ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Philip Morris International-ის - კომპანიების კოლექტიური ჯგუფის აფილირებული წევრი. ჯგუფის ყველა აფილირებული წევრი ჩამოთვლილია აქ, მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, სადაც ეს საჭიროა. ჩვენთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ინფორმაცია. ჩვენი მონაცემები (სახელი, მისამართი და ა.შ.) ცალკე გადმოგეცემათ, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ (ან დავადასტურებთ) ინფორმაციას თქვენ შესახებ, მაგალითად, აპის ან ვებსაიტის შეტყობინებაში, ელექტრონულ ფოსტაში ან ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიცავს ელექტრონულ ბმულს ამ შეტყობინებაზე.

  • Philip Morris International ან PMI გულისხმობს Philip Morris International-ს, თამბაქოს საერთაშორისო წამყვან ჯგუფს. ის შედგება მრავალი კომპანიისაგან ანუ „აფილირებული პირისაგან“.
  • PMI-ის აფილირებული პირები: Philip Morris International-ის ჯგუფში შემავალი ყველა წევრი არის PMI-ს აფილირებული პირი. „ჩვენ“ (ან „ჩვენი“) მოიცავს PMI-ს თითოეულ აფილირებულ პირს: როდესაც თქვენ ქმნით კანდიდატის პროფილს ან განცხადება შეგაქვთ ვაკანსიის თაობაზე, თქვენ აწვდით ინფორმაციას PMI-ს თითოეულ აფილირებულ პირს და PMI-ს თითოეულმა აფილირებულმა პირმა შეიძლება დაამუშაოს თქვენს შესახებ ინფორმაცია სამუშაოზე აყვანის საკუთარი მიზნებისთვის. ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც თქვენ უთითებთ ვაკანსიას, რომელშიც მოცემულია PMI-ს კონკრეტული აფილირებული პირი ან ქვეყანა/ტერიტორია.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით.

  • თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პირდაპირ (მაგ. ანგარიშის შექმნის, კანდიდატის პროფილის შექმნის, ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანის, გასაუბრებაზე დასწრების, ტესტის/შეფასების გავლის, ელექტრონული ფოსტის გაგზავნის ან ჩვენთან დარეკვის დროს).
  • ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია, როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენს სისტემებთან ან ჩვენ გიკავშირდებით (მაგ. როდესაც იყენებთ PMI-ს აპლიკაციას ან ვებსაიტს, ან როდესაც ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ ვაკონტროლოთ თქვენ მიერ ელწერილების და SMS შეტყობინებების მიღება ან გახსნა).
  • ჩვენ ასევე შეიძლება მესამე პირისგან მივიღოთ ინფორმაცია (მაგ. დასაქმების სააგენტოების, საინფორმაციო პროვაიდერების, (სადაც ეს ნებადართულია კანონით) ბიოგრაფიის სკრინინგის პროვაიდერებისგან და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როგორიცაა კომპანიის ვებსაიტები, ინტერნეტ ძიება ან სოციალური მედიის პლატფორმები, მაგ. LinkedIn).

აღნიშნული შეტყობინებით ყველა ის მეთოდი, რომლითაც თქვენ შემხებლობში ხართ ჩვენთან, მოხსენიებული იქნება, როგორც „PMI-ს შეხების წერტილები”. PMI-ს შეხების წერტილები მოიცავს როგორც ფიზიკურ (მაგ. საცალო გაყიდვები და ღონისძიებები, მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრები), ასევე ციფრულ წეტილებს (მაგალითად, აპები და ვებსაიტები).

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ მოგვაწვდით. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • რეგისტრირდებით, რათა იყოთ ჩვენი მონაცემთა ბაზების წევრი (მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს პირადად, აპლიკაციის გამოყენებით, ან ონლაინ, როდესაც ანგარიშს და კანდიდატის პროფილს ქმნით);
  • გვიგზავნით ვაკანსიაზე განაცხადს და დამხმარე ინფორმაციას;
  • მონაწილეობთ გასაუბრებაში;
  • ასრულებთ ტესტს/გადიხართ შეფასებას;
  • გვაწვდით სამუშაოს შეთავაზებაზე თანხმობას, ბიოგრაფიის სკრინინგის და კოლექტივში მიღების ინფორმაციას (სადაც შეესაბამება);
  • გადმოიწერთ, ან იყენებთ ციფრულ შეხების წერტილებს (მაგ. აპლიკაცია ან ვებ-გვერდი);
  • გვიკავშირდებით PMI-ს შეხების წერტილის, ელფოსტის, სოციალური მედიის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • რეგისტრირდებით პრესრელიზების, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების ან სამუშაო განახლებების მისაღებად;
  • მონაწილეობას იღებთ გამოკითხვებში ან (სადაც ეს კანონით დაშვებულია) შეჯიბრებებში ან სარეკლამო კამპანიებში; ან
  • ესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ის აფილირებული პირის მიერ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობიდან, თუ თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის ჩვენთვის გამოგზავნას. ეს შეიძლება გაზიარდეს ინტერნეტთან პირდაპირი კავშირის საშუალებით, ან ჩვენი ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ.

ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოხდება მაშინ, როდესაც:

  • ეწვევით ჩვენს ოფისებს (მაგ. ვიდეო (CCTV) ჩანაწერის ან შენობაში შესვლის ჟურნალის გზით);
  • გაივლით ნიჭის და უნარების ონლაინ ტესტირებას (მათ შორის ონლაინ და ვიდეო ჩაწერის საშუალებით);
  • დაესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იქნება PMI-ს აფილირებული პირის მიერ (მაგ. ღონისძიებაზე არსებული სენსორების მეშვეობით, რომლებიც უკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს);
  • გამოიყენებთ PMI-ს სისტემებს ან PMI-ს მოწოდებულ მოწყობილობებს, როგორიცაა ლეპტოპი;
  • კომუნიკაცია გექნებათ ჩვენთან (მაგალითად, PMI-ს შეხების წერტილის, ელფოსტის, ან სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით);
  • გამოიყენებთ PMI-ს შეხების წერტილებს (მაგ., როგორიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები/პიქსელები); ან
  • გააკეთებთ ჩვენ მიერ გამოწერილ სოციალური მედიის პლატფორმებზე საჯარო განცხადებებს (მაგ., იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის გასაგები იყოს).

ჩვენ ასევე შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ ქუქი-ფაილების და შეხების წერტილებზე არსებული სხვა მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიების გამოყენებით (როგორიც არის ვებ შუქურები/პიქსელები), რომელსაც იღებთ, როდესაც ეწვევით PMI-ს ციფრულ შეხების წერტილებს ან მიიღებთ ელწერილს ჩვენგან. კონკრეტული ქუქი-ფაილები და სხვა გამოყენებული ტექნოლოგიები დამოკიდებული იქნება შესაბამის PMI-ს შეხების წერტილზე. PMI-ს შეხების წერტილებზე გამოყენებულ სხვა მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქი-ფაილები, იხილეთ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამგვარ შეხების წერტილში ან მისი გამოყენებისას. ეს ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს Google ანალიტიკის ქუქი-ფაილებს (იხილეთ https://policies.google.com/technologies/partner-sites .)

 

იქ, სადაც ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე პირებისგან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ინფორმაცია დასაქმების სააგენტოებიდან;
  • ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია PMI-ს აფილირებულ პირებს შორის;
  • ინფორმაცია მესამე მხარის სოციალური მედიის საიტებიდან (მაგ., თუ აირჩევთ სამუშაო პლატფორმაზე შესვლის პროცესის გამარტივებას, პირდაპირი წვდომის დაშვებით მესამე მხარის სოციალური მედიის ანგარიშზე შესვლის შემდეგ, როგორიცაა Gmail ან Yahoo!, ან თუ გსურთ ინფორმაციის პლატფორმაზე ატვირთვა (მაგალითად, LinkedIn-იდან) განაცხადის ხელით შევსების ნაცვლად); და
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი პროფილის ინფორმაცია (მაგ. თქვენი გამოცდილება, უნარები და ინტერესები) მესამე პირის სოციალური მედიის საიტებიდან (მაგ. LinkedIn).

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა კონტექსტშიც, რაც თქვენთვის თვალსაჩინო იქნება აღნიშნულის განხორციელების დროს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენთან ურთიერთობის მართვის და ადმინისტრირებისთვის (მათ შორის, სადაც ვთანხმებით, გარკვეული ხარჯების ასანაზღაურებლად გასაუბრებაზე დასასწრებად) და ჩვენი ბიზნესის სამართავად, მათ შორის, ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად (მაგ. თქვენი ვინაობის დადასტურება, თქვენი მუშაობის უფლება, განაცხადის დეტალები და, სადაც კანონით დაშვებულია, ბიოგრაფიის შემოწმების გზით თქვენი ვარგისიანობის შემოწმება სამუშაოსთვის)
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით კანდიდატის პროფილში, სამუშაო განაცხადში, ფორმებსა თუ გამოკითხვებში
  • ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია როლისთვის თქვენი უფლებამოსილების შესაფასებლად, მოკლე სიაში მოსახვედრად და კანდიდატების შესარჩევად
  • ინფორმაცია ჩვენს ოფისში და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ
  • საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამუშაოს შესათავაზებლად და სამუშაოზე ასაყვანად (როგორიცაა შეთავაზების გაკეთება, შრომითი ხელშეკრულების შედგენა, ბენეფიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სისტემებზე წვდომის უზრუნველყოფა)
  • ჩვენი მონიტორინგისა და რეკრუტირების პროცესის მუდმივი გაუმჯობესების ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარების დროს ან ჩვენთან გამოგზავნილი ელფოსტის მეშვეობით
  • ინფორმაცია პრეფერენციების, ინტერესებისა და კარიერული მისწრაფებების შესახებ (მათ შორის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა ინფორმაციიდან, მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაციიდან)
  • ბიზნეს ანალიტიკისა და გაუმჯობესების ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია
  • სტატისტიკური ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაცია ადამიანების შესახებ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში)

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, თვალსაჩინო იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას. მაგალითად:

  • განაცხადის და დაქირავების პროცესის დროს თქვენ გვაწვდით სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, უნარებს, კვალიფიკაციას, გამოცდილებას და, სადაც ჩვენ ვთანხმდებით, ინფორმაციას (როგორიცაა თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალები), რომელიც საშუალებას გვაძლევს ავანაზღაუროთ გასაუბრებაზე დასწრების გარკვეული ხარჯები);
  • ნებისმიერი გასაუბრების ან შეფასების დროს თქვენ სცემთ პასუხებს კითხვებზე;
  • თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი კარიერული მისწრაფებებისა და ინტერესების შესახებ, რათა ჩვენ გამოგიგზავნოთ შესაბამისი შეთავაზებები; და
  • ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც თქვენს იდენტიფიცირებას მოახდენს და დაადასტურებს თქვენი მუშაობის უფლებას, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სახის ფოტოსურათი.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, ძირითადად მოიცავს:

  • ჩვენს ოფისებში თქვენი ვიზიტის დეტალები, ინტერვიუებზე, შეფასებებზე და ღონისძიებებზე დასწრება (როგორიცაა დრო და ხანგრძლივობა);
  • PMI-ს შეხების წერტილების გამოყენების დეტალები (როგორიცაა აპლიკაციები/ინფორმაცია, დრო და ხანგრძლივობა, მოძიებული ინფორმაცია); და
  • ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ (როგორიც არის, IP მისამართი ან მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, მონაცემები მდებარეობის შესახებ, დეტალები ნებისმიერ ქუქი-ფაილებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ შენახული გვქონდეს თქვენს მოწყობილობაში).

ინფორმაცია, რომელსაც მესამე მხარისგან ვაგროვებთ, ძირითადად მოიცავს:

  • ვაკანსიაზე განაცხადის შესახებ ინფორმაცია დასაქმების სააგენტოებიდან (სადაც შეგაქვთ განცხადება დასაქმების სააგენტოს მეშვეობით);
  • რეკომენდაციები და სამუშაო სერთიფიკატები წინა დამსაქმებლების ან სხვა რეკომენდატორებისგან;
  • სადაც ნებადართულია კანონით, ბიოგრაფიის სკრინინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ვაკანსიისთვის ვარგისიანობას (როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება, მისამართის დადასტურება, კვალიფიკაციის და დასაქმების ისტორიის დადასტურება, სანქციების და პოლიტიკურად აქტიური პირების სიებში ძებნა და ნასამართლობის შესახებ ნებისმიერი დეტალები);
  • შესვლის ინფორმაცია და პროფილის ინფორმაცია მესამე მხარის სოციალური მედიის საიტებიდან (მაგალითად, თუ აირჩევთ სამუშაო პლატფორმის სისტემაში შესვლის პროცესის გამარტივებას, რათა დაუშვათ პირდაპირი წვდომა მესამე პირის სოციალური მედიის ანგარიშში შესვლის შემდეგ, როგორიცაა Gmail ან Yahoo!, ან თუ გსურთ ინფორმაციის ატვირთვა პლატფორმაზე (მაგალითად, LinkedIn-დან) აპლიკაციის ხელით შევსების ნაცვლად); და
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი პროფილის ინფორმაცია (როგორიცაა თქვენი როლი, უნარები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ინტერესები, მაგალითად, კომპანიის ვებსაიტიდან, ინტერნეტ საძიებო სისტემებიდან ან სოციალური მედიის პლატფორმებიდან, როგორიცაა LinkedIn).

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ, შეიძლება იყოს თქვენი:

  • სახელი
  • პაროლი
  • სახლის და საფოსტო მისამართი 
  • საკონტაქტო დეტალები, მათ შორის პირადი ელფოსტის მისამართი და სახლის/პირადი მობილური ტელეფონის ნომერი, რა შემთხვევაშიც ეს დეტალები მოწოდებულია, როგორც განაცხადის აუცილებელი ელემენტები
  • სქესი
  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე/ვაკანსიაზე განაცხადი, რომელიც შეიცავს პერსონალურ და პროფესიულ ინფორმაციას
  • როგორ გაიგეთ სამუშაოს შესახებ
  • მუშაობის უფლება, მათ შორის პასპორტი ან სხვა ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • რეკომენდაციები
  • საკვალიფიკაციო ჩანაწერები და სერტიფიკატები
  • განათლებისა და დასაქმების ისტორია
  • ინფორმაცია სამხედრო სამსახურის შესახებ
  • ვაკანსიებზე განაცხადი
  • მიმდინარე, მოსალოდნელი და შეთავაზებული დასაქმების წესები და პირობები (მაგ. ანაზღაურება, სამუშაო საათები, დასვენების დღეები, დამატებითი სარგებელი)
  • ინტერვიუს ჩანაწერები და შეფასების შედეგები
  • განაცხადის შედეგი და მიზეზი
  • ვაკანსიაზე განაცხადის გაუქმების მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სოციალური დაზღვევისა და საშემოსავლო გადასახადის მონაცემები
  • საგადასახადო კოდექსი
  • დაბადების თარიღი
  • ოჯახური სტატუსი და მდგომარეობა
  • საბანკო ანგარიშის ინფორმაცია (იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიქნებით აგინაზღაუროთ გასაუბრებაზე დასწრების გარკვეული ხარჯები, ან შემოგთავაზებთ სამუშაოს და დაეთანხმებით მას)
  • ფოტო და ვიდეო ჩანაწერები
  • სისტემის მომხმარებლის ინფორმაცია
  • თქვენ მიერ PMI-ს საინფორმაციო სისტემების გამოყენების შესახებ ავტომატური ჩანაწერები
  • ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია PMI-ს აფილირებული პირის მიერ ოპერირებული საინფორმაციო სისტემების გამოყენების დროს
  • ინფორმაცია ჩვენს ოფისში და ღონისძიებებზე თქვენი ვიზიტის შესახებ

ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშავოთ თქვენს შესახებ ინფორმაციის სპეციალური კატეგორიები, როგორიცაა:

  • რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობა (მაგ. თანაბარი შესაძლებლობების მონიტორინგი)
  • პოლიტიკური მოსაზრებები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნებაყოფლობით აზიარებთ ამ ინფორმაციას)
  • რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი (მაგ. განთავსების ობიექტისთვის)
  • სექსუალური ორიენტაცია (მაგ. თანაბარი შესაძლებლობების მონიტორინგი ან თუ თქვენ ნებაყოფლობით აზიარებთ ამ ინფორმაციას)
  • პროფკავშირის წევრობა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნებაყოფლობით აზიარებთ ამ ინფორმაციას)
  • თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის ინვალიდობის შესახებ (მაგ. განთავსების ობიექტისთვის)

ჩვენ დავამუშავებთ ამ ტიპის მონაცემებს, თუ თქვენ ნებაყოფლობით გაგვიზიარებთ მათ, თუ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება, დავამუშაოთ ინფორმაცია და, რეკრუტირების პროცესიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ განთავსების ობიექტით.

რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას?

აღნიშნულ განყოფილებაში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო შეტყობინება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში აკრძალულია ამ შეტყობინებაში მითითებული რომელიმე საქმიანობა, ჩვენ არ გამოვიყენებთ ინფორმაციას შესაბამისი მიზნისათვის ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:

  • შევამოწმოთ ვინაობა, როლზე დასაშვებობა და მუშაობის უფლება
  • შევამოწმოთ დასაქმების ისტორია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და რეკომენდაციები
  • სადაც კანონით ნებადართულია, ჩავატაროთ კანდიდატის შემოწმება და ბიოგრაფიის სკრინინგი
  • განვახორციელოთ სამუშაოზე აყვანა და შერჩევა, მათ შორის ინტერვიუები, შეფასებები და ფსიქომეტრიული პროფილირება, მოკლე სიის შერჩევა, სამუშაო შეთავაზება და შეღავათები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ბიზნესის ადმინისტრირება, მათ შორის, ჩანაწერების შენახვის ვალდებულებები
  • საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრებაზე დასწრების ხარჯების ანაზღაურების ადმინისტრირება
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებამდე პროცესების ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო დოკუმენტების მომზადება, სისტემების მოწყობა და შენობაში შესვლის უფლების ჩართვა
  • რეკრუტირების პროცესის მონიტორინგი
  • ბიზნეს ანალიტიკისა და გაუმჯობესებისთვის, რაც მოიცავს სამუშაოზე აყვანის პროცესს, ღონისძიებებს, PMI-ს ციფრული შეხების წერტილებს, PMI-ს სისტემებს და მოწყობილობებს, ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) გადავცემთ დასაქმების კანდიდატებს

თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგიდან ერთ-ერთი (რაც უფრო დეტალურად ახსნილი იქნება განყოფილებაში „გაიგეთ მეტი“):

  • იმ სამართლებრივი ვალდებულებების დაცვა, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე
  • ხელშეკრულების დადებამდე თქვენი მოთხოვნების გათვალისწინება
  • კანონიერი ბიზნეს ინტერესი, რომელიც არ არის გადაფარული ინფორმაციის დაცვის თქვენეული ინტერესით
  • თუ არცერთი ზემოხსენებული არ ვრცელდება, ან სადაც აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული, მაშინ თქვენი თანხმობა (რომელსაც გამოვითხოვთ, სანამ დავამუშავებთ ინფორმაციას)

მიზნები, რომელთათვისაც ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ინფორმაციის მოპოვების შესაბამისი მეთოდები და სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

 მიზანი
ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და სამართლებრივი საფუძველი დამუშავებისათვის

რეგულატორის ვალდებულებებთან შესაბამისობა

  • პირადობისა და მუშაობის უფლების შემოწმება
  • ჩვენი სამუშაო ძალის დემოგრაფიული შემადგენლობის შეფასება, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების მონიტორინგი

აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად გადმოგვეცემა პირადად თქვენგან.

ჩვენ ამას იმიტომ ვიყენებთ, რომ ჩვენთვის აუცილებელია შევასრულოთ კანონიერი ვალდებულება, დავასაქმოთ მხოლოდ იმ ქვეყანაში მუშაობის უფლების მქონე პირები, სადაც არის გამოცხადებული ვაკანსია და ვაკონტროლოთ ჩვენი სამუშაო ძალის დემოგრაფიული მონაცემები, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს, იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი კარგი პრაქტიკის მოთხოვნების დაცვით, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ დაცული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაცია.

განაცხადის გადამოწმება და კანდიდატის შემოწმება (სადაც ნებადართულია კანონით)

  • დასაქმების ისტორიის, კვალიფიკაციის, გამოცდილების და ცნობების შემოწმება
  • სადაც კანონით ნებადართულია, კანდიდატის შემოწმება და ბიოგრაფიის სკრინინგი

ეს, როგორც წესი, იქნება ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც თქვენ პირდაპირ მიაწვდით (როგორც ვაკანსიაზე განაცხადის ნაწილი) და, ჩვენი სამუშაოზე აყვანის პროცესის შემდგომ ეტაპებზე, ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ მესამე მხარისგან, როგორიცაა რეკომენდაციები და (სადაც კანონით ნებადართულია) ნასამართლობის შესახებ ჩანაწერის შემოწმება.

ჩვენ მას ვიყენებთ იმიტომ, რომ ჩვენთვის აუცილებელია შევასრულოთ კანონიერი ვალდებულება, დავასაქმოთ მხოლოდ უფლებამოსილი და შესაფერისი ადამიანები, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ასეთი სამართლებრივი ვალდებულება, ამას ვაკეთებთ, რადგან გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი უზრუნველვყოთ თქვენი შესაბამისობა და დასაშვებობა ჩვენთან ვაკანსიაზე გამოცხადებული როლისთვის, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ შეზღუდული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენება.

სამუშაოზე აყვანა და შერჩევა

  • კანდიდატის დაკომპლექტება და შერჩევა, მათ შორის გასაუბრებები, ჩაწერილი ვიდეოები, შეფასებები, ფსიქომეტრიული ტესტირება
  • ვაკანსიაზე განაცხადის ფორმებისა და ონლაინ შეფასების ინსტრუმენტებისა განხილვა და უნარების ტესტები
  • მოკლე სიის შედგენა
  • საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრებაზე დასწრების გარკვეული ხარჯების ანაზღაურების ადმინისტრირება
  • სადაც ეს შესაძლებელია, შეთავაზების გაკეთება და სოციალური დახმარების შეთანხმება
  • ჯგუფური, პანელური და ინდივიდუალური გასაუბრება
  • ვაკანსიაზე განაცხადების შედეგის და სხვა შესაძლებლობების თქვენთვის ინფორმირება, თანამდებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინტერესის მონიტორინგი
  • ჩანაწერების წარმოება

ეს, როგორც წესი, იქნება ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც თქვენ პირდაპირ მიაწვდით (დასაქმების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე) და ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ მესამე პირისგან, როგორიცაა ნებისმიერი დამსაქმებელი ან სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც იყენებთ ჩვენთან თქვენი ინფორმაციის გასაზიარებლად.

ჩვენ ამას ვიყენებთ, რადგან გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი მოვახდინოთ კანდიდატების სამუშაოზე აყვანა და შერჩევა (მათ შორის გასაუბრებების და შეფასებების ჩატარება), პროცესის ადმინისტრირება და რეკრუტირების პროცესის ჩანაწერების შენახვა, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ შეზღუდული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენება.

სამუშაოზე აყვანამდე თანამშრომლების მართვა

  • სამუშაოზე აყვანის აქტივობები, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების მომზადება, გაცემა და ხელმოწერა
  • ელექტრონული პერსონალური ჩანაწერის და პირადი საქმეების შექმნა
  • სახელფასო ჩანაწერების შექმნა
  • თანამშრომლების ახალი სოციალური სარგებლის რეგისტრაცია
  • დასაქმების შესახებ სამართლებრივი ორგანოების შეტყობინება

ეს ინფორმაცია გროვდება სამუშაოზე აყვანის პროცესის შემდგომ ეტაპებზე და სამუშაო შეთავაზების დამუშავების ან/და მიღების დროს.

ჩვენ ამას ვიყენებთ, რადგან გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, მოვამზადოთ დასაქმების საჭირო დოკუმენტები და შევავსოთ საჭირო შიდა ჩანაწერები, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ შეზღუდული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენება.

რეკრუტირების პროცესის მონიტორინგი

  • ხარისხის კონტროლი და სამუშაოზე აყვანის პროცესთან შესაბამისობის მონიტორინგი

.
ამ ინფორმაციის შეგროვება ხდება სამუშაოზე აყვანის მთელი პროცესის დროს.

ჩვენ მას ვიყენებთ, რადგან ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი გვაქვს, შევამოწმოთ ჩვენი სამუშაოზე აყვანის პროცესის შესაბამისობა, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ შეზღუდული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენება.

ყველა ზემოხსენებული მიზნის მხარდაჭერა

  • ადმინისტრირება გავუწიოთ თქვენს ანგარიშებს
  • უზრუნველვყოთ, რომ თქვენ გამოიყენოთ PMI-ის შეხების წერტილები (მაგალითად, ნება დაგრთოთ დარჩეთ შესული შეხების წერტილების ისეთ განყოფილებებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული წევრებისათვის, ვმართოთ თქვენი ენობრივი პრეფერენცია)
  • გვქონდეს თქვენთან მიმოწერა
  • ჩვენთან თქვენი შეხვედრების მართვა (მაგალითად, გასაუბრების ან შეფასების დროს)
  • გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება
  • ადმინისტრირება გავუწიოთ ტექნიკური პრობლემების გამოსწორებას

ეს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას (სახელი, პაროლი (ან მისი ექვივალენტი)) და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად (მაგალითად, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, ქუქი-ფაილები და მსგავსი აღმრიცხველი ტექნოლოგიები).

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმ საფუძვლით, რომელიც შეესაბამება მისი გამოყენების მიზნებსა და იმ საქმიანობას, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმართავთ თქვენს ანგარიშს ვაკანსიის ძიების ან განაცხადის მხარდასაჭერად, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ გვაქვს ლეგიტიმური საქმიანი ინტერესი ჩვენი ბიზნესის გასატარებლად და პერსონალის დასაკომპლექტებლად, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ დაცული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაცია.

ბიზნეს ანალიტიკა და გაუმჯობესებები

  • სამუშაოზე აყვანის პროცესის ეფექტურობის შეფასება
  • ბიზნესის ანალიტიკა და გაუმჯობესებები (მათ შორის, ჩვენი სამუშაოზე აყვანის პროცესისთვის, ღონისძიებებისთვის, ციფრული PMI შეხების წერტილებისთვის და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი აფილირებული პირები) ვაძლევთ დასაქმების კანდიდატებს)

ეს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის კომბინაციას; ასევე ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად; და (სადაც აღნიშნული დაშვებულია კანონით) ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მესამე პირებისგან.

ჩვენ მას ვიყენებთ იმ მოტივით, რომ გვაქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი, გავაანალიზოთ, შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაოზე აყვანის მცდელობები, პროცესები, PMI შეხების წერტილები და ღონისძიებები, რაც არ არის გადაფარული თქვენი ინტერესებით, უფლებებით და თავისუფლებებით, რომ დაცული იყოს თქვენ შესახებ ინფორმაცია.

თუ ჩვენ თქვენ შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი საფუძვლებისა, ინფორმაციის დამუშავებამდე, ჩვენ წინასწარ მოგმართავთ თანხმობის მისაღებად აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისათვის (აღნიშნული შემთხვევები გასაგები იქნება კონტექსტიდან გამომდინარე). დროდადრო შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი მკაფიო თანხმობა, რომ დავამუშაოთ ინფორმაციის სპეციალური კატეგორიები თქვენ შესახებ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა მიზნებისთვისაც. ასეთი გარემოების არსებობისას, ჩვენ მოგაწვდით პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებით შეტყობინებას, რომელიც განმარტავს აღნიშნულ გამოყენებას. ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება უნდა გაგებულ იქნეს აღნიშნულ შეტყობინებასთან კავშირში.

ვიღებთ რაიმე ავტომატურ გადაწყვეტილებებს?

ჩვენ შეიძლება მივიღოთ ავტომატური გადაწყვეტილებები ამ შეტყობინებაში მოცემულ ნებისმიერ საკითხზე (მაგალითად, სკრინინგზე და ვინ შევიყვანოთ გასაუბრების მოკლე სიაში). თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინვე გაცნობებთ გადაწყვეტილების მიღების ლოგიკას, ასევე თქვენ შესახებ ინფორმაციის ამგვარი გამოყენების მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებს.

ვისთან ვაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მიზნებისთვის?

ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია შემდეგ პირებთან :

  • PMI-ს აფილირებული პირები;
  • მესამე პირები, რომლებიც PMI-ს აფილირებულ პირებს ან თქვენ აწვდიან პროდუქტებს ან სერვისებს (როგორიცაა დასაქმების, ბიოგრაფიის სკრინინგის სააგენტოები, ონლაინ შეფასების პროვაიდერები და სერვისის მომწოდებლები, რომლებიც მხარს უჭერენ PMI-ს ძალისხმევას გააუმჯობესონ კანდიდატის გამოცდილება); და
  • სხვა მესამე მხარეები, სადაც საჭიროა ან ნებადართულია კანონით (როგორიცაა მარეგულირებელი ორგანოები; სახელმწიფო დეპარტამენტები; წარსული, პოტენციური ან მომავალი დამსაქმებლები; და ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში).

ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სხვებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარად, სადაც კანონით სავალდებულოა თქვენი თანხმობა, პირველ რიგში მოვითხოვთ მას.

ინფორმაციის გაზიარება PMI-ის სხვა აფილირებულ პირებთან

  • ინფორმაცია თქვენ შესახებ გაზიარებულ იქნება Philip Morris Products S.A. კომპანიასთან (მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარიაში), რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ცენტრალური ადმინისტრირების ადგილს PMI-ის აფილირებული პირებისათვის. ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა ასევე გაზიარებულ იქნეს Philip Morris International საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვის ცენტრ Sàrl-თან (მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარიაში), როგორც PMI-ის აფილირებული პირების ტექნოლოგიების პროვაიდერთან. Philip Morris Products S.A. (იმ მოცულობით, რითაც მას აქვს წვდომა) და Philip Morris International IT სერვის ცენტრი Sàrl ამუშავებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ ყველა იმ მიზნისთვის, რაც მოცემულია აღნიშნულ შეტყობინებაში.
  • თქვენ შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდება სხვა PMI აფილირებულ პირებთან ამ შეტყობინებაში აღწერილი ყველა მიზნით (მაგალითად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებთ თუ არა PMI-ს რომელიმე აფილირებულ პირთან არსებული ხელმისაწვდომი ვაკანსიების მოთხოვნებს). როდესაც თქვენ ტვირთავთ ინფორმაციას სამუშაოს ძიების პლატფორმაზე, ის ხელმისაწვდომი ხდება PMI-ს თითოეული აფილირებული პირისთვის, PMI-ს თითოეულ აფილირებულ პირს შეუძლია მისი დამუშავება დასაქმების საკუთარი მიზნებისთვის. ეს ასე ხდება მაშინაც კი, თუ თქვენ პასუხობთ ვაკანსიას, რომელიც გამოაქვეყნა PMI-ს კონკრეტულმა აფილირებულმა პირმა. შესაბამისად, თქვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეიძლება მოხდეს გლობალურად (თუ თქვენი ინფორმაცია გროვდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაციის გადაცემა შეიძლება მოხდეს მის ფარგლებს გარეთ).

დეტალური ინფორმაცია PMI-ს აფილირებულ პირებზე და ქვეყნებზე, სადაც ისინი არიან დაფუძნებული, ხელმისაწვდომია აქ. 

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

თუ იაპონიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

თუ თქვენ იმყოფებით იაპონიაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნებისთვის PMI-ის სხვა აფილირებულ პირებს იაპონიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის „ერთობლივი გამოყენების“ საფუძველზე. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, Philip Morris Japan Limited (PMJ) აგრძელებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვას და იგივეს გაკეთებას ვითხოვთ მათგან, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს. გარდა ამისა, თუ ისინი მდებარეობენ იაპონიის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

  • კანონით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია გავაზიაროთ მესამე პირებთან, რომლებიც აწვდიან PMI-ს აფილირებულ პირებს ან თქვენ პროდუქციას და მომსახურებას (მაგ., დასაქმების სააგენტოები, ბიოგრაფიის სკრინინგის პროვაიდერები, ონლაინ შეფასების პროვაიდერები, საინფორმაციო მომსახურების პროვაიდერები პირები და პირადობის დადასტურების პროვაიდერები ).
  • კანონით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია მესამე პირებთან, სადაც აღნიშნული მოითხოვება ან დასაშვებია კანონით, მაგალითად: მარეგულირებელ ორგანოებთან; სახელმწიფო დეპარტამენტებთან; სახელმწიფო სამართალდამცავ უწყებებთან ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე; იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასაჯაროება აუცილებელია და საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფიზიკური ზიანი, ფინანსური ზარალი ან სავარაუდო ან რეალური უკანონო ქმედების გამოძიებასთან დაკავშირებით; ასევე ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის კონტექსტში.
  • თუ ჩვენ გთავაზობთ მგზავრობას ან საცხოვრებელს (მაგ. როდესაც გჭირდებათ გამგზავრება, რომ დაესწროთ გასაუბრებას), ინფორმაცია თქვენ შესახებ შესაძლოა გაზიარებულ იქნეს მესამე პირებთან, რომლებიც გეგმავენ მგზავრობას, უზრუნველყოფენ ტრანსპორტით ან მგზავრობასთან დაკავშირებული მომსახურებით, ისეთები, როგორიც არის მგზავრობის აგენტი, ონლაინ დაჯავშნის მომსახურების უზრუნველმყოფი პირები, ბილეთების აგენტები, ავიახაზები, მანქანის გამქირავებელი კომპანიები, რკინიგზითა და სასტუმროთი უზრუნველმყოფი პირები. აღნიშნული პირები გამოიყენებენ თქვენ შესახებ ინფორმაციას საკუთარი მიზნებისათვის (მაგალითად რათა შეასრულონ თქვენს წინაშე არსებული ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება) და თქვენ უნდა შეამოწმოთ მათი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული შეტყობინება იმისათვის, რათა შეიტყოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე. გაითვალისწინეთ ასევე, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ მესამე მხარესთან მიმართებაში, მათ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით.

სად შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია თქვენ შესახებ?

როგორც სხვა ნებისმიერი მრავალეროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს აფილირებულ პირებს და მომსახურების მომწოდებლებს.  შესაბამისად, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს სხვა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი სტანდარტული ოპერაციების ნაწილი.  როდესაც გადავცემთ თქვენს მონაცემებს საზღვარგარეთ, ჩვენ ვზღუდავთ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ მათთვის, ვინც ის უნდა ნახოს, დაამუშაოს თქვენი მონაცემები მონაცემთა დაცვის შიდა სტანდარტების შესაბამისად, დაიცავს ისინი სათანადოდ. ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას მხოლოდ მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად.  მონაცემთა გადაცემის დროს, ჩვენ მოვთხოვთ მიმღებ მხარეს შეინახოს თქვენი მონაცემები კონფიდენციალურად, წაშალოს ისინი, როდესაც აღარ არის საჭირო და იმოქმედოს ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების შესაბამისად.  შესაბამისად, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ.  მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკური ზონაში, (EEA), ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში ან იაპონიაში, თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს სხვა ქვეყანაში.

აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად ინფორმაციის გამოყენებისას, ინფორმაცია თქვენ შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს, როგორც იმ ქვეყანაში სადაც ის შეგროვებულ იქნა, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც სადაც არ არსებობს ექვივალენტური მონაცემთა დაცვის სტანდარტები.

მაგალითად, PMI-ის აფილირებულმა პირებმა ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) შესაძლოა გადასცენ პერსონალური ინფორმაცია PMI-ის აფილირებულ პირებს ევროკავშირსა და EEA-ს გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემა იქნება:

 

გაერთიანებული სამეფოდან გადაცემისთვის, გაერთიანებული სამეფოს GDPR-ისა და ინფორმაციის კომისრის ოფისის მითითებების შესაბამისად . 

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე პერსონალური მონაცემები დაცული იქნება შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით.

ჩვენი სერვისის პროვაიდერები მდებარეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, და არა მხოლოდ EEA, შვეიცარიაში, აშშ -ში, კანადაში, ინდოეთში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას, რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია უკანონო გასაჯაროების, გამოყენების, შეცვლისა ან განადგურებისაგან. იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვას. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან, რომ მათ მკაცრად დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?

ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას თქვეს შესახებ იქამდე სადამდეც აღნიშნული აუცილებელი იქნება იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნითაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება მონაცემთა შენახვის ჩვენი შიდა სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ წავშლით ამ ინფორმაციას. შენახვის ვადა დამოკიდებულია იმ მიზანზე, რა მიზნითაც მოხდა ინფორმაციის შეგროვება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ კანონით ვალდებულები ვართ დავიტოვოთ ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისათვის ან შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის გასვლის შემდეგ.

ძირითადად ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემებს ქვემოთ ცხრილში მოცემულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუ ეს პერიოდები ეწინააღმდეგება სამართლებრივ ვალდებულებებს, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული მიზნებისთვის, იმისთვის, რომ შევინახოთ ინფორმაცია განსაზღვრული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, ან წავშალოთ იგი განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის შემდეგ, ჩვენ ასეთ დროს ვიყენებთ დადგენილ ვადებს.

 სახეობა
განმარტება/მონაცემთა შენახვის ტიპური კრიტერიუმები
  • რეკრუტირების პროცესის მონაცემები

თუ ჩვენთან შემოიტანთ განაცხადს დასაქმებაზე, ჩვენ შევინახავთ თქვენი განაცხადის ჩანაწერს მანამ, სანამ ის აქტუალური იქნება ჩვენი ურთიერთობის ფარგლებში, მაგალითად, სამუშაოზე აყვანის პროცესის დროს, რომ გაცნობოთ სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენთვის იყოს საინტერესო და, თუ თქვენი განაცხადი წარმატებული იქნება, ჩვენთან დასაქმების პერიოდში.

როგორც წესი, თქვენ შესახებ ინფორმაცია ინახება 12 თვემდე ვადით იმ თარიღიდან დაწყებული, როდესაც ბოლოს შეხვედით დასაქმების პლატფორმაზე. ჩვენ ვაწარმოებთ ჩანაწერებს სამსახურში აყვანის პროცესის შესახებ კანონით განსაზღვრულ ვადაში, რა პერიოდშიც შეიძლება წარმოიქმნას დასაქმების პროცესიდან წარმოშობილი პრეტენზია. ჩვენ შეიძლება უფრო დიდხანს შევინახოთ თქვენი ინფორმაცია, თუ თქვენ განცხადება შემოგაქვთ გარკვეული ტიპის პოზიციაზე და ეს ნებადართულია ან სავალდებულოა ქვეყანაში, სადაც ეს პოზიცია მდებარებობს.

სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურში აყვანის პროცესთან (მაგალითად, შეფასების შედეგები და ბიოგრაფიის შემოწმება) ინახება ხანმოკლე პერიოდით, ვიდრე არ დაიწყება უფრო მუდმივი ჩანაწერების წარმოება (მაგალითად, შეფასების შედეგის ჩანაწერი ან ბიოგრაფიის შემოწმება).

  • ვიზიტორების აღრიცხვა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწვევით ჩვენს შენობებს, ვიზიტორების შესახებ ჩანაწერები ინახება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში.

  • CCTV

თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შენობებს, CCTV-ს ჩანაწერები ინახება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • სისტემის კონტროლის ჩანაწერები და თაღლითობის პრევენცია

სისტემის კონტროლის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება 6 თვემდე ვადით სისტემის აღდგენის მიზნით და 10 წლამდე ვადით თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

  • ბიზნეს ანალიტიკა

ბიზნეს ანალიტიკის მონაცემების შეგროვება, როგორც წესი, ხდება ავტომატურად PMI-ის შეხების წერტილების გამოყენებისას და შემდგომ მალევე ხდება მისი ანონიმურად ქცევა/აგრეგირება.

რა უფლებები და შესაძლებლობები გაქვთ?

თქვენ გაქვთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • მოგვთხოვოთ , რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან;
  • მოგვთხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლა, განახლება ან წაშლა;
  • მოგვთხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა გარკვეულ გარემოებებში;
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში;
  • უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა პორტაბელურობა, ზოგიერთ შემთხვევებში; და
  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული უფლებების განხორციელების მარტივ გზას, როგორიც არის „გამოწერის შეწყვეტის“ ბმულის გამოყენება, ან დაკავშირება მისამართზე people.culture@pmi.com ან გამოიყენეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პარაგრაფში „ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?“ ამ შეტყობინების ბოლოს.

თქვენი უფლებები დამოკიდებულია თქვენი ქვეყნის კანონმდებლობაზე. თუ თქვენ ხართ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკური ზონაში, თქვენ ისარგებლებთ ქვემოთ ცხრილში ჩამოთვლილი უფლებებით. თუ თქვენ სხვაგან იმყოფებით, შეგიძლია დაგვიკავშირდეთ (ამ შეტყობინების ბოლოს იხილეთ პარაგრაფი „ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?“) მეტი ინფორმაციის მისაღებად.

უფლებები ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციასთან მიმართებაშიშემდგომი ინფორმაცია (ყველა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში გამოიყენება გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები)
  • უფლება მოგვთხოვოთ, რომ გქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან

აღნიშნული წარმოადგენს დადასტურებას:

  • ვფლობთ თუ არა ჩვენ ინფორმაციას თქვენ შესახებ;
  • თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაციის დამუშავების მიზანი;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიები;
  • იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც ვუზიარებთ ინფორმაციას და რომლებიც არიან დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის/ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ და არ სარგებლობენ ევროკომისიის ადეკვატურობის გადაწყვეტილებით, სარგებლობენ შესაბამისი დაცვის გარანტიებით ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით;
  • (იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გაგვაჩნია) ინფორმაციის წყარო, იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ იქნა შეგროვებული თქვენგან;
  • (თუ ჩვენ ვახორციელებთ ამას, რაც თქვენთვის ცნობილი გახდება) ავტომატურად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, რაც მოიცავს პროფილის ანალიზს, რომელიც წარმოქმნის სამართლებრივ შედეგებს თქვენთან მიმართებაში ან მსგავსი გზით არსებითად გეხებათ თქვენ, ასევე ინფორმაცია აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ ლოგიკასთან დაკავშირებით და ასევე თქვენ შესახებ ინფორმაციის ამგვარი მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები თქვენთვის; და
  • კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრას ხანგრძლივობას, რა პერიოდითაც ინფორმაცია შეინახება ჩვენ მიერ.

თქვენი მოთხოვნით, ჩვენ მოგაწვდით თქვენ შესახებ ინფორმაციის ასლს, რომელსაც ვიყენებთ (იმ პირობით, რომ ეს არ იმოქმედებს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე).

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის შეცვლა ან განახლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია არასწორი ან არასრულია.

  • მოგვთხოვოთ ინფორმაციის წაშლა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების გაზრდა, დავიწყების უფლება

აღნიშნული გამოიყენება ისეთ შემთხვევებში თუ:

  • ჩვენ მიერ შენახული ინფორმაცია აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის გამოიყენებოდა;
  • ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე და თქვენ უკან გამოიხმეთ თქვენი თანხმობა (ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიმახსოვრებთ, რომ აღარ დაგეკონტაქტოთ, იქამდე სანამ თქვენ არ განგვიცხადებთ, რომ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის სრულად წაშლა და რა შემთხვევაშიც ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს);
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე და ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი გაპროტესტების შემდგომ ჩვენ აღარ გვაქვს უპირატესი ინტერესი ინფორმაციის გამოყენების გაგრძელებისათვის;
  • ინფორმაცია უკანონო იქნა მოპოვებული ან გამოყენებული; ან
  • აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
  • მოგვთხოვეთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა

აღნიშნული უფლება გამოიყენება დროებით, იმ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს ისეთ შემთხვევებში როდესაც თქვენ:

  • დავობთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის სისწორეზე; ან
  • აპროტესტებთ ჩვენ მიერ ლეგიტიმურ ინტერესზე დაყრდნობით ინფორმაციის გამოყენებას

(იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისარგებლებთ მითითებული უფლებით, ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ, სანამ გადავწყვეტთ, რომ კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია).

მითითებული უფლება ასევე ძალაშია, თუ:

  • ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოყენება არაკანონიერია და თქვენ აპროტესტებთ მონაცემების ამოშლას; ან
  • ჩვენ აღარ გვესაჭიროება მონაცემები, მაგრამ თქვენ მოითხოვთ მათ, რათა წამოიწყოთ სამართლებრივი დავა.
  • გააპროტესტოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება

თუ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება იმ კონკრეტული მიზნისათვის, ამავდროულად, განმარტოთ თქვენი კონკრეტული გარემოებები და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს პროტესტს.

 

  • უკან გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით

აღნიშნული მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. ამგვარი შემთხვევები ნათელი იქნება კონტექსტიდან გამომდინარე.

  • გარკვეული ავტომატური გადაწყვეტილებების გასაჩივრება

თუ, როგორც სამუშაოზე აყვანის პროცესის ნაწილი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ავტომატური დამუშავების საფუძველზე და ეს გადაწყვეტილება ახდენს სამართლებრივ გავლენას თქვენზე ან მსგავსად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე (მაგალითად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოგიწვევთ გასაუბრებაზე), თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ გადაწყვეტილება, მოითხოვოთ ჩვენგან განვიხილოთ ეს გადაწყვეტილება ადამიანური რესურსებით და გამოთქვათ თქვენი აზრი.

ეს უფლება არ ვრცელდება, თუ:

  1. თქვენ წინასწარ განაცხადეთ თანხმობა გადაწყვეტილებაზე;
  2. თქვენი ინფორმაციის ამგვარი გამოყენება აუცილებელია სისტემაში შესაყვანად; ან თქვენსა და ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად; ან
  3. აღნიშნული ნებადართულია კანონით.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებების თქვენთვის მიწოდება მოხდება დროულად, გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ასევე თქვენი ინფორმირება მოხდება ინფორმაციის ამგვარი გამოყენების მნიშვნელობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

  • მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში, თუ:

  1. თქვენ გადმოგვეცით მონაცემები ჩვენ; და
  2. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით თქვენი თანხმობის ან თქვენ წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საფუძველზე,

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, უკან დაიბრუნოთ მონაცემები ჩვენგან ჩვეულებრივ გამოყენებად ფორმატში, ასევე თქვენ გაქვთ უფლება, მოგვთხოვოთ აღნიშნული მონაცემების გადაცემა რომელიმე სხვა პირისათვის, თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად განხორციელებადია.

  • წარადგინოთ პრეტენზია თქვენს ქვეყანაში არსებულ საზედამხედველო ორგანოში

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრეტენზია, ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, რომ ეს პირდაპირ მოგიგვაროთ ჩვენ.  საზედამხედველო ორგანოსთან დაკავშირებამდე, გთხოვთ, თავდაპირველად მოგვმართოთ ჩვენ ამ შეტყობინების დასაწყისში მითითებული საკონტაქტო დეტალების საშუალებით. 

თუ გსურთ დაუკავშირდეთ სამეთვალყურეო ორგანოს, საკონტაქტო დეტალებია:

  • ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონისთვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც ეს მითითებულია ევროპის ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით. თუ ვერ გარკვეულხართ, რომელია თქვენი იურისდიქციის ზედამხედველობის ორგანო, დაგვიკავშირდით ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დეტალების გამოყენებით. 
  • გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო კომისრის ოფისს ამ ბმულის საშუალებით.
  • სხვა ქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ თქვენი ქვეყნის უფლებამოსილი პირის ვებ-გვერდს.

თუ ვერ გარკვეულხართ, რომელია თქვენი იურისდიქციის ზედამხედველობის ორგანო, დაგვიკავშირდით ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დეტალების გამოყენებით.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი პუნქტები

იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, შესაძლებელია გაგაჩნდეთ გარკვეული დამატებითი უფლებები.

  • თუ თქვენ ხართ საფრანგეთში, უფლება გაქვთ მოგვცეთ მითითებები თქვენი გარდაცვალების შემდგომ თქვენზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (კონკრეტულად, მითითებები იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ წაიშალოს ინფორმაცია თქვენ შესახებ და უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვებს უფლება ნახონ ეს ინფორმაცია). თქვენ შეგიძლიათ:
  • მისცეთ ზოგადი მითითება ციფრული მომსახურების პროვაიდერს, რომელიც რეგისტრირებულია საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებაში (რომელსაც ეწოდება „CNIL“) (აღნიშნული მითითება მოქმედებს თქვენ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით); ან
  • მოგვცეთ სპეციალური მითითება , რომელიც ეხება მხოლოდ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებას .

თქვენმა მითითებამ შესაძლოა დაგვავალდებულოს გადავცეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე პირს (მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სხვა პირების შესახებ, ჩვენ ასევე გაგვაჩნია ვალდებულება დავიცვათ მათი პერსონალური მონაცემები, რაც შესაბამისაც ნიშნავს იმას, რომ ან ნაწილში ჩვენ ვერ შევასრულებთ თქვენს მითითებებს). თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ მესამე პირი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მითითებები ზედმიწევნით სრულდება. თუ აღნიშნული მიზნისთვის თქვენ არ დანიშნავთ მესამე პირს, თქვენი მემკვიდრეები უფლებამოსილები იქნებიან (თუ აღნიშნულს სხვაგვარად არ განსაზღვრავთ თქვენს მითითებებში) თქვენი გარდაცვალების შემდეგ განახორციელონ თქვენი უფლებები თქვენ შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

  • იმისათვის, რათა მოხდეს სამკვიდროს მართვა (რა შემთხვევაშიც თქვენი მემკვიდრეებს ექნებათ წვდომა თქვენ შესახებ ინფორმაციაზე, რათა განსაზღვრონ და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს თქვენი სამკვიდროს, მათ შორის ნებისმიერ ციფრული საქონლის ან მონაცემის, მართვისათვის და რაც შეიძლება განხილული იყოს, როგორც მემკვიდრეებზე გადაცემადი საოჯახო მოგონება); და
  • რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მხარეები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენ შესახებ, გაითვალისწინებენ თქვენს გარდაცვალებას (რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის დახურვას და თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენებისა და განახლების შეზღუდვას).

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალოთ ან გამოიხმოთ გაცემული მითითება. გარდაცვალების შემთხვევაში თქვენ შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ 1978 წლის 6 იანვრის 78-17 კანონის 84-დან 86-ე მუხლები, შესწორებული რედაქციით. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, სტანდარტულად, თქვენ შეწყვეტთ თქვენი ანგარიშის გამოყენებას და ჩვენ წავშლით ინფორმაციას თქვენ შესახებ ინფორმაციის შენახვის შესახებ წესების შესაბამისად (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი „რამდენი ხნის განმავლობაში შეინახება ინფორმაცია თქვენ შესახებ?“).

თუ ავსტრალიაში ხართ, გაიგეთ მეტი…

  • თუ თქვენ იმყოფებით ავსტრალიაში, შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება თქვენზე:
  • თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვერ შევძლებთ (თუ შეესაბამება) მოგაწოდოთ ინფორმაცია ან სერვისები, რასაც თქვენ ითხოვთ ან განვიხილოთ თქვენი დასაქმების შესახებ განცხადება ან კონტრაქტით გათვალისწინებული პოზიცია; და
  • ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.pmiprivacy.com/en-au/homepage ) განმარტავს: (i) როგორ შეგიძლიათ წვდომა და პერსონალური ინფორმაციის კორექცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ; (ii) როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ პრეტენზია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას; და (iii) როგორ განვიხილავთ ნებისმიერ პრეტენზიას.

ვის უნდა დაუკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლებები, შეგიძლიათ:

  • დაგვიკავშირდით მისამართზე People.Culture@pmi.com; ან
  • დაუკავშირდით შესაბამის PMI-ს აფილირებული პირის მონაცემთა დაცვის ოფიცერს (თუ მას ყავს ასეთი), რომლის საკონტაქტო დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებული იქნება PMI-ს აფილირებული პირის მიერ თქვენთან გამოგზავნილ ნებისმიერ კომუნიკაციაში.

თუ თქვენს ქვეყანას ჰყავს მონაცემთა დაცვის ორგანო, თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მას ნებისმიერი კითხვის ან საკითხის შემთხვევაში. თუ შესაბამისი PMI-ის აფილირებული პირი ვერ უზრუნველყოფს თქვენი კითხვისა თუ საკითხის მოგვარებას, თქვენ ასევე უფლება გაქვთ ეროვნული სასამართლოების გზით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

ცვლილებები აღნიშნულ შეტყობინებაში

ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ აღნიშნული შეტყობინება (და ნებისმიერ თანდართული პერსონალური მონაცემების შესახებ შეტყობინება). ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული მოთხოვნილი იქნება კანონით და ასევე მივიღებთ თქვენს თანხმობას ამ ცვლილებებზე.

ბოლო ცვლილება განხორციელდა 2022 წლის 30 დეკემბერს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეტყობინების წინა ვერსიები აქ