენი წვდომა ნებისმიერ სისტემასთან, რომელზეც მოგანიჭეთ წვდომა
  • ბიზნეს ანალიტიკისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის PMI-ს პროდუქტების, ოფისების, პროცესების, გაყიდვის ობიექტებისა და ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის ასევე ინფორმაცია, სისტემები და მოწყობილობები, რომელსაც ჩვენ (ჩვენი აფილირებული პირები) ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, მომსახურების მიმწოდებლებს, კონტრაქტორ მესამე პირებს, საცალო გამყიდველებსა და ვიზიტორებს
  • მივაწოდოთ და ვმართოთ თქვენ მიერ PMI-ის სისტემების, PMI-ის მიერ გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფის, PMI-ის მოწყობილობების და PMI-ის ინფორმაციის გამოყენება
  • რათა უზრუნველვყოთ PMI-ის სისტემების და მოწყობილობების გამოყენების ზედამხედველობა, მაგალითად, ინტერნეტისა და ელფოსტის შესაბამისი გამოყენების უზრუნველყოფა და კომპანიის კუთვნილი ინფორმაციის შესაბამისი განკარგვა
  • PMI-ის სისტემების, მოწყობილობების, ინფორმაციისა და შენობების უსაფრთხოების ტექნიკური მომსახურებისთვის
  • რათა ჩვენ ან ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგატყობინონ PMI-ის პროდუქტების მარკეტინგსა და წამახალისებელ აქციებში ჩართვის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ
  • გავიგოთ თქვენი შეხედულებები, მოსაზრებები, გადაწყვეტილებები და ის, თუ როგორ შეიძლება მათ იმოქმედონ მათ საჯარო პოლიტიკაზე და PMI-სთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
  • სხვა მიზნებისათვის, რომლის შესახებ შეგატყობინეთ ან ისინი გასაგები იქნება იმ კონტექსტიდან, როდესაც პირველად მოხდა ინფორმაციის შეგროვება თქვენ შესახებ

თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგთაგან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება განყოფილებაში „გაიგეთ მეტი“:

  • იმ სამართლებრივი ვალდებულებების დაცვა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე;
  • იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომლის მხარესაც წარმოადგენთ თქვენ;
  • კანონიერი ბიზნეს ინტერესი, რომელსაც არ აბათილებს ინფორმაციის დაცვის თქვენ ინტერესს;
  • თუ არცერთი ზემოხსენებულიდან არ ვრცელდება, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელიც მოთხოვნილი იქნება მანამ, სანამ ჩვენ დავამუშავებთ ინფორმაციას).

მიზნები, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

მიზანი

ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის

რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა

  • დავადასტუროთ თქვენი ასაკი, მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება და განსაზღვროთ ბიზნეს პარტნიორის სტატუსი
  • საგადასახადო და ბიზნეს აღრიცხვის ვალდებულებები
  • “იცოდე შენი მიმწოდებელი”
  • სავაჭრო სანქციები
  • რეგულარული შემოწმებები
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვა
  • სამართლებრივი და რეგულატორის მხრიდან გასაჯაროების მოთხოვნები
  • ინტერესთა კონფლიქტები
  • დროის დანახარჯისა და ინვოისების აღრიცხვა, იმ ფარგლებში, რომ თქვენ მოქმედებთ, როგორც გარე მრჩეველი
  • შევინახოთ კონტრაქტები და მათთან ასოცირებული დოკუმენტები, რომელთანაც თქვენ შეიძლება კავშირში იყოთ
  • ყგაცხადებული სამართალდარღვევის ბრალდებების გამოძიება

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენ ურთიერთობა გაქვთ ან შემხებლობაში ხართ ჩვენთან.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან იგი აუცილებელია ჩვენთვის, რომ დავიცვათ პროდუქციის მხოლოდ სრულწლოვანი პირისათვის მიყიდვის სამართლებრივი ვალდებულება და სათანადოდ ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა (რაც მოიცავს სამეწარმეო და საგადასახადო სამართალთან შესაბამისობას), ვაწარმოოთ ფინანსური და საგადასახადო ჩანაწერები, შესაბამისობაში ვიყოთ სავაჭრო სანქციებთან, შესაბამისობაში ვიყოთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობასთან (რაც შეიძლება მოიცავდეს ინციდენტების შესახებ ჩანაწერების წარმოებას), ვაწარმოოთ ანგარიშები, შევასრულოთ კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნები ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ვმართოთ ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი, ან იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ამგვარი სამართლებრივი ვალდებულებები, რადგან ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა საუკეთესო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად, რაც აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, რომ დაცული იყოს ინფორმაცია თქვენ შესახებ.

პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა

  • კონტაქტი გვქონდეს თქვენთან იმ დროს როდესაც თქვენ ან თქვენი დამსაქმებელი გვაწვდის პროდუქციასა და მომსახურებას
  • ჩვენს საკუთრებაში არსებული ანგარიშის თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან ერთად ადმინისტრირება
  • გადახდების უზრუნველყოფა
  • ურთიერთობების მართვა
  • თქვენ მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა (მაგ. ჩვენი GAP პროგრამა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ფერმერი, რომელიც გვამარაგებს ნედლეულით)
  • თქვენ მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შეუსრულებლობის ფაქტების, პრობლემებისა და ინციდენტების გამოსწორება
  • თქვენ მიერ ხელშეკრულების პირობების, რეგულაციებისა და შიდა პროგრამების შეუსრულებლობის ფაქტების, პრობლემებისა და ინციდენტების გამოსწორება

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ პირდაპირ ვიღებთ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან (ჩვეულებრივ, სახელი, თანამდებობა, ბიზნეს მისამართი, ბიზნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეკვეთები, მომსახურებები, საგადახდო ინფორმაცია (სადაც ეს რელევანტურია, ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით) და კორესპონდენცია).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა, როგორც პროდუქციისა და მომსახურების შემსყიდველმა, შევასრულოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, ხოლო ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი ვალდებულება არ არსებობს, ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა, დაგიკავშირდეთ იმ პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან, ვაწარმოოთ გადახდები, ვმართოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან არსებული ურთიერთობები და ზედამხედველობა გავუწიოთ ხელშეკრულების რეგულაციებისა და შიდა პროგრამების პირობების შესრულებას, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია

  • შევასრულოთ თქვენი შეკვეთები (მათ შორის გამოვაგზავნოთ ქვითრები)
  • ვაწარმოოთ გადახდები
  • უზრუნველვყოთ საგარანტიო მომსახურება

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ძირითადად ვიღებთ პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან (ჩვეულებრივ, სახელი, თანამდებობა, ბიზნეს მისამართი, ბიზნეს ელფოსტის მისამართი, შეკვეთები, საგადახდო ინფორმაცია და კორესპონდენცია).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა, როგორც მყიდველებმა, შევასრულოთ თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა

  • დავაკმაყოფილოთ თქვენი შეკითხვები და მოთხოვნები
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა
  • ზოგადი ადმინისტრირება და სისტემური პრობლემების მოგვარება
  • ურთიერთობების მართვა

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი უზრუნველვყოთ გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურება და აღნიშნული ინტერესი აღემატება თქვენს პირად ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, დაცული იყოს ინფორმაცია თქვენ შესახებ.

ბიზნესის რეკლამირება და ურთიერთობების მართვა (სადაც აღნიშნული დასაშვებია კანონით)

  • ინფორმირება გაგიწიოთ რელევანტურ განახლებებზე, რეკლამებსა და ღონისძიებებზე
  • ვმართოთ ჩვენი ურთიერთობები
  • შევიტყოთ თქვენი პრეფერენციების შესახებ (მაგალითად, რა პროდუქციითა და ღონისძიებებით ხართ დაინტერესებული ან რომელი მათგანი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს)
  • ადმინისტრირება გავუწიოთ ერთგულების პროგრამებს
  • მოგიწვიოთ თქვენ, რათა მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვებსა და ბაზრის კვლევის კამპანიებში და მოახდინოთ მათი ადმინისტრირება
  • ბაზრის კვლევისთვის
  • შევიმუშაოთ მარკეტინგული სტრატეგიები
  • ვმართოთ მარკეტინგული კამპანიები
  • თქვენს პირად მოთხოვნილებებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილებთან მიმართებაში (მაგალითად, პერსონალიზაცია გავუწიოთ თქვენს ვიზიტებს, როგორიცაა მისალმებები ან შეთავაზებები, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ)

აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო და სოციალური მედიის ინფორმაცია); ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით) და (სადაც ეს კანონით დასაშვებია) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაში).

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას, მოვახდინოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების ოპერირება და თქვენს პირად მოთხოვნებზე მოვარგოთ თქვენი გამოცდილება ისეთი გზებით, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ბიზნესის რეკლამირება და ურთიერთობების მართვა (სადაც აღნიშნული დასაშვებია კანონით)

  • მოგაწოდოთ ინფორმაცია და ვმართოთ, PMI-ის აფილირებული პირები, მათი წამახალისებელი აქციები, პროდუქტები და მომსახურებები, გაყიდვის ობიექტები, ღონისძიებები და თამბაქოს პროდუქციის რეგულაციები; ასევე შევქმნათ და განვავითაროთ ინსტრუმენტები აღნიშნული მიზნებისათვის

აღნიშნული ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო დეტალები და სოციალური მედიის ინფორმაცია); ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ქუქი-ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით) და (სადაც აღნიშნული დასაშვებია კანონით) ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ მესამე პირებისგან (მაგალითად, თქვენი საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაზე).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გავყიდოთ აღნიშნული ნივთები, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს მოითხოვება კანონით, ჩვენ გამოგიგზავნით აღნიშნულ მასალებს ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

ბიზნეს ადმინისტრაცია

  • ზოგადი ორგანიზაციული მენეჯმენტი და ბიზნეს აღრიცხვის წარმოება
  • კონტრაქტორის არსებობის პერიოდის განმავლობაში მენეჯმენტის განხორციელება (დაქირავებიდან, გათავისუფლებამდე)
  • სტუმრის ადმინისტრირება და აღრიცხვის წარმოება
  • ღონისძიებების, ტრეინინგებისა და შესაბამისობის პროგრამების ადმინისტრირება და ხელმძღვანელობა
  • თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან წარმოებული კორესპონდენცია ჩვენს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი კითხვებისა და მოთხოვნების დამუშავებისთვის
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების განვითარება, განხორციელება, ოპერირება და ტექნიკური მომსახურება
  • სისტემების, მოწყობილობებისა და შენობების უსაფრთხოების შენარჩუნება
  • საკონტაქტო მონაცემთა ბაზებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების ოპერირება
  • საერთაშორისო მივლინებები და მგზავრობა
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს ოპერირება
  • PMI-ის აფილირებული პირების თანამშრომლების, კლიენტების, მიმწოდებლების, სტუმრების და მათი თითოეულის ქონების უსაფრთხოების შენარჩუნება

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის ძირითადად გადმოცემული იქნება პირდაპირ თქვენგან ან თქვენი დამსაქმებლისგან.

ჩვენ მას ვიყენებთ, ვინაიდან ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გვაქვს, რომ ვმართოთ თქვენთან ურთიერთობა და შევინარჩუნოთ ჩვენი შენობების, ინფორმაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება და ერთიანობა, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

უსაფრთხოება და სისტემების მონიტორინგი

  • ავთენტურობის დადგენა, წვდომის კონტროლი და სისტემის ჟურნალებით უზრუნველყოფა, სადაც საჭიროა
  • PMI-ის სისტემების, მოწყობილობების, ინტერნეტ და ელფოსტის მონიტორინგი, რაზეც თქვენთვის მინიჭებული გვაქვს წვდომა
  • PMI-ის ობიექტებზე წვდომის, PMI-ის აფილირებულ პირთათვის მიწოდებებისა და ჩვენს ობიექტებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი
  • თქვენ მიერ PMI-ის სისტემების, PMI-ის მიერ გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის), PMI-ის მოწყობილობებისა და PMI-ის ინფორმაციის გამოყენების აქტივაცია და ადმინისტრირება; თქვენ მიერ მათ გამოყენების მონიტორინგი, მათ შორის ინტერნეტისა და ელფოსტის საშუალებების სათანადო გამოყენების და კომპანიის ინფორმაციის სათანადო დამუშავების მონიტორინგი (მაგ. იმის შეფასება, არის თუ არა კომპანიის პოლიტიკის დარღვევა (მიზანმიმართული თუ უნებლიე) კომპანიის ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით

ეს ინფორმაცია გროვდება ავტომატურად სხვადასხვა საშუალებებით, როგორიცაა ავტომატური სისტემები, მოწყობილობების მონიტორინგი, CCTV ჩაწერა და აუდიო ჩაწერა ჩვენს ობიექტებში.

ჩვენ მას ვიყენებთ, ვინაიდან ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გვაქვს უზრუნველვყოთ ჩვენი მატერიალური და ციფრული ინფრასტრუქტურის და აქტივების კონფიდენციალურობა, ერთიანობა და უსაფრთხოება, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

ყველა ზემოხსენებული მიზნის მხარდაჭერა

  • ადმინისტრირება გავუწიოთ თქვენს ანგარიშებს
  • უზრუნველვყოთ რათა თქვენ გამოიყენოთ PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები (მაგალითად, ნება დაგრთოთ დარჩეთ შესული ურთიერთკავშირის წერტილების ისეთ განყოფილებებში სისტემაში, რომლებიც დარეზერვებულია მხოლოდ ავტორიზებული წევრებისათვის, ვმართოთ თქვენი ენობრივი პრეფერენცია, უზრუნველვყოთ თქვენთან დაკავშირებული სავაჭრო კალათა)
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა
  • გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება
  • ადმინისტრირება გავუწიოთ ტექნიკური პრობლემების გამოსწორებას

ეს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (როგორც წესი, სახელი და კოდური სიტყვა (ან მისი ექვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები).

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომელიც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს რათა უზრუნველვყოთ შესყიდვა ან უზრუნველვყოთ გაყიდვის შემდგომი მომსახურება, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ თქვენი, როგორც ჩვენი პროდუქციის მყიდველის მიმართ არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; იმ დროს, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის განვითარებას და აღნიშნულს ვიყენებთ იმის საფუძველზე, რომ გაგვაჩნია ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მარკეტინგი გავუწიოთ ჩვენს პროდუქციას, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით და ა.შ.

ბიზნეს ანალიტიკა და გაუმჯობესებები

  • ჩვენ ან ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს უფლება ჰქონდეთ შეგატყობინონ PMI-ის პროდუქციის წამახალისებელ აქციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებზე
  • ბიზნეს ანალიტიკისა და გაუმჯობესებებისთვის (რაც მოიცავს PMI-ის პროდუქციას, სისტემებს, პროცესებს, გაყიდვის ობიექტებს, რომლებიც ყიდიან PMI-ის პროდუქციას, ტრეინინგებს, ღონისძიებებს, PMI-ის ციფრული ურთიერთკავშირის წერტილებს, მოწყობილობებსა და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) გადმოგცემთ თქვენ ან თქვენს დამსაქმებელს)

ეს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას; ასევე ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მესამე პირებისგან.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას იმის საფუძველზე, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ ბიზნეს საქმიანობა, ჩვენი პროდუქტები, სისტემები, პროცესები, ოფისები, გაყიდვის ობიექტები, ტრენინგი, ღონისძიებები, PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილები, მოწყობილობები და ასევე ინფორმაცია, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით და მოვიწვიოთ სხვები, რათა ისინიც ჩაერთონ PMI-ის პროდუქციის რეკლამირებაში, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

თქვენი შეხედულებების, მოსაზრებების და გადაწყვეტილებების გაგება

ეს არის სტანდარტული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საჯაროდ ხელმისაწვდომი მესამე პირის წყაროებიდან, როგორიცაა კომპანიის ვებსაიტები, ინტერნეტ ძებნის ფუნქცია ან სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა LinkedIn, Facebook და Twitter, ან რომელსაც ვიღებთ პირდაპირ თქვენგან, როგორიცაა თქვენი შეხედულებები. რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ, როგორც თქვენი საზოგადოებრივი აზრი.

ჩვენ ვიყენებთ მას იმის საფუძველზე, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, რათა დავაკვირდეთ და შევაფასოთ დაინტერესებული მხარეების შეხედულებები და გადაწყვეტილებები და განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მათმა შეხედულებებმა და გადაწყვეტილებმა PMI-ზე და მის ინდუსტრიაზე, რაც აღემატება თქვენს ინტერესს, დაცული იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

თუ ჩვენ თქვენ შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, ან თუ ამას კანონი მოითხოვს, ინფორმაციის დამუშავებამდე, ჩვენ წინასწარ მოგმართავთ თანხმობის მისაღებად აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა მიზნებისთვისაც. ასეთი გარემოების არსებობისას, ჩვენ მოგაწვდით პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებით შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება უნდა გაგებული იქნეს აღნიშნულ შეტყობინებასთან ერთად.

ვისთან ვაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან:

  • PMI-ის აფილირებული პირები;
  • მესამე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ PMI-ის აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, პროფესიონალი მრჩეველები, გადახდის მომსახურების პროვაიდერები, მიმწოდებლები, აუდიტორები და საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები);
  • PMI-ის აფილირებული პირების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორები და რეკლამის დამკვეთი პირები (ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროებში ან მათ გამოსახულებასა და სტილთან შესაბამისი), რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება ისეთი შეთავაზებებით, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს თქვენი უპირატესობების, სავაჭრო პროგრამების, სასწავლო მასალებისა და სასწავლო მიზნებისთვის; და
  • სხვა მესამე პირები, სადაც ეს მოითხოვება ან დასაშვებია კანონით (მაგალითად, მარეგულირებელი ორგანოები, სახელმწიფო უწყებები და პროფესიონალი კონსულტანტები).

ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარად, სადაც კანონით სავალდებულოა თქვენი თანხმობა, პირველ რიგში მოვითხოვთ მას.

ინფორმაციის გაზიარება PMI-ის სხვა აფილირებულ პირებთან

  • ინფორმაცია თქვენ შესახებ გაზიარებულ იქნება Philip Morris Products S.A. კომპანიასთან (დაფუძნებული ნევშატელში, შვეიცარია), რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ცენტრალური ადმინისტრირების ადგილს PMI-ის აფილირებული პირებისათვის. ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა ასევე გაზიარებულ იქნეს Philip Morris International საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვის ცენტრ Sàrl-თან (დაფუძნებული ლოზანაში, შვეიცარიაში), როგორც PMI-ის აფილირებული პირების ტექნოლოგიების პროვაიდერთან. Philip Morris Products S.A. (იმ მოცულობით, რომელზეც მას აქვს წვდომა) და Philip Morris International IT სერვის ცენტრი Sàrl ამუშავებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ ყველა იმ მიზნისთვის, რაც აღწერილია აღნიშნულ შეტყობინებაში.
  • თუ ჩვენ დავგეგმეთ სამუშაოსთან დაკავშირებულ მგზავრობას (მაგალითად, როდესაც თქვენ ეწვევით PMI-ის აფილირებულ სხვა პირს), ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნეს შემდეგ პირებთან: PMI-ის ის აფილირებული პირი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ოპერაციების რეგიონალურ ცენტრს (იმ შემთხვევაში, თუ PMI-ის აფილირებული პირი არ იყო ის პირი, რომელმაც პირველმა შეაგროვა ინფორმაცია თქვენ შესახებ) შეტყობინებაში მითითებული ყველა მიზნებისათვის; PMI-ის აფილირებული პირი, რომელიც წარმოადგენს ოპერაციების რეგიონულ ცენტრს იმ PMI-ის აფილირებული პირისთვის, რომელთანაც თქვენ მიემგზავრებით; PMI-ის აფილირებული პირი, რომელთანაც თქვენ მიემგზავრებით და PMI-ის აფილირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოსთან დაკავშირებული მგზავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნეს PMI-ის აფილირებულ სხვა პირთან, რომელთანაც თქვენ გაქვთ შეხება ან რომელთანაც თქვენ აწარმოებთ საქმიანობას (მაგალითად, თუ თქვენ ყიდით პროდუქციასა და მომსახურებას სხვა PMI-ის აფილირებულ პირზე ამ მგზავრობით PMI-ის სხვა ოფისში, იმ დროს როდესაც ბიზნეს ურთიერთობაში ხართ PMI-ის აფილირებულ პირთან).

დეტალური ინფორმაცია PMI-ის აფილირებულ პირებზე და ქვეყნებზე, სადაც ისინი არიან დაფუძნებული, ხელმისაწვდომია აქ.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ იაპონიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით იაპონიაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის PMI-ის სხვა აფილირებულ პირებს იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, Philip Morris Japan Limited (PMJ) აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ მათგან, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს. გარდა ამისა, თუ ისინი მდებარეობენ იაპონიის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

  • ჩვენ შეიძლება თქვენ შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ PMI-ის აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციითა და მომსახურებით (მაგალითად, თქვენი დამსაქმებელი, მრჩეველები, საგადახდო მომსახურების გამწევი პირები, მიმწოდებელი პირები, საცალო გაყიდვის ობიექტები, პროდუქტის სპეციალისტები, საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები პირები და ასაკის შემოწმების პროვაიდერები ).
  • ჩვენ შეიძლება თქვენ შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ PMI-ს აფილირებული პირების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ბიზნეს პარტნიორებს და რეკლამის დამკვეთ პირებს (ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენ მიერ შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს პროდუქციასთან, მაგალითად იმის გამო, რომ მათ აქვთ მსგავსი გამოსახულება, სტილი ან ფუნქციონალობა) იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ თქვენთან დაკავშირება იმ პროდუქციის, მომსახურების და რეკლამების შემოთავაზებისთვის, რომელმაც, მათი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ თქვენი უპირატესობების შესაბამისად.
  • ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირებთან, სადაც აღნიშნული მოითხოვება ან დასაშვებია კანონით, მაგალითად: მარეგულირებელ ორგანოებთან; სახელმწიფო უწყებებთან; სახელმწიფო სააღსრულებო ორგანოებისთვის მათ მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასაჯაროება აუცილებელი და თანაზომიერია იმისათვის რათა თავიდან იქნას არიდებული ფიზიკური ზიანი, ფინანსური ზარალი ან უკანონო ქმედების ან მისი ჩადენის საეჭვოობის გამოძიებასთან დაკავშირებით; ასევე ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში.
  • თუ ჩვენ დავგეგმეთ სამუშაოსთან დაკავშირებული მგზავრობა (მაგ. როდესაც თქვენ ეწვევით სხვა PMI-ის აფილირებულ პირს), ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნეს მესამე პირებთან, რომლებიც გეგმავენ მგზავრობას, უზრუნველყოფენ ტრანსპორტით ან მგზავრობასთან დაკავშირებული მომსახურებით, ისეთები, როგორიც არის მგზავრობის აგენტი, ონლაინ დაჯავშნის მომსახურების უზრუნველმყოფი პირები, ბილეთების აგენტები, ავიახაზები, მანქანის გამქირავებელი კომპანიები, რკინიგზითა და სასტუმროთი უზრუნველმყოფი პირები. აღნიშნული პირები გამოიყენებენ თქვენ შესახებ ინფორმაციას საკუთარი მიზნებისათვის (მაგალითად. რათა შეასრულონ თქვენს წინაშე არსებული ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება) და თქვენ უნდა შეამოწმოთ მათი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული შეტყობინება იმისათვის, რათა შეიტყოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე.

სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენ შესახებ?

როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, PMI-ის აფილირებული პირები გადასცემენ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს მსოფლიოს მასშტაბით (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შესახებ ინფორმაცია შეგროვებულია ევროპის ეკონომიკურ ზონაში („EEA”), ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს EEA საზღვრებს გარეთ; თუ თქვენ ხართ ავსტრალიაში, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ავსტრალიის ფარგლებს გარეთ).

აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად ინფორმაციის გამოყენებისას, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს როგორც იმ ქვეყანაში, სადაც ის შეგროვებულ იქნა, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის ეკვივალენტური სტანდარტები.

PMI-ის აფილირებული პირები ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) გადასცემენ პერსონალურ ინფორმაციას PMI-ის აფილირებულ პირებს EEA-ის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, იმისათვის, რათა წაახალისონ საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემა იქნება:

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებსა დატერიტორიებზე პერსონალური <>მონაცემები დაცული იქნება შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით.

ჩვენი სერვისის პროვაიდერები მდებარეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, და არა მხოლოდ, EEA-ში, შვეიცარიაში, აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას, რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?

ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც შეგროვდა აღნიშნული ინფორმაცია. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია, თუ რა მიზნით მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ შევინახოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის.

როგორც წესი, ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემებს ქვემოთ ცხრილში მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ტიპი

განმარტება/მონაცემთა შენარჩუნების ტიპური კრიტერიუმები

  • მონაცემთა ბაზის ჩანაწერები

თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც გასწევს მომსახურებას ჩვენს მიმართ (პირდაპირ ან დამსაქმებლის მეშვეობით), თქვენს პროფილში მოცემული ინფორმაციის უმეტესობა შეინახება ჩვენს შორის ურთიერთობის არსებობის მანძილზე; მაგალითად, სანამ თქვენ გასწევთ მომსახურებას ჩვენთვის, შეისყიდით პროდუქციას გამოიყენებთ ციფრული ურთიერთკავშირის წერტილებს ან უპასუხებთ ჩვენს კომუნიკაციას. მიუხედავად ამისა, თქვენი მარკეტინგული პროფილის ზოგიერთი ელემენტი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის შესყიდვების ისტორია, ბუნებრივად ძველდება გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, შესაბამისად, ჩვენ ვშლით მას იმ დროის შემდეგ, რომელიც შესაბამისია იმ მიზანთან, რა მიზნითაც ჩვენ შევაგროვეთ აღნიშნული ინფორმაცია.

  • ჩანაწერები საქმიანობისა და გადახდების შესახებ

ჩვენ ვინახავთ ინვოისებს, ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების, განხორციელებული და მიღებული გადახდების შესახებ და დაკავშირებულ დოკუმენტაციას (როგორიცაა ხელშეკრულებები და ელწერილები) კომპანიისა და საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად, როგორც წესი 11 წლის განმავლობაში. ჩვენ აგრეთვე ვინახავთ მომწოდებლებზე განხორციელებული შემოწმების მონაცემებს, კანონმდებლობით და რეგულაციით დადგენილი პერიოდით.

  • ვიზიტორების აღრიცხვა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწვევით ჩვენს შენობებს, ვიზიტორების შესახებ ჩანაწერები ინახება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში.

  • CCTV

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწვევით ჩვენს შენობებს, CCTV ჩანაწერები ინახება, როგორც წესი, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, კონკრეტული ჩანაწერის განხორციელების მიზნიდან გამომდინარე.

  • შესყიდვები და გარანტიები

თუ თქვენ შეისყიდით საქონელს, ჩვენ დავიტოვებთ აღნიშნულთან დაკავშირებულ მონაცემებს იქამდე, სადამდეც ეს საჭიროა იმისათვის რათა შესრულდეს შესყიდვა და ყოველივე შესაბამისობაში იყოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან (მაგალითად, საგადასახადო, საბუღალტრო და სააღრიცხვო მიზნებისათვის). თუ თქვენ ასევე დარეგისტრირდებით PMI-ის პროდუქციის გარანტიისთვის, ჩვენ დავიტოვებთ მონაცემებს იქამდე, სანამ ისინი რელევანტური იქნება გარანტიისთვის.

  • მომხმარებლებზე ზრუნვა

თუ თქვენ დაუკავშირდებით მომხმარებლებზე ზრუნვის მომსახურებას, ჩვენ გავაკეთებთ ჩანაწერს თქვენს ჩივილებთან დაკავშირებით და შევინახავთ მას იქამდე სანამ ის რელევანტური იქნება ჩვენი ურთიერთობისათვის, მაგალითად, თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ გამოგიცვლოთ მოწყობილობა გარანტიიდან გამომდინარე. სხვა ჩანაწერები, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლებზე ზრუნვას, (მაგალითად, სატელეფონო ზარის ავტომატური ჩაწერა, სადაც თქვენ გვთხოვთ, რომ მიგასწავლოთ გზა საცალო გაყიდვის ობიექტამდე) გაკეთდება მხოლოდ დროებით და შესაძლოა რელევანტური იყოს იქამდე, სანამ არ გაკეთდება უფრო მუდმივი ჩანაწერები.

  • სისტემის აუდიტის ჩანაწერები

სისტემის აუდიტის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება 18 თვის მანძილზე.

  • ბიზნეს ანალიტიკა

ბიზნეს ანალიტიკის მონაცემების შეგროვება, როგორც წესი, ხდება ავტომატურად PMI-ის ურთიერთკავშირის წერტილების გამოყენებისას და შემდგომ მალევე ხდება მისი ანონიმურად ქცევა/აგრეგირება.

რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?

თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
  • მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
  • მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
  • უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა პორტაბელურობა ზოგიერთ შემთხვევებში;
  • უარი განაცხადოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებასთან მიმართებაში; და
  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზებს, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან თქვენს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული საკონტაქტო მისამართის გამოყენება ან გამოიყენოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პარაგრაფში „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?“ ამ შეტყობინების ბოლოში.

ზოგიერთმა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა ასევე გამოაგზავნოს ეგრეთწოდებული პუშ-შეტყობინებებია, მაგალითად, ახალი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. თქვენ შეგიძლია გააუქმოთ აღნიშნული შეტყობინებები თქვენი ტელეფონის ან აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების შეტანით.

უფლებები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, დამოკიდებულია თქვენი ქვეყნის კანონმდებლობაზე. თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში, თქვენ ისარგებლებთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებებით. თუ თქვენ იმყოფებით სხვაგან, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (იხილეთ პარაგრაფი „ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?“) მეტი ინფორმაციის მისაღებად.

უფლებები ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში

შემდგომი ინფორმაცია (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში გამოიყენება გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები)

  • უფლება მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან

ეს წარმოადგენს შემდეგის დადასტურებას:

  • ვფლობთ თუ არა ჩვენ ინფორმაციას თქვენ შესახებ;
  • თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაციის დამუშავების მიზანი;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიები;
  • იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც ვუზიარებთ ინფორმაციას და რომლებიც არიან ევროპული ეკონომიკური ზონის გარეთ და არ სარგებლობენ ევროკომისიის ადეკვატურობის გადაწყვეტილებით , შესაბამისი დაცვის გარანტიები ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით;
  • (იმ შემთხვევაში თუ ამგვარი გაგვაჩნია) ინფორმაციის წყარო, თუ ინფორმაცია არ იქნა შეგროვებული თქვენგან;
  • (იმ ფარგლებში, რაშიც ჩვენ ვაკეთებთ რაიმეს, რაც თქვენთვის ცნობილი გახდება) ავტომატური გადაწყვეტილების მიღების არსებობა, რაც მოიცავს პროფილების ანალიზს, რომელიც წარმოქმნის სამართლებრივ შედეგებს თქვენთან მიმართებაში ან მსგავსი გზით არსებითად გეხებათ თქვენ, ასევე ინფორმაცია აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ ლოგიკასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაციის აღნიშნული გზით დამუშავების მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედგები; და
  • კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრას ხანგრძლივობას, რა პერიოდითაც ინფორმაცია შეინახება ჩვენ მიერ.

თქვენი მოთხოვნით, ჩვენ მოგაწვდით იმ ინფორმაციის ასლს, რომელსაც ვიყენებთ თქვენ შესახებ (იმ პირობით, რომ ეს არ იმოქმედებს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე).

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან განახლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია.

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში თუ:

  • ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის გამოიყენებოდა;
  • ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე და თქვენ გამოიხმობთ თქვენს თანხმობას (ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიმახსოვრებთ, რომ აღარ დაგეკონტაქტოთ, მანამ, სანამ თქვენ არ განგვიცხადებთ, რომ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის სრულად წაშლა და რა შემთხვევაშიც ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს);
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე და ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი გაპროტესტების შემდგომ ჩვენ აღარ გვაქვს უპირატესი ინტერესი ინფორმაციის გამოყენების გაგრძელებისათვის;
  • ინფორმაცია უკანონოდ იქნა მოპოვებული ან გამოყენებული; ან
  • აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა

აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს, თუ თქვენ:

  • დაობთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის სისწორესთან მიმართებაში; ან
  • აპროტესტებთ ჩვენ მიერ ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით ინფორმაციის გამოყენებას

(იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისარგებლებთ მითითებული უფლებით, ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ, სანამ გადავწყვეტთ, რომ კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია).

მითითებული უფლება ასევე გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც:

  • ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოყენება არაკანონიერია და თქვენ აპროტესტებთ მონაცემების ამოშლას; ან
  • ჩვენ აღარ გვესაჭიროება მონაცემები, მაგრამ თქვენ მოითხოვთ მათ, რათა წამოიწყოთ სამართლებრივი დავა.
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება

აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი უფლება:

(i) იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგისათვის: თქვენ შეგიძლიათ „უარი განაცხადოთ“ (უარის დასაბუთების გარეშე) და ჩვენ დავემორჩილებით თქვენს მოთხოვნას; და

(ii) თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა პირდაპირი მარკეტინგისა, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, განმარტოთ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პროტესტს.

  • უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით

აღნიშნული მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. ამგვარი შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან გამომდინარე.

  • მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში, თუ:

(i) თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და

(ii) ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენ წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძველზე,

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება, მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის, თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად განხორციელებადია.

  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში

ევროპული ეკონომიკური ზონის ყოველი ქვეყანა ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი საჯარო უწყება აღნიშნული მიზნისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ:

http://ec.europa.eu/justice/data-protection/bodies/authorities/index_en.htm

სხვა ქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ თქვენი ქვეყნის უფლებამოსილი პირის ვებ-გვერდს.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ საფრანგეთში ხართ, გაიგეთ მეტი…

  • თუ თქვენ ხართ საფრანგეთში, უფლება გაქვთ მოგვცეთ მითითებები თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენ შესახებ დაცულ ინფორმაციასთან მიმართებაში (კონკრეტულად, მითითებები იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ წაიშალოს ინფორმაცია თქვენ შესახებ და უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვებს უფლება იხილონ ეს ინფორმაცია). თქვენ შეგიძლიათ:
    (A) მისცეთ ზოგადი მითითება ციფრული მომსახურების პროვაიდერს, რომელიც რეგისტრირებულია საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებაში (რომელსაც ეწოდება „CNIL“) (აღნიშნული მითითება მოქმედებს თქვენ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით); ან
    (B) მოგვცეთ სპეციალური მითითება, რომელიც ეხება მხოლოდ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებას.

თქვენმა მითითებამ შესაძლოა დაგვავალდებულოს გადავცეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირს (მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სხვა პირების შესახებ, ჩვენ ასევე გაგვაჩნია ვალდებულება დავიცვათ მათი პერსონალური მონაცემები, რაცნიშნავს, რომან ნაწილში ჩვენ ვერ შევასრულებთ თქვენს მითითებებს). თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ მესამე პირი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მითითებები ზედმიწევნით სრულდება. თუ აღნიშნული მიზნისთვის თქვენ არ დანიშნავთ მესამე პირს, თქვენი მემკვიდრეები უფლებამოსილები იქნებიან (თუ აღნიშნულს სხვაგვარად არ განსაზღვრავთ თქვენს მითითებებში) თქვენი გარდაცვალების შემდეგ განახორციელონ თქვენი უფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

(i)თქვენი სამკვიდროს მართვის მიზნით (რა შემთხვევაშიც თქვენი მემკვიდრეებს ექნებათ წვდომა თქვენ შესახებ ინფორმაციაზე, რათა განსაზღვრონ და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს თქვენი სამკვიდროს, მათ შორის ნებისმიერ ციფრული საქონლის ან მონაცემის, მართვისათვის და რაც შეიძლება განხილული იყოს, როგორც მემკვიდრეებზე გადასაცემი საოჯახო მოგონება); და

(ii)რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მხარეები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ, გაითვალისწინებენ თქვენს გარდაცვალებას (რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის დახურვას და თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებისა და განახლების შეზღუდვას).

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალოთ ანგამოიხმოთ გაცემული მითითება. თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენ შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ 1978 წლის 6 იანვრის 78-17 კანონის 40-1 მუხლი. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, სტანდარტულად, თქვენ შეწყვეტთ თქვენი ანგარიშის გამოყენებას და ჩვენ წავშლით ინფორმაციას თქვენ შესახებ ინფორმაციის დატოვების შესახებ წესების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პარაგრაფი „რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?“).

თუ ავსტრალიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

  • თუ თქვენ იმყოფებით ავსტრალიაში, შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:
    (A) თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (საჭიროების შემთხვევაში) მოგაწოდოთ ინფორმაცია, პროდუქტები ან მომსახურებები, რომლებსაც ითხოვთ; ან დავამყაროთ ან ვმართოთ კომერციული ან საქმიანი ურთიერთობა თქვენთან (ან თქვენს თანამშრომლებთან); და
    (B) ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება (ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.pmiprivacy.com/en-au/homepage) განმარტავს: (i) როგორ შეგიძლიათ წვდომა და პერსონალური ინფორმაციის კორექცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ; (ii) როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ პრეტენზია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას; და (iii) როგორ განვიხილავთ ნებისმიერ პრეტენზიას.

ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რომელიმე უფლება, შეგიძლიათ იხილოთ PMI-ის შესაბამისი აფილირებული პირის და მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო მონაცემები, აქ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.

თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო, თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან საკითხთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირი ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ შეშფოთების გადაწყვეტას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში

ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული კონფიდენციალურობის შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.

ბოლო ცვლილება განხორციელდა 2022 წლის 1 მარში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ.